|
აბორტი უდიდესი ცოდვაა ღმერთის და კაცობრიობის წინაშე! ეს მკვლელობაა! არა, მკვლელობაზე უარესია,რადგან შეიძლება ვიღაცამ ისე გაგამწაროს,რომ აფექტში მყოფმა მკვლელობა ჩაიდინო. რა დაგიშავა შენმა შვილმა, შენმა სისხლმა და ხორცმა, პატარა,უდანაშაულო არსებამ,ძალიან ხშირად შენი სიყვარულის ნაყოფმა, რომ ასეთი განაჩენი გამოგაქვს?! არა ხარ მკვლელზე უარესი?! სტუდენტები ვიყავით, გინეკოლოგიას გავდიოდით და პირველად შეგვიყვანეს აბორტის სანახავად.ეს საშინელება იყო..ერთ რუს გოგოს უკეთებდნენ,თვითონ ხმას არ იღებდა, მაგრამ ჩვენ გავხდით ცუდად.5 წუთი არ იყო გასული რომ ყურებში რაღაც ამიწივდა და აღარაფერი მახსოვს, გული წამივიდა,( არადა ძალიან მაგარი გული მაქვს-ქირურგი ვარ). როცა გონზე მოვედი, გარეთ გამიყვანეს, მოსაცდელში 10-12 ქალი ელოდებოდა აბორტის გაკეთებას,ცოტა რომ მოვსულიერდი იმისთანა რაღაცეები ველაპარაკე იმ ქალებს, ექთანი რომ გამოვიდა ახალი პაციენტის შესაყვანად, ჩემი და ჩემი ორი მეგობრის გარდა აღარავინ დახვდა, გაგიჟდა, სად წავიდნენო,მე გამეცინა, გადაიფიქრეს მეთქი...არ ვიცი,იმ დღეს ჩემს მიერ აბორტგადაფიქრებული ქალებიდან რომელიმე უკამ მობრუნდა თუ არა, მაგრამ ერთ-ერთი მადგანი ხომ მაინც გადაიფიქრებდა აბორტის გაკეთებას და მე ამითიც ბედნიერი ვარ, რომ ერთ ბავშვს მაინც შევუნარჩუნე სიცოცხლე... ამაზე მარტო ქალი არ უნდა ფიქრობდეს, ეს ორივეს საფიქრალია, ნუ გამოუტანთ სასიკვდილო განაჩენს თქვენთვის უფლისგან ბოძებულ პატარა ,უდანაშაულო არსებებს...ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი მაინც იზრდება, იქ ხუთიც გაიზრდება.. დაფიქრდით, სანამ ვერდიქტს გამოიტანდეთ!
|