ნინოჩკა, ჭუჭყიან შარვლებზე თავად დაიწყე ლაპარაკი

საქართველოში არა ვარ და ახლანდელ ახალგაზრდებზე ვერ ვიმსჯელებ. ერთს კი ვიტყვი, ყველა დროს თავისი თავისებურება მოაქვს თან და ეს სიახლე არასდროს მოსწონდატ. ჯერ იყო და მამაკეცები წვერს ატარებდნენ, მერე ულვაშებამდე შეამცირეს თმების რაოდენობა

ულვაში ვაჟკაცობის და ნამუსის სიმბოლო იყო, მერე ეგაც გაიპარსეს და ძველი თაობა დიდად უკმაყოფილო იყო ამის გამო. ახლა სხეულის სხვა ნაწილებზე მიდგა ჯერი

მე არ ვამბობ რომ მომწონს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ არის რაღაცეები რასაც ვერ შეეწინააღმდეგები

იყო დრო რომ ქალებს გრძელი ნაწნავები უნდა ჰქონოდათ და მანდილს ატარებდნენ, ახლა კი მოკლედ შეჭრილი თმებიც ძალიან გვშვენის და არავინ გვაძაგებს ამის გამო. შარვლიანი ქალი 30 წლის წინ საქართველოში დიდი იშვიათობა იყო და ყველა ჩუმ-ჩუმად ჭორავდა, ახლა - ჩვეულებრივი ამბავია.
იმ დონემდე რომ მივლენ, როცა მეტის გახდა უკვე შეუძლებელი იქნება, მერე ალბათ დაიწყებენ ისევ ნელ-ნელა ჩაცმას :D