ძალიან კარგი თემაა, მიყვარს ბოსტნეულის სალათები. ერთ რეცეპტს მეც შემოგთავაზებთ, იმედია მოგეწონებათ.
კარტოფილის სალათი: 4-5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი მოვხარშოთ, დავჭრათ კუბიკებად. დავამატოთ 2 მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი. ასევე დავამატოთ 2-3 ცალი პატარა ზომის მჟავე კიტრი( კიტრის კვასი ანუ წნილი , იმედია მიმიხვდებით

). წვრილად დაჭრილი ხახვი გემოვნებით და ბოლოს 1 ჭიქა მაიონეზს დავამატოთ კიტრის წნილის წვენი , რამოდენიმე სუფრის კოვზი . ეს მასა მოვასხათ სალათს და კარგად ავურიოთ. ( ჩემი საყვარელი სალათია

). ისიამოვნეთ