შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მაქსიმალურად მოერიდეთ "ჩეთს" რადგან ყველა სახის ოFFტოპიკი რომელიც თემას არ ეხება, წაიშლება მოდერატორის მიერ.
სასტიკად იკრძალება ერთმანეთის შეურაცხყოფა,ასევე პრეზიდენტის, პარტიების და ყველა პოლიტიკური პირის ,უკიდურესი ლანძღვის ფორმები.
აუცილებელია თემის სათაური და შინაარსი ერთმანეთის ადეკვატური იყოს, უაზრო სათაურის და შინაარსის თემა დაიხურება .
თუ მაინდამაინც არანორმატული ლექსიკის გამოყენება გნებავთ (თუმც არ არის სასურველი) შეგიძლიათ სიტყვის შეცვლა სიმბოლოებით, რომელიც გამოხატავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და არ ეხება კონკრეტულ პირს. არ იზღუდება პოლიტიკური,იდეოლოგიური გადაწყეტილებების მძაფრი კრიტიკა და საერთოდ თავისუფალი სიტყვის გამოქვეყნება. ფორუმის ყველა მომხმარებელი ანონიმურია და პირადი ინფორმაცია დაცული! (საცხოვრებელი ადგილი, IP მისამართი და ა.შ) თუმც მიზანმიმართული პროვოკაციული თემების ავტორის და წესების დაუმორჩილებელი სუბიექტის მიმართ იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი.
წესებშიდასაშვებია ცვლილებები, პუნქტების დამატება და ა.შ რომელთა ავტორიზაციული უფლება აქვთ ადმინისტრაცის და პოლიტიკის განყოფილების მოდერს.
:cp:და კიდევ მინდა ყველამ იცოდეს,რომ კრიტიკა არანაირად არ გულისხმობს სხვის მიწასთან გასწორებას და შეურაცხყოფის მიყენებას,უბრალოდ ეს არის შეფასება ობიექტური თვალით,დასაშვებია სუბიექტურობაც,მაგრამ ეს სხვისი პოლიტიკური კურსის რაიმენაირად შებღალვას არ მოიცავს....ასე რომ ძალიან გამიხარდება მე პირადად,თუ რაც შეიძლება ზღვა მასალა იქნება ამ განყოფილებაში,რაც მთავარია საინტერესო.... :cl: