↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველოს მეფეები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.

ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.

ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4.

ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ვაო მაგარია,თემამ მაგრად ,,გაქაჩა\",გაიხარეეეეეეეთთთთთთთთთთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურა
„ტიტული“ ლათინური სიტყვაა და „საპატიო წოდებას“ ნიშნავს. ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბერძნული), ისე ქართული ტიტულები.
ტიტულებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. საერთაშორისო ურთიერთობაში ტიტული მისი პატრონის სახე იყო. ტიტულს უნდა ეჩვენებინა:
1. სამეფო საგვარეულოს ღირსება;
2. მეფის კავშირი ღმერთთან;
3. მისი სამფლობელოს სიდედე და სიმდიდრე.
ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თავად ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა. ქართველთაგან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გურამს მიანიჭა.
ქართული ტიტულატურა, ანუ ტიტულების ჯგუფი, ერთბაშად არ წარმოშობილა, ამ პროცესს ორასი წელი დასჭირდა. ეს დაკავშირებული იყო საქართველოს პოლიტიკურ ვითარებასთან. ჩვენი ქვეყანა დანაწილებული იყო და სხვადასხვა კუთხეებს სხვადასხვა მმართველები ჰყავდა, ზოგიერთს კი დამპყრობლები განაგებდნენ. საქართველოს გაერთიანების პროცესი X-XI საუკუნეებში მიმდინარეობდა. ის ბაგრატ მესამის დროს დაიწყო და თამარ მეფის დროს დასრულდა. ქვეყნის გაერთიანებასთან ერთად შეივსო ერთიანი საქართველოს ხელისუფალთა ტიტულიც. კერძოდ, თამარი იწოდებოდა ხელმწიფედ „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფისა და დედოფალთ-დედოფალი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.
საიდან მოდის და რას ნიშნავს „მეფე აფხაზთა“, „მეფე ქართველთა“, „მეფე სომეხთა“, „მეფე რანთა“ და ა.შ. ?
დავიწყოთ „აფხაზთა მეფიდან“.
ვიდრე „აფხაზეთის სამეფო“ შეიქმნებოდა, მთელი დასავლეთ საქართველო გაერთიანებული იყო ერთ სამეფოში, რომელსაც ეგრისის სამეფო ერქვა. VIII საუკუნიდან ეგრისის სამეფო ცალ-ცალკე სამთავროებად დაიშალა. დროთა განმავლობაში მათ შორის ყველაზე მეტად აფხაზთა სამთავრო გაძლიერდა. მისი მთავარი ლეონ II საკუთრივ აფხაზეთსა და დანარჩენ ეგრისში გაბატონდა და თავი „აფხაზთა მეფედ“ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ დასავლურ-ქართულ სამეფოს, რომელსაც მმართველი დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფო“ დაერქვა.
ახლა კი „ქართველთა სამეფოს შესახებ“:
VIII საუკუნის დამლევსა და IX საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდნენ, ქვეყანა ცალკეულ სამთავროებად იყო დაყოფილი. ამ დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, კლარჯეთის სამთავროში მოღვაწეობდა აშოტ I ბაგრატიონი.
აშოტ ბაგრატიონმა ქართლის ერისმთავრობას მიაღწია, შემდეგ ქართლს სხვა მიწებიც მიუმატა. როცა საკმაოდ გაძლიერდა, განიზრახა, ქართლიდან არაბები განედევნა, ამიტომ იგი ბიზანტიას დაუკავშირდა, რომელმაც ერთგულებისათვის აშოტს კურაპალატის წოდება მიანიჭა. განაწყენებულმა არაბებმა სძლიეს ქართლის ერისმთავარს და იგი ქართლიდან გააძევეს. აშოტ კურაპალატი კლარჯეთში დაბრუნდა და ახალი ქართული სახელმწიფო - ტაო-კლარჯეთი დააარსა, რომელსაც „ქართველთა ქვეყანა“, ანუ „ქართველთა სამეფო“ დაერქვა, ხოლო მის მეფეებს „ქართველთა მეფეები“.
ახლა ვნახოთ, როგორ გაჩნდა ტიტული „მეფე აფხაზთა და ქართველთა“:
X საუკუნის 70-იანი წლებისათვის საქართველო პატარ-პატარა სამეფო-სამთავროებად იყო დაყოფილი. აფხაზეთის სამეფოში (დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა) უსინათლო თეოდოსი მეფობდა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კი ტაოელი ბაგრატიონები განაგებდნენ, სამხრეთ, ანუ იმიერტაოს - დავით III კურაპალატი, ჩრდილოეთ, ანუ ამიერტაოში (შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი) - ბაგრატ II, ამის შემდეგ ქვეყანას მისი შვილი გურგენი განაგებდა.
ტაოელ ბაგრატიონებს შორის ეროვნული ცნობიერებითა და ძლიერებით დავით კურაპალატი გამოირჩეოდა, მის კარზე იზრდებოდა გურგენის შვილი ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ III). იგი დავითს ნაშვილები ჰყავდა, რადგან თავად უშვილო იყო. მაგრამ პატარა ბაგრატი მხოლოდ მისი მემკვიდრე არ იყო, ის ასევე მემკვიდრეობით მიიღებდა აფხაზეთის მეფობასაც, როგორც აფხაზთა უშვილო მეფის - თეოდოსის დისშვილი. დავით კურაპალატისა და ეგრის-აფხაზეთის მეფის ერისთავის - იოანე მარუშის ძის ძალისხმევით, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს ტახტზე დაჯდა და „აფხაზთა მეფედ“ იკურთხა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი „ქართველთა მეფობაც“ მიიღო და გახდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა“.
ახლა ვნახოთ, რა არის „მეფე რანისა“:
ეს წოდება ქართველ მეფეთა ტიტულში დავით აღმაშენებლის დროს აისახა, როცა მან საქართველოს შემოუერთა რანი და კახეთი ჰერეთთან ერთად. დავით აღმაშენებელი ასე იწოდებოდა: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა - მზე ქრისტიანობისა“. წოდება „სომეხთა მეფეც“ დავითის დროს შევიდა ქართველ მეფეთა ტიტულში, როცა ქართველმა მეფემ ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა.
გიორგი III ტიტულატურაში ჩნდება ასევე წოდებები: „შარვანშა“ (შარვანის შაჰი) და „შაჰანშა“ (ანისის მეფე). შარვანი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს ერქვა, ანისი კი ერთ-ერთი სომხური ქვეყანა იყო. შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
გაიხარე მაქსიმას, ჰა შენ კარმა :*

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დიდი ქართველი მეფეები:

ფარნავაზი

ფარსმან მეორე - ქველი

მირიან მეფე

ვახტანგ გორგასალი

დავით კურაპალატი

ბაგრატ მესამე

დავით მეოთხე - აღმაშენებელი

გიორგი მესამე

თამარ მეფე

დემეტრე მეორე

ლუარსაბ მეორე

გიორგი მეხუთე - ბრწყინვალე

ლუარსაბ პირველი

სიმონ პირველი

სოლომონ პირველი

ერეკლე მეორე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
მირეანი (მირიანი)

ქართლის (იბერიის) უკანასკნელი წარმართი და პირველი ქრისტიანი მეფე IV ს-ის I ნახევარში. იგი იყო ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337 წწ.) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთ რაიონების შემოსაერთებლად.

მირიანის დროს, IV ს-ის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

\"მოქცევაჲ ქართლისაჲ\"-ს მიხედვით მირიანის მამა იყო ქართლის მეფე ლევი. \"მეფეთა ცხოვრება\" კი მას პირველი სასანიანი შაჰის შვილად მიიჩნევს, რომელიც ერისთავებმა ჩამოიყვანეს უძეოდ გარადაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის მეუღლედ. მკვლევართა ნაწილი \"მოქცევაჲ ქართლისაჲ\"-ს ცნობას უჭერს მხარს, რადგან: 1) მირიანის მემკვიდრე არის რევი. ეს სახელი მას, ალბათ, ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს. 2) ლეონტი მროველის ცნობა მირიანის სასანიანებთან კავშირის შესახებ, შეიძლება, შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფისათვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.

მირიანი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს მერიბანი, რომელსაც რომაელებმა, როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გამოუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25-ე წელს. თუ გავიზიარებთ მისი და, შესაბამისად, ქართლის სამეფოს მოქცევის ჯავახისეულ თარიღს - 337 წელს, - გამოდის, რომ მირიანი გარდაიცვალა დაახლოებით 362 წელს.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ხსენების დღედ 1 (14) ოქტომრები დაიწერა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ვახტანგ გორგასალი

ქართლის მეფე V ს. მე-2 ნახევარში - ვახტანგ მეფეზე „ქართლის ცხოვრებაში“ ცალკე თხზულება არის შესული „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის.

60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დონეზე (კახეთ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისკოპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო. მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა.

ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა. დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. ჯუანშერის სიტყვით: „და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა და უმშვენიერეს სახითა და ძლიერ ძალითა.“ შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას „ვახტანგიანს“ და „გორგასლიანს“ უწოდებდნენ. „გორგასალი“ (სპარსულად „მგლისთავს“ ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული.

ვახტანგი ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. იგი დაუკრძალიათ მცხეთაში, მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოველის ახალი ტაძარი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული.

ქართულმა ეკლესიამ დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღე 30. XI (13. XII) დააწესეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დაჩი ვახტანგის ძე

ქართლის მეფე V-VI ს. მიჯნაზე - \"მოქცევაჲ ქართლისაჲ\"-ს და ჯუანშერის თანახმად. ვახტანგ გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალანდუხტისაგან. იგი იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის სახელით. ჯუანშერის ცნობით, მან დაასრულა მამის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და ვახტანგის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთა დარჩა კათალიკოსთა სამყოფელ ქალაქად. ამ დროს აშენდა ანჩისხატის ეკლესია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
გიორგი 5 ბრწყივალე
ყველაზე ცოტა ინფორმაცია არსებობს მის შესახებ!
ერთი ვიცით საქართველო გააერთიანა შექმნა სამართლის წიგნი - ძეგლის დადება.
ვერცხლის ფული მოჭრა გიორგაული თეთრი და ხალხმა მას ბრწყინვალე უწოდა.

დავით აღმაშენებელის მერე გიორგი მოდის, გორგასალი მესამეა

გიორგი ბრწყინვალე მეფობდა 1318-1346 წწ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ერთი საინტერესო დოკუმენტი უნდა შემოგთავაზოთ იმედია წაიკითხავთ)))

ნაწყვეტი 1770 წლის საბუთიდან ქართლ-კახეთის მოსახლეობის შესახებ:
: არს ქალაქი თფილისი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელნი ქართველნი,
სომეხი, ფრანგი, და თათარნი, კომბლი ოთხი ათასი .

არს ქალაქი გორი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელნი ქართველნი, ფრანგნი და სომეხნი კომბლი ხუთასი... არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელნი ქართველნი , სომეხნი და ურიანი ( ებრაელებს გულისხმობს ავტორი) ორასი კომბლი.

კახეთს არს ქალაქი თელავი და მასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელნი ქართველნი და სომეხნი, ხიზნით და თელავის ბოლო სოფლით 740 კომბლი...

არაგვზე არს მცირე ქალაქი ანანური და მასა შინა მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი, 100 კომბლი..

არს ხევსურეთი კერძო ქრისტიანენი , ჩვენის მოუცლელობით და ჟამთა ვითარებით სჯულზედ წამხდარნი, კომბლი 1200.

არს ფშავი , მართმადიდებელნი ქრისტიანენი, კომბლი 1000.

არს თუშეთი , მართმადიდებელნი ქრისტიანენი , კომბლი 1400....

დღეს შემოსავალი მეფე ერეკლესი წელიწადში 10.000 თუმანი, თუ ჟამი კეთილი იქნება 12.000 შესრულდება ... თათრის გამოყვანა შეიძლება ჯარში 5 ათასი , ქართველნი და სომეხნი 18000 ათასი ერთად 23000 ათასი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ერეკლეზე ძლიერი მეომარი მეფე ალბათ არც ყოფილა და არც იქნება

90 ბრძოლიდან 75 მოიგო , ბოლო ბრძოლაში 80 წლის იყო.

ქართლ-კახეთის მოსახლეობა 60.000 კაცს არ აღემატებოდა 18 საუკუნეში, საინტერესოა საქართველოს მოსახლეობა რაოდენობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ერეკლე ხმალს იქნევდა კარგად, თორემ როგორც მეფე (პოლიტიკურად) არ ყოფილა ძლიერი... ისე ქალებმა დაღუპეს :( ამდენი შვილი რო არ ყოლოდა ასე არ წარიმართებოდა საქართველოს ბედი მის შემდეგ :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
ერეკლე ხმალს იქნევდა კარგად, თორემ როგორც მეფე (პოლიტიკურად) არ ყოფილა ძლიერი... ისე ქალებმა დაღუპეს :( ამდენი შვილი რო არ ყოლოდა ასე არ წარიმართებოდა საქართველოს ბედი მის შემდეგ :(

გეთანხმები რომ ერეკლე პოლიტიკურად საკმაოდ მოიკოჭლებდა. თუმცა უდიდესი მეომარი იყო და მართლაც დიდი სამხედრო სტრატეგი. აი შვილების თაობაზე კი შეიძლება შეგეკამათო, ერეკლეს შვილებმა და შვილიშვილებმა თავი შეაკლეს რუსეთთან ბრძოლას, ყველა აჯანყებას ისინი ედგნენ სათავეში 1802 წლის აჯანყება 1804 წლის მთიელთა აჯანყება და ბოლოს 1832 წლის შეთქმულება საქართველოს უგვირგვინო დედოფლის თამარ ბატონიშვილის სახით.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ნუ შვილიშვილებმა მართლაც შეაკლეს თავი, მაგრამ 21 შვილის ყოლამ დიდი ვერაფერი არგო... ნიკოლოზ ბარათაშვილის \"ბედი ქართლისა\"-ში კარგად ჩანს შვილებისგან იმედგაცრუებული მეფე :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), 1744-1762 კახეთის, 1762-98 ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.

XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად.

გამწვავდა მდგომარეობა ქვეყნის შიგნითაც: ერთმანეთს ექიშპებოდნენ ფეოდალები, სამეფო კარზე გაჩაღდა ინტრიგები, მრავალრიცხოვანმა ბატონიშვილებმა დაარღვიეს სამეფო დომენის მთლიანობა, ყველაფერი ეს კი გადაულახავ სიძნელედ გადაეღობა ქვეყნის განახლება-გაძლიერების გეგმებს, რომელიც ერეკლე II-ს ჰქონდა. ამას ზედ დაერთო ირანელთა შემოსევა და თბილისის აოხრება (1795).

ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საეკლესიო სახელი \"პატარა კახი\" უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 75 posts ] 
საქართველოს მეფეები
დესპანი