↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული ხალხური სიმღერები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 79 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
საყვარლისა ეშხითა

გოგოვ, გოგოვ, შავთვალა, შენმა ცქერამ დამღალა,
მოდი ნუღარ მაწვალებ, ან ჰო მითხარ ან არა.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

საყვარლისა ეშხითა, ღვინოც დამილევია,
დალოცვილი კახური, მაგ ტუჩების ფერია.
ღვინოს დწყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

მოდი მნახეთ ბიჭებო, საყვარელმა რა მიყო,
წავიდა და დამტოვა, გული შუაზე გამიყო.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დამდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

ბნელშიაც მინათებენ, გოგოვ შენი თვალები,
შენი ეშხით დამწვარი, ღვინოს დავეწაფები.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი, ,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.

მიდიან მიიმღერიან
მთები უწყობენ ხმასაო.
თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ
კიდევ ვჯობივარ სხვასაო.

არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაციებ ღადარსა,
არ გამოვკეტავ კარსაო.

ნიამორები გადმოდგნენ
გადმოეფინენ მთებსაო
მდინარეები გადმოსკდნენ
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.

ირემმა ირემს გასძახა
ბალღებმა ეს რა თქვესაო.
ნეტაი თქვენსა მამულსა,
ნეტაი დედათქვენსაო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქალიცა ხარ და ცის ნამიც
ქალიცა ხარ და ქარიცა,
შენს ფეხქვეშ ჩანან ეს მთები
თავს დაგციმციმებს მკრთალი ცა.

ქარაფის პირპირ ნუ მიხვალ
უეცრად გადავარდები,
შენ ხომ ისეთი კარგი ხარ
უფსკრულსაც შეუყვარდები.

რად გინდა ჭრელი მანდილი
შენს ეშხს ეგ გაინაწილებს,
მძივი რად გინდა შენ თვით მძივს
მიეცა ლხენა ყმაწვილებს.

ნეტავი მართლა ქალი ხარ,
თუ სალოცავი ხატება,
მჯერა შენს ეშხით შენს მლოცველს
სიცოცხლეც მოემატება.

ზევით ამოდი ზევითა
ქალავ უტკბესო სულზედა,
ერთად ვიაროთ მე და შენ
ჩემს ფარის ნაგზაურზედა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვისიაააააა ვისიაააააააა.ქაალი ლამაზიიიიიიიიიიი ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts1015
კარმა55
OFFLINEPROFILE
tikiki wrote:
ციტატა:
ვისიაააააა ვისიაააააააა.ქაალი ლამაზიიიიიიიიიიი ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

თიკოოოოოოოოოო მე მეგონა ცანგალა და გოგონას გვიმღერებდიიი :( :(

=haa= =haa= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
რატომაც არ გიმღერებთ
ცანგალა და გოგონაააა,ცანგალა გოგონაა,ეს გოგო კარგად თამაშობს,ფეხის წვერებზე დგება,ამან რო ფეხი იტკინოს ნეტავ ვის დაბრალდება ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე =gitlove
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება

იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე
UNA,შენ გაიხარე რააა,ამ ლექსს დიდი ხანია ვეძებ და შენ რომ არ დაგედო,ვერც ვიპოვიდიიიიიი,გაიხარეეეე
ეგ სიმGერა მაგრა მომწონს.
=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ხო მეც ძაან მიყვარს.. შენც გაიხარე :*

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
უნა შატილის ასულო ხალხური არაა ავტორი დღემდე ცოცხალია((((

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქ ბევრი სიმღერები ჩაიწერა რომლებიც ხალხური არაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
კაი მითხარით რომლებიც არ გინდათ და წავშლი :P თქვენ დადეთ მაშინ ხალხურები კაცო!!! ვააააააა......... დავიჯერო ერთი მაინც არ იცით ? :*

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
შევარდენი ამოფრინდა, აბრეშუმის ბუდიდანო,
გოგოვ შენი სიყვარული არ ამოდის გულიდანო.

ოოოი ჰარლარალოო, ოოოი ჰარლარალოო,
ოოოი ჰარლარალოო, ოოოი ჰარლარალოო.

სათამაშო ვაშლი მქონდა, შენსკენ გადმომიგორდაო,
თუ ჩემს მეტი ვინმე გიყვარს გვარიც ამოგივარდაო.

ოოოი ჰარლარალოო, ოოოი ჰარლარალოო,
ოოოი ჰარლარალოო, ოოოი ჰარლარალო.

გოგოვ, გოგოვ ფაციავო ნანაიდა,
ჯილველოოო ნანაიდა.
წითელ კაბა გაცვიაო ნანაიდა,
ჯილველოოო ნანაიდა.
არ იტირო საყვარელო ნანაიდა,
ჯილველოოო ნანაიდა,
წავალ და ისევ მოვალო ნანაიდა,
ჯილველოოო ნანაიდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ხეივანი აბა როგორ დამღლიდა,
აქ შენს სახელს ჩურჩულებდა ყველა ხე.
ისე როგორ წავიდოდი აქედან,
რომ შორიდან მაინც არ დამენახე.
ალუბლების დრო იდგა მარადის,
დაგეძებდი ყოველ დილა ადრიან.
მე მგონია მოხვალ და გამიღიმებ,
ყველგან შენი თვალთა ლაჟვარდებია.
მოისმინე თორემ გული გაცივდა.
შენს ლოდინში ბევრი ცრემლიც დამცვივდა.
შენზედა ვარ მწარე ფიქრთა მთოველი,
მომენატრე შენთან მიტომ მოველი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზოგი ისეთი სიმღერაა აქ დაწერილი, რომლის ტონიც არ ვიცი. ნეტავ ნოტების დაწერაც შეგეძლოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
კითხულობ ნოტებს? თუ მოვახერხე დავდებ......

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 79 posts ] 
ქართული ხალხური სიმღერები
დესპანი