dorado wrote:ციტატა:
და მაინც, ხალხო, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც არის, როგორ ფიქრობთ, მულტი ვიზების შემოღება, სავიზო რეჟიმის შერბილება უკეთესი იქნებოდა თუ არა ? რა დღეშიც ვართ, ნათელია, მაგრამ რა არის გამოსავალი?თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით ქართველი ემიგრანტის სამართლებრივ სტატუსში?უნდა დაიბეგროს თუ არა ემიგრანტული ხელფასები?მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს სახელმწიფოს მიერ \"სემოსავლად\" არ ჩაითვლება თუ პირიქით?
ტაქსებზე რას იტყვით? ხშირად ემიგრანტს სამშობლოს ტაქსების გადახდაც უწევს და იმსახელმწიფოსიც სადაც არის, ბენეფიტები კი არსად არა აქვს!და ისევ და ისევ ვუბრუნდები დედათა და ბავშვთა დილემას:იქნება თუ არა სწორი და გამართლებული,ბავშვებისა და დედების ერთად ყოფნა თუნდაც პერიოდულად მაინც მოწესრიგდეს სამართლებრივად?
როცა იქნება_დავბრუნდებით, სანამ დავბრუნდებით __ასე ვიყოთ? რა არის გამოსავალი?!
იმის გათვალისწინებით,რომ ქართველი ხალხი დიდ ხანს ვერ გადააბიჯებს სიღარიბის ზღვარს{მე ვგულისხმობ ხალხს და არა ხელისუფლებას, რომელსაც დიდი ხანია დაავიწყდა სიტყვა \"სიღარიბე\"}, ალბათ, მულტი ვიზები ცოტათი მაინც შეამსუბუქებდა ქართველი ემიგრანტების სულიერ შეჭირვებას. რაც შეეხება გადასახადებს. არცერთი ქვეყანა არ შეუშვებდა თავის მიწაზე არასასურველ სტუმარს-ემიგრანტს. ჩვენ თუ შემოვუშვებთ ჩვენს ოჯახში ვინმეს, ვინც არ გვსურს. ყველა განვითარებულ ქვეყანას იაფი მუშა ხელისგან დიდი სარგებელი აქვს. ამდენად, პატივს კი არ გვდებენ, არამედ თავისი ინტერესები აქვთ. ამ საკითხში- \'გაქვითულები\" ვართ. რაც შეეხება, გადასახადებს. თუ მიაქვთ ჩვენი ნაშრომი, კიდეც მოგვექცნენ ბენეფიტები ისევე ღირსეულად, როგორც თავის მოქალაქეებს, ვინაიდან პრეტენზია აქვთ დემოკრატიულობაზე და ჰუმანიზმზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალურედ მონების კლასის არსებობას წააგავს ეს ყოველივე. რაც შეეხება საქართველოში ჩვენი გადარიცხული ფინანსების დაბეგვრას. ნეტავ რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა ეს \"ბრძნული იდეა\" \"თავში\"?!?!?!?
ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება მადლიერი უნდა იყოს იმ ადამიანების, რომლებიც მათგან მიტოვებულები თავად ცდილობენ დაძლიონ გაჭირვების პრობლემა და ამასთანავე, ერთ იმდენს {თუ მეტი არა}კიდევ იქ, საქართველოში,ეხმარებიან. ასე, რომ არა, დიდი ხანია საქართველოში \"მშიერი ბუნტი\" მოხდებოდა და მათ მილიონების დაგროვებისთვის დრო არ ეყოფოდათ.{წაიკითხეთ მათი საშემოსავლო დეკლარაციები ასავალ დასავალში asavali.ge}.=haa=
P.S.შედით აქ და ნახეტ ვინ იყო ჩვენი არჩევნების დამკვირვებელი ამერიკიდან
http://en.wikipedia.org/wiki/Alcee_Hastings