|
განყოფილების მიზანია ,სასიამოვნო გარემო შეუქმნას ონლაინურ დისკუსიაში მონაწილე,კინომცოდეებს,კინომოყვარულებს და ფორუმზე დარეგისტრირებულ ყველა იმ პირს, ვისაც კინემატოგრაფია აინტერესებს. იმისათვის რომ, კინოხელოვნებით დაინტერესებული ფორუმელებისთვის ,"კონოთეატრი -ილუზიონის" განყოფილებას ჰქონდეს, შემეცნებითი დატვირთვა ,აუცილებელია შემდეგი,მარტივი წესების დაცვა.
1.როდესაც თემა იხსნება რეჟისორზე ,მსახიობზე და საერთოდ ხელოვნების ამ განშტოების წარმომადგენლებზე, აუცილებელია, ქართულ ენაზე დაიდოს ინფორმაცია ,თავიანთი შემოქმედების შესახებ (ფილმოგრაფია,აკადემიური პრემიები,ფოტომასალა და.აშ) ასევე ბიოგრაფიული ცნობები. 2.იკრძალება,შედარებითი ხასიათის ტოპიკის გახსნა! (მაგალითი: ანჯელინა სჯობს თუ ბინოში?) 3.ის შესახებფილმ გახსნილ ტოპიკში,აუცილებელია გავაკეთოთ მცირეოდენი მიმოხილვა,რეფერატი . (თუ რა ჟანრის კატეგორიას მიეკუთვნება ,რეჟისორის და მთავარი როლის შემსრულებლებზე,მცირეოდენი ინფორმაცია და ა.შ) 4. არაფორმატული სათაურის და შინაარსის ტემები დაუხურება. მაგალითად, "ევროპაში, პრემიერაზე,უმაგრესი ფილმი ვნახე" და სხვა. ყველა ის პოსტინგი რომელიც თემას არ უკავშირდება შინაარსობრივად ,წაიშლება მოდერატორის მიერ. ასევე სასურველია თუ ჟარგონებისა და დამახინჯებული ბარბარიზმების გარეშე დავპოსტავთ (თუმც ,წესების თანახმად არ იკრძალება) ჯერჯერობით სულ ეს არის, დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვა პუნქტებიც დაემატოს, თუ ამას არსებული სიტუაცია მოითხოვს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებს!
|