↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართველი წმინდანები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
წმიდა ნინო დაიბადა, კაბადოკიის ქალაქ კოლასტრეში 308 წელს. ნინო სახელგანთქმული მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას (მათი ცხოვრება იხ. 20 (2. VI) მაისს) ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. უამბო ცხოველმყოფელი ჯვრის შესახებ, რომელიც იერუსალიმში იყო დამარხული და რომლის ადგილსამყოფელიც იმ დროისათვის არავინ იცოდა. უამბო იესუ ქრისტეს კვართის შესახებ, რომელიც \"ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა\".

ეფესოდან იერუსალიმში ჩამოსული ელენე დედოფლის მსახური ქალისგან შეიტყო წმიდა ნინომ რომ დედოფალს \"აქუს დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა და ნათლობისათვის\" და გადაწყვიტა დედოფლათან წასულიყო რომში და შემდგომ ქართლის ქვეყანაშიც განემტკიცებინა ქრისტეს სარწმუნოება.

პატრიარქმა იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: \"უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისათა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ\".

რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ნათესავს რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა შესაფერი მეუღლე ქრისტიანი ქალისა.

წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალემსრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე და უბრძანა: \"მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში”.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა ორმოცდაათ ქალწულთან ერთად. წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს.

წმიდა ნინო მცხეთისაკენ გამოემართა, ივნისის თვე იყო როცა წმიდანი ფარვანის ტბას მიადგა. \"ხოლო მოხედნა რა მუნით და იხილა მთანი ჩრდილოსანი: რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლით და ჰაერითა სასტიკითა\". ნინომ მეთევზურთაგან ითხოვა საზრდელი და გაიცნო მწყემსები, რომლებიც არმაზისა და ზადენის კერპებს აღუთქუმიდეს შესაწირავთა: \"ოდენ მოვიდეთ მშვიდობით\", \"რომლისა სოფლისანი ხარ\"? ჰკითხა მათ ნინომ, მწყემსებმა ახლო სოფლები დაუსახელეს დილისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთები ღმერთობენ და მეფენი მეფობენ... ერთმა მათგანმა \"ესრეთ-ოდენ აუწყა, რომელ მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთის მისვლად\".

წმიდა ნინომ მდინარის სათავესთან \"დაიდო ლოდი სასთუმალად დაწვა და დაიძინა\". ჩვენებაში წმიდანმა იხილა კაცი რომელმაც მას წიგნი მიაწოდა და ჰრქუა: \"მიართუ ესე მცხეთის მეფეს მას წარმართთასა\" შეშინებულმა ნინომ უარი შეჰკადრა, მაგრამ დარწმუნდა რა რომ \"ზეცით იყო ჩუენებით იგი, და აღიხილა ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნაი მისი\".

size=300]http://up.pixgeo.com/out.php/i5727_cmcmindanino.jpg[/IMG]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
[IMG sღირსი ევაგრე იყო ციხედიდის მთავარი. კეთილმსახურ და მორწმუნე მშობელთა შვილი, სიყრმიდან საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც ფრინველი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხო¡ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა შინა მცირესა, რათა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა”. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა”. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოეობის სიმძიმეს ვერ იტვირთებდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო”.

ღირსმა შიომ კვერთხი მისცა ევაგრეს და უბრძანა: \"კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკóარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ მელად, და წარვედ სახად შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი’’. ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.

სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულ და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.

ღირსმა შიომ ღვთის მიერ მინიშნებულ ადგილას ეკლესია ააგო. მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი სპასპეტის მონაზვნად აღკვეცა, ძალიან ეწყინა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევაგრე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლòებინა, მაგრამ ევაგრემ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე’’. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვაბული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვირველი ბერის წინაშე დაიჩოქა.

ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა ოთხი დაბა, ლიტრა ოქრო, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა საჭურჭლე შესწირა ღირსი შიოს მონასტერს. შესაწირავთა შორის იყო აგრეთვე წმიდა ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარებაც.

ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა ქართლმა გაიგო, მრავალნი ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და მონასტრებში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ.

როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხორებისა თქუენისათ¢ს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღმესა შინა, რომელი შევმზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა”. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.

მშვიდსა და გულით მდაბალ ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა: `ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებî სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინïცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა”, _ შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: `უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადò სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკ¢დრო დიდებასა მას უხილავსა”. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით.

წმიდა ელია დიაკონი იყო წმიდა იოვანე ზედაზნელის (ხს. 7 (20) მაისი) უახლოესი მოწაფე და მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზნის მთაზე. ზედაზენი ტყიანი და უწყლო ადგილი იყო, მრავალი განსაცდელების დათმენა და წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდათ წმიდა მამებს. მკაცრ მარხვასა და განუწყვეტლივ ლოცვასთან ერთად მათ მძიმე ფიზიკური შრომაც უწევდათ. ელია დიაკონს ყოველდღე ამოჰქონდა არაგვიდან წყალი ერთ დღეს ჭურჭელი გაუტყდა. იოვანეს ლოცვით ღმერთმა მათ საცხოვრისთან ახლოს წყარო აღმოაცენა. `დღესა ერთსა ნეტარი ელია დიაკონი მივიდა წყაროსა მას ღმრთივმოცემულსა მოღებად წყლისა და მუნ დგა წყაროსა მის თანა დათვი... და შეეშინდა ფრიად ნეტარსა ელიას და გარე-იქცა და უთხრა დიდსა იოვანეს~. იოვანეს ლოცვით დათვი მოშინაურდა და ნეტარი ელიას თანამსახურად იქცა. მამების სიწმიდემ მხეცთა ბუნებაც კი შესცვალა. გადმოცემით ამის შემდეგ ზედაზნის ტყეში მცხოვრები დათვები აღარ ვნებენ შინაურ პირუტყვს და არც არავინ ნადირობს დათვებზე ზედაზნის ტყეში.

ზედაზნის მთაზე მცხოვრები მამების სიწმიდემ და მათ მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა უამრავი ადამიანი მიიზიდა მონასტერში. წმიდა ელია დიაკონი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა და მშვიდობით აღესრულა, სულიერი მოძღვრის წმიდა იოვანე ზედაზნელის გარდაცვალების შემდეგ.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნის და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლოდ ღმერთმა უწყის იქ მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან.
ize=300]http://up.pixgeo.com/out.php/i5730_cmtsmevagre.jpg[/IMG]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i5731_cmtsmevagre.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t5731_cmtsmevagre.jpg[/IMG][/URL]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მოწამე გიორგი გურჯი (XVIII ს.)
ხსენება 2 (15) იანვარი
მოწამე გიორგი გურჯი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა საქართველოში. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად \"სალი\" დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. გიორგი მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა, იგი არ დაოჯახებულა.
სამოცდაათი წლის ასაკში გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. თავისი ნებით ისე, რომ არავის დაუძალებია. მივიდა თურქ მსაჯულთან და განუცხადა: \"დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსულმანი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი\".
მსაჯული და ყველა მასთან მყოფნი იცნობდნენ სალის, როგორც კარგ, პატიოსან ადამიანს. როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ეს პატივსაცემი მოხუცი, თავისი თეთრი წვერით, \"ჭკუას დაკარგავდა\" და მოითხოვდა ქრისტესთვის სიკვდილს? თვალცრემლიანმა მოხუცმა კვლავ აღიარა ქრისტეს სჯული და მოითხოვა მოწამეობრივი სიკვდილი, თავისი ცოდვების აღსახოცად.
გიორგი მოსაფიქრებლად და მათი აზრით ჭკუაზე მოსასვლელად ერთ ოდაში ჩაკეტეს, სადაც მას ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ და აწვალებდნენ. მეორე დღეს ის მიიყვანეს სასამართლოში. სამი დღე გრძელდებოდა დაკითხვა და წამება, გიორგი კი პირიქით უფრო ძლიერდებოდა რწმენაში. ბოლოს გადაწყვიტეს მისი ჩამოხრჩობა.
ჩამოხრჩობის ადგილამდე მიმავალს უმოწყალოდ სცემდნენ, ის კი წამებას უსიტყვოდ იტანდა. კისერში მარყუჟი წაუჭირეს და ახალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა \"სალავატი\", რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარი მთელი ძალ-ღონით კუმავდა პირს, რომ ეს სიტყვა არ ეთქვა. ცემით და ტანჯვით მთელი ბაზარი მოატარეს. ბოლოს მიიყვანეს ჩამოსახრჩობ ადგილზე, რომელსაც \"პარმაკკაპუ\" ერქვა. ჯერ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რითაც ერთ ღმერთს აღიარებდა (ალაჰს), მაგრამ მას ორივე მტევანი მაგრად ჰქონდა მოკუმშული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, იქნებ ასე მაინც შეშინებოდა. ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, რომ თავის აზრს იგი არაფრით შეიცვლიდა, ჩამოახრჩვეს. ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი 1770 წელს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Dec 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველა ნინოს ვულოცავ წინასწარ ნინოობას.განსაკუთრებით კი ნინიკარას.გმერთი გფარავდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თეკლა 79 თუ შეგიძლია ,წმინდან ლაზარეზე დადევი ინფორმაცია .წინასწარ მადდლობას გიხდი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
თეკლა კარგი თემაა ძალიან დიდი მადლობა ებარებოდეთ უფალს ყოველნი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
არაფრის ფოცხვერ, მეც გმადლობ რომ დაინტერესდი. მალე ახლად შერაცხულ ქართველ წმინდანთა მოღვაწეობას დავამატებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
დიდი მადოლობა წინასწარ გაწეული შრომისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
კაი თემაა თეკლა.. ეხლა წმ. ქეთევან დედოფალზე დიდ თემას ვწერ, რო დავამთავრებ დავდებ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მოწამე აბო ტფილელი არაბეთში დაიბადა 750 წლის ახლო ხანებში, მისი მშობლები დახელოვნებული იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და წმინდა აბოც ამ ხელობას დაეუფლა. \"იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა\".
ამ დროს არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ქართველთა განადგურებისა და გადაგვარების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, \"ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს.
766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისთავს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირა, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისთავს. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო. შემდგომმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: \"მეშინის მე შენთუის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომა შენი წარწყმიდო”, — უთხრა მან აბოს. \"განმიტევე მე, რაiთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობა ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”, — უპასუხა ნეტარმა. სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით, მალე გაათავისუფლეს.
თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს, დამალულიყო, მან კი, გახარებულმა, ასე უპასუხა: \"მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. ამირამ წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან ìთხოვა ქრისტიანებს, გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. \"ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვiდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს.
წმიდა აბომ დაიწყო გულზე ხელები და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს. ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. უსჯულოებმა თავი მოჰკვეთეს წმიდანს, სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს. ქრისტიანებმა წმიდანის ნეშთი მასზე ზეციური ნათელის გარდამოსვლით იპოვეს.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი,
თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)
საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი - „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე - ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.

„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ - ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყენას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.

ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, - „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.

[URL=http://www.picoodle.com/view.php?img=/4/1/18/f_asiatasim_506972f.jpg&srv=img36][IMG]http://img36.picoodle.com/img/img36/4/1/18/f_asiatasim_506972f.jpg[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
წმიდა სალომე უჯარმელი სომეხთა მეფის თრდატის ასული იყო. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური მოსაზრებით \"დაამოყურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას, რამეთუ მისცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისასა ცოლად, რომელსა ერქვა რევ\". მირიანმა რევს და სალომეს \"მისცა საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას... და ცხონდებოდნენ ისინი უჯარმას.
\"მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩუენი ნინო\" რომლის მოღვაწეობით მირიან მეფემ მიიღო ქრისტიანობა.
წმიდა სალომემ სიხარულით შეიწყნარა ქრისტეს სჯული და ყოველმხრივ ცდილობდა შეწეოდა წმიდა ნინოს მის მოციქულთასწორებრივ მოღვაწეობაში.
ზეგარდამო გამოცხადებითა და წმიდა ნინოს ლოცვით მცხეთის სასწაულმოქმედი სამი ჯვარიდან ერთი მიეცა \"სალომეს მხევალსა ქრისტესსა\" რათა \"აღმართოს უჯარმას ქალაქსა\".
როდესაც სალომემ წმიდა ნინოს დასნეულების შესახებ შეიტყო, იგი სასწრაფოდ წავიდა ბოდბეში მოციქულთასწორის სანახავად, და თან მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას აცნობა ყოველი.
სალომე სხვა დედოფლებთან ერთად გვერდიდან არ შორდებოდა წმიდა ნინოს, სარწმუნოებით \"ემთხუეოდა ფესუსა სამოსლისა მისისასა\", ცხარედ ტიროდა \"განშორებისათვის მოძღურისა მათისა და მოღუაწებისა\".
დედოფლებს შორის იყო, ქართლის ერისმთავრის მეუღლე წმიდა პეროჟავრა სივნიელი. მათ თხოვეს წმიდა ნინოს მოეთხრო მისი ცხოვრების შესახებ, \"და იწყო სიტყუად წმიდა ნინო, ხოლო იგინი წერდეს\" და ამ წერილშია დაცული სულიერი სახე ამ ორი წმიდა დედოფლისა რომელსაც ასე მიმართავს წმიდა ნინო: \"ასულნო სარწმუნოებისანი, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა... რათა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოებად თქუენი, და შეწყნარებაი ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვიან\".
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაიწერეს პირველად წმიდა ნინოს ცხოვრება, მათ მიაბარეს ბოდბის მიწას წმიდანი და მხნედ გააგრძელეს მოციქულთასწორის მიერ კურთხეული წმიდა საქმე _ იბერიის ერთიან სახელმწიფოში, ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განმტკიცება.
სალომე უჯარმელის წერილობითი აღთქმა მეფე მირიანის მემკვიდრე მეფე ბაქარისადმი _ \"ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობაი მეფობისა, მისი იყოის მეფობა, და არაოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისათა\" _ საუკეთესოდ ადასტურებს წმიდა სალომეს ნამდვილ დედოფლურ ხედვასა და სარწმუნოებას.
წმიდა სალომე და პეროჟავრა მშვიდობით აღესრულენ IV-სს მეორე ნახევარში.
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ქართველი წმინდანები
დესპანი