NJ_Maiko wrote:მაიკო გაფიცებ,სად გაიგე ეს ანეგდოტი????
ციტატა:
სააკაშვილს დაურეკავენ ბუში ჩამოდისო.მიშა გაიქცევა უცებ აეროპორტში და დახვდება ბუშს.ბუში გადმოვა და იკითხავს:ჯუმბერა მანდ არიო??? მიშა დაიბნევა და უპასუხებს არაო.ბუში ხელს ჩაიქნევს და უკან გაბრუნდება.მიშა საშინლად გაბრაზდება,საქართველოში რაც ჯუმბერებია ყველას დააჭერინებს და მოუყვება ამ ამბავს.ერთი ბომჟი იტყვის რო მე ვარო ის ჯუმბერიო.მიშა გაგიჟდება და კითხავს მართლა შენ უნდოდიო? ეს კაცი ეტყვის: ეგ რა არი თუ გინდა ვატიკანში წავიდეთ და რომის პაპი რო დამინახავს მესას შეწყვიტავს და მე გადამეხვევაო.მიშა გასკდება სიცილით,ეს კაცი იტყვის დავნიძლავდეთო და გამაზავენ.ჯუმბერა გააფრთხილებს,პაპი რო ჩამეხუტება გული არ წაგივიდესო.ჩავლენ რომში.პაპი ატარებს მესას ცენტრალურ მოედანზე.მივლენ პაპთან და პაპი შეწყვიტავს ლოცვას და იტყვის:ოოო,ჯუმბერ მობრძანდი და გადაეხვევა ჯუმბერს.სააკაშვილს გული წაუვა.მერე რო მოვა გონებაზე ჯუმბერა თავზე ადგას და ეუბნება:ხო გაგაფრთხილე გული არ წაგივიდეს მეთქი? მიშა ეტყვის მაგაზე არ წამსვლია გული სხვა რამეზე წამივიდაო.რაზეო-კითხავს ჯუმბერა.რაზე და შენ რო პაპი გადაგეხვია ვიღაც ზანგი მოვიდა ჩემთან და მკითხა:ის კაცი ვინაა ჯუმბერას რო გადაეხვიაო???:P