↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველოს მეფეები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ძალიან გთხოვთ თემას ნუ გააოფებთ!!!

დავწეროთ ჩვენი საყვარელი მეფეები, თუ მათ ღვაწლს დავურთვათ მთლად უკეთესი.. ასევე შეგიძლიათ დადოთ სურათები... და კითხვა: თქვენი აზრით როდის იყო საქართველო ყველაზე ძლიერი? (რომელი მეფის მეფობისას)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჩემი მოსაზრება: 1. თამარ მეფე 2. ვახტანგ გორგასალი 3. გიორგი ბრწყინვალე

ყველაზე ძლიერი თამარის დროს იყო...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
უნა მართალი ხარ;მარა თამარს დახვდა საფუძველი,და ვისგან?აღმაშენებლისაგან,ასე რომ დავითის დროს იყო საქართველო ძლიერი,რომელმაც მართლა ნულიდან დაიწყო ყველაფერი და ქვეყანა აღაშენა,თამარს კი მხოლოდ ამის შენარჩუნება უნდა შეეძლო,რაც გეთანხმები რომ გააკეთა კიდეც სწორედ ამიტომ იყო მისი ხანა ოქროსი,თუმცა კიდევ ვიმეორებ,ეს ყველაფერი დავით აღმაშენებლის დაწყებული იყო,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ხატიტა მეც გეთანხმები რომ დავითის დამსახურებაა თუმცა არც თამარ მეფე იყო ცუდი მეფე.მაგრამ დავითი ჩემი აზრით პირველია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
რა თქმა უნდა მარი,მან შეინარჩუნა ეს აღმავლობა მაგრამ დაიწყო დავითმა,:):)გიპოვნე ჩემი აზრის:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Jan 2008
Posts17
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეც გეთანხმებით რომ დავითი იყო მართლაც რომ აღმაშენებელი და მან შექმნა ძლიერი საქართველოს წინაპირობა და ბევრიც გააკეთა და თამარმა ღირსეულად გააგრძელა

1 დავით აღმაშენებელი

2 თამარ მეფე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Dec 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
დავით აღმაშენებელი იყო საქარტველოს უძლიერესი მეფე. თამარმა კი მართლაც ღირსეულად შეინარჩუნა მემკვიდრეობა. სრულიად გეთანხმები კატიტა27

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
მეფე რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ და ვაფასებ სვიმონ პირველი დიდი ლუარსაბ პირვლის შვილი .რომელმაც ყორღანაშვილის წყალობით 10 წელი დიყო დატყვევებული ერეანის სატუსაღოში .რა თქმა უნდა მე ყველა ზევით მოხსენებულ მეფეთა უდიდესი მოყვარული და დამფასებელი ვარ .საქართველოს ცუდი მეფე არ ყოლია ყოველთვის კარგები და საუკეთესოები ამშვენებდნენ მის ტახტს დიდება იყოს მათი და ჩვენჩ ღირსეული შთამომავალნი ვიყოთ ჩვენი წინაპრების ერთიან სა2ქართველოს გაუმარჯოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
საქართველოს სამეფო - ფეოდალური სახელმწიფო საქართველო . საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთის სამეფო მეფემ დავით III ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი “აფხაზთა მეფედაც” აკურთხა. 1001 წელს ბაგრატ შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი , ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო . ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთის სამეფო . თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი . სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონები წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნე დაიწყო, დაასრულა დავით IV , რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს - თბილისი. XII საუკუნე საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა. 1225 წლიდან საქართველოს ჯერ ჯალალ-ედ-დინი შემოესია, შემდეგ მონღოლები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა, რომლებმაც 1247 წელს აქ ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით VI ნარინი (რუსუდანის ძე) და დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის ძე). 1258 წელს მათ საქართველოზე ორად გაიყვეს: აღმოსავლეთად და დასავლეთად. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და მონღოლები განდევნა. XV საუკუნე შუა წლებში თემურლენგისა და “შავბატკნიანთა” შემოსევების შედეგად საქართველო დასუსტდა და დაიშალა სამეფო-სამთავროებ ��დ: მას ჯერ სამცხის სამთავრო გამოეყო, შემდეგ იმერეთის სამეფო , ბოლოს კახეთის სამეფო . 1491 წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ღმერთს მადლობა რომ გვარგუნა ისეთი მეფეები როგორიც იყო: თამარი, დავითი, ბაგრატ მესამე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ბრწყინვალე.... ასევე ქათველი დედოფლებიც იყვნენ სახედ ქართველი დედისა და სარწმუნოებისათვის და სამშობლოსათვის მებრძოლნი... ქეთევან დედოფლის გმირობას გავიხსენებდი ანა კალანდაძის ულამაზესი ლექსით:

ანა კალანდაძე
ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

1946

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts616
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზვიგენ გაიხარეძმაო კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ვერ ფაგეთანხმები ზვიგენ რომ ცუდი მეფე არ ყოლიასაქართველოს. სამწუხაროდ....

გაიხარე ზვიგენ ჩემი უსაყვარლესი ლექსია...

მართალს ამბობთ დავით მეფეზე, მაგრამ თუ გავიხსენებთ გიორგი III-ს, მის ვერაგობებს და ბორეტებას, თამარმა თავისი სიკეთით და უფლისადმე დიდი რწმენით შეძლო ამ უდიდესი ცოდვების განქარწყლება, რომლებიც თავისმა მამამ გიორგი III-მ ჩაიდინა... და მე მაინც თამარი მიმაჩნია უდიდეს მეფედ, (მითუმეტეს ქალი იყო)... თუ ისტორიას გადავხედავთ საქართველო ყოველთვის იბრძოდა თავდაცვისათვის, და მხოლოდ თამარის დროს გაილაშქრა სხვა ქვეყანაში, არა დასაპყრობად, არამედ თავისი სიძლიერის გამოსაჩEნად....
გული მწყდება მის უიღბლო ქორწინებასა და არაპატრიოტ შვილებზე... :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
მართლები ხართ : თამარი, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი... და ა. შ. მაგრამ ფარნავაზი დაგავიწყდათ ყველას, სწორედ ამ მეფის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ასეთი ლამაზი დამწერლობა გვაქვს. აბა გაიხსენეთ ლექსი:
,,შენ ჰე ფარნაოზ, ჰქმენ ერთ მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ აღუდგინე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი...\"
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
[URL=http://www.picoodle.com/view.php?img=/4/1/23/f_tamarm_dbfd80c.jpg&srv=img34][IMG]http://img34.picoodle.com/img/img34/4/1/23/f_tamarm_dbfd80c.jpg[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ბაგრატ III (*დაახ. 960 ― † 7 მაისი. 1014), გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.სურათი აღარ არსებობს

პოლიტიკური ვითარება

X საუკუნის დასაწყისიდან შიდა ქართლს \"აფხაზთა\" მეფეები ფლობდნენ. 70-იან წლებში შინაფეოდალური ომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობაში (975-978). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა მესვეურებმა და დაიწყეს ბრძოლა ქართლისათვის (პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე). 975 დავით III ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რომელსაც მცირეწლოვანობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ბაგრატის დედა, თეოდოს III-ის და, \"აფხაზთა\" მეფის შვილი იყო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, უშვილო იყო დავით III-ც. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, ხოლო მამით და მამობილით სამხრეთ საქართველოს კანონიერი მემკვიდრე იყო.

სამეფოების გაერთიანება

978 დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) გაამეფეს. 980, როცა სრულწლოვანი გახდა ბაგრატ III-მ ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანება იყო. ამ ამოცანის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა ნაწილს. გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა. 989 ბაგრატ III-მ დაამარცხა გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.

1001, როცა გარდაიცვალა დავით III, მისი სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატ III-ისა და გურგენის ცდა, დაუფლებოდნენ დავით III-ის მემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიროტია საქართველოსა და ბიზანტიას შორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო. 1008, გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან ბაგრატ III \"აფხაზთა და ქართველთა მეფის\" ტიტულს ატარებდა. 1010 ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატ III-მ აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.

გაერთიანებისა და ერთმეფობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბაგრატ III ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ 1012. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ. ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ის მიიწრაფოდა ერთმმართველი შეუზღუდველი ხელისუფლებისაკენ, წინანდელ მემკვიდრეობით მფლობელებს ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით ცვლიდა. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ბაგრატ III-ის დროს აგებულ იქნა ქართული არქიტექტურული ცნობილი ძეგლები - ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), ნიკორწმინდა და სხვა ტაძრები. XI საუკუნის მემატიანე ბაგრატ III-ს \"დიდ მეფეს\" უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დასაფლავებულია ბედიაში.სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
საქართველოს მეფეები
დესპანი