↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ჩვენც გილოცავთ და დიდი მადლობა საინტერესო საიტისთვის არაჩვეულებრივი ქართული სიმღერები რომ მიჰყვება ლით მოტივად. გაიხარეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დაბრუნება
პირველი ქართველი, რომელმაც მოახერხა საქართველომდე მოეღწია, იყო ზემო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი, რომელიც 1871 წელს ჩამოვიდა და დასახლდა საგარეჯოში. სამწუხაროდ, იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

უფლის განგებით, თბილისში დეკანოზ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის საოჯახო არქივში აღმოჩნდა ისტორიული ფოტოსურათი, სადაც დეკანოზის ოჯახთან ერთად გადაღებულია ფერეიდნელი ქართველები. როგორც ცნობილია, 1901 წელს საქართველოს ეწვია ორი მამულიშვილი - ყოლამ-ჰოსეინ ონიკაშვილი (ფოტოზე მარჯვნიდან პირველი) და ყოლამ-რეზა ხუციშვილი (ფოტოზე მარცხნიდან პირველი).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობის თანახმად ყოველი ერის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის სამშობლოში დაბრუნდეს, სწორედ ამ კანონით ისარგებლეს ფერედინელი ქართველების რამდენიმე ოჯახმა 1967 წელს და განცხადება შეიტანეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მათთვის უფლება მიეცათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, პარალელურად განცხადება ჰქონდათ შეტანილი თეირანში არსებულ საბჭოთა კავშირის საელჩოში. და დაიწყო \"ბრძოლა\" ირანის მთავრობასა და ამ ხალხს შორის, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა სანამ დადგებოა ნანატრი 1972 წელი. ეს იყო ტანჯვის, წამების, აბუჩად აგდების, ცემის წლები, რამდენი რამ გადახდა 12 ფერეიდნელ ოჯახს, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდნენ. ბოლოს როცა მათი ცემის ფაქტები დააფიქსირა საბჭოთა კავშირის საელჩომ და პარალელურად მათი განცხადებებიც დააკმაყოფილეს, უკვე რიგი გაუჩნდა მათდამი ირანის უშიშროებას. 100 ოჯახის განცხადება იყო შესული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ზეწოლას ყველამ ვერ გაუძლო და განცხადებები უკან გამოიტანეს.

ბატონი ვახტანგ ონიკაშვილი გვიამბობს: \"მახსენდება, როგორ გადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი, რომ როგორმე სულიერად გაეტეხათ. და აი, დადგა ნანატრი 1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში. ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა, თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელის ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელის ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო. ჩვენც, ბავშვები, მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით. და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.

როგორ, 300 წელი სულ მოდიოდითო?

კი, მოვდიოდითო.

ჯერ ოცნებით მოვდიოდითო, მერე ფიქრით მოვდიოდითო, ბოლოს საქმით მოვდიოდით, და აი, თქვენამდე მოვაღწიეთო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომელმაც მათ ქართველები უნდა ჩამოყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში, და ხალხის სიხარულს საზღვარი არა აქვს. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა\".

სამ-სამი ოჯახი გაანაწილეს თითო სოფელში.

შაშიანში - ონიკაშვილი რამანა, იოსელიანი ალექსანდრე, ბათუაშვილი კოლია.

ვაზისუბანში - ონიკაშვილი რეზო, ონიკაშვილი კოლია, ბათუაშვილი ფირუზი.

ახაშენში - ბათუაშვილი კოლია, ფანიაშვილი მამუკა, აბრამიშვილი ჰოსეინა, ბათუაშვილი ალი.

ჩუმლაყში - ბათუაშვილი მემედი, ბათუაშვილი დავითი, ბათუაშვილი ჯავადი.

საგარეჯოში - მიქელაძე რეზო, ასლანიშვილი ისკანდერი.

რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ნაკადი ჩამოვიდა. ესენი იყვნენ: გუგუნაშვილი კოლია, ბათუაშვილი ალიკა და მისი ძმა, ფანიაშვილი ალიკა და სხვები. ჩამოთვლილიდან ყველა ოჯახი მრავალშვილიანი იყო, რომლებმაც უკვე აქ ახალ შტოს ჩაუყარეს საფუძველი და ახალი ოჯახები შექმნეს.

ჩამოსული ქართველები, კახეთის სხვადასხვა სოფლებში ჩაასახლეს, მისცეს მიწები, საქონელი, საყოფაცხოვრებო საგნები და სხვა. ბავშვები გაანაწილეს ქართულ სკოლებში და ისინიც შეუდგნენ საქართველოში ცხოვრებას. ხალხის ნაკადი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მთელი წელი არ წყდებოდა. საქართველო და ქართული ოჯახები მუდამ მხარში ედგნენ ფერეიდნელებს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ავთო სვიმონიშვილი თავისი ოჯახით, გუგული ბერიძე, მარიკა ბარათაშვილი, გურამ პატარაია და სხვა მრავალი, რომლებიც ახლაც აგრძელებენ ფერედინელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობას და ყველგან დაეძებენ ყველგან ბედუკუღმართობის დროს გადახვეწილ თანამოძმეს, რომ აგრძნობინონ, რომ ისინი მის გვერდით არიან.

საგარეჯოს რაიონის სოფელ მარტყოფის მკვიდრნი სათუთად უფრთხილდებიან ყველაფერს, რაც ფერეიდანის მარტყოფს საქართველოს მარტყოფის მოსახლეობასთან აკავშირებს, რადგან საერთო აქვთ: ფუძე, დედა-ენა და ყოფა-ცხოვრების წესიც.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
[URL=http://www.picoodle.com/view.php?img=/4/1/24/f_qva1m_0cc9a51.jpg&srv=img29][IMG]http://img29.picoodle.com/img/img29/4/1/24/f_qva1m_0cc9a51.jpg[/IMG][/URL]

\"მთა მზიანის\" გორაზე ქართველებს გამოეცხადათ წმიდა გიორგი და ქვა გადასკდა.
ეს ადგილი დღესაც სალოცავად აქვთ ქართველებს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჩვეთან არს ჩვენი წინაპრები დავით აღმაშნებელი; წმინდა გიორგო თამარ მეფე; ვახტანგ მეფე და ყველა საქართველოს წმინდანები და მეფები; და რომელებიც დაიღუპნენ ციხე მთაში (აქ საუბარია ფერეიდანში მთა \"ციხეზე\" მოწყვეტილი ქართველებზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღე დააწესა). და ჩვენ წინაპრებთან ყოფილა და არს ღმერთი და საქართველო და ფერეიდანი თუ ახლა ჯერ ჯერობით ფეხზე დგანან და არსებობენ სოფლიოში მათი ბოლოტობით (წყალობით) არის მაშ ჩვენც უნდა ჩვენი წინაპრებსავით ვიყნეთ რო მომავალ საქართველოსკენ უფრო კამყოფილი იყნენ ჩვენ წინაპრები.

გაუმარჯოს ჩვენ ღმერთს და გაუმარჯოს ჩვენ წინაპრებს გაუმარჯოს ჩვენ მიწა და წყალს გაუმარჯოს ჩვენი სისხლს გაუმარჯოს ჩვენ მამულს ამ მინდრებით და ამ ვენახებით.

მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და მის გარდა არაფერი, როგორც ჩვენი ღმერთის სიყვარულსავით!

შენ ხომ ჩემი სამოთხე ხარ საქართველო, მე რომ დაღლილი ვარ, ავად ვარ შენ შორობით, მხოლოდ შენ ხარ ჩემი წამალი და შენის გაბრწყინება ჩემი დიდი ნატრობაა. ღვინოც კი აღარ მისვამ, მაგრამ შენზე ფიქრები მათრალებს.

გამარჯობა ჩემო ძველო მეგობარო, [საქართველო]

ყველანი წყურვალები ვართ სად ხარ?

ღამეში დავრჩით მარტო, სად ხარ?

აბა მოდი და მზე და სითბო მოგვიტანე?

ჩემი სახლი ხარ, იმედის სახლი,

ნეტავ ის დრო დაბრუნდეს, რომ დავით აღმაშნებელის ჩრდილი ქფარავდა!

აბა ვინ გატკივნა გული, შენ, ჩემო სისხლო!

აბა ჩვენ ღმერთი ხომ აქ არის, ჩვენთან, მა რატო ჯერ ავად ხარ?

400 წლის შემდეგ მიხაროდა სამშობლოს ნახვა!

იცი! ქართველი ჯერ არ დაბადებულა რომ შენთვის ცრემლი არ დეღოროს გულიდან, საქართველო!

აბა მითხარი შენს გარდა ვის უნდა შავეფარო?

შენ ხომ ჩემთვის როგორც, ღმერთი ხარ!

მხოლოდ სიყვარულით შეიძლება შენი გაცნობა.

უშენო ხომ სახლიც არ მექნების, მაშ მომითხოვე ჩემ სახლში.

იცოდე კარგად სანამ ცოცხალი ვიქნები შენთვის თავს დავდებ ამ წმინდა მიწაზე, სისხლს დაუღრი და გავაძღობ ჩემ სისხლით შენ მიწას და მოვკდები.

იცოდე ეს ჩემთვის, პირველი და დიდი ოცნება არის.

ეჭვიც კი არ გეფერებოდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ და რა ნაიერად?

მინდა თავი დავდუა შენ თბილი მიწაზე და სისხლი ვიტირო!

გულის დარდს გეტყვი მაშინ, ხომ ცრემლიც აღარ მწყდება მაშინ, დიახ! გეტყვი 400 წლის დარდს.

შენ შავი მიწა როგორც შავი ღამეა, მაგრამ გაბრწყინებულია ვარსკვლავებით.

მე შენთავი ჩემზე უფრო მეტი მიყვარს, იცოდი?

ყველაზე მარტო ვარ აქ, ვაი მე როდესამდე შორობა? ვაი მე.

შენ სიყვარული როგორც სიზმარი, და ეს ქვეყანაში მოსვლა და წასვლა მხოლოდ დარდი და ტანჯვა არის ჩვენ ქართვებისთვის.

ღმერთო, ღმერთო როდის მოვა ის დღე რომ საქართველო, დავითაღმაშნებელისი და თამარმეფეს საქართველო გახდეს.

აქავრობა თუმცა ძალიან ლამაზია და დახატული, მაგრამ ჩემთვის ციხეს გარდა სხვა რაიმე არ არის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
გთხოვთ წაიკითხოთ დღევანდელი ჟურნალი \"გზა\", გვ.95; \"მისდანდობელი\" ძმაკაცებისაგან მოკლული ველის პოეტი (მიხა ხელაშვილი)
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
2007 წლის 14 მაისი − “ბაქოდან პირდაპირი რეისით თეირანში გადავფრინდით, სადაც დაგვხვდა ისპაჰანის კავშირგაბმულობის ცენტრის თანამშრომელი – ბატონი აღზანფარ გუგუნანი, რომელმაც ისპაჰანში ჩამოგვიყვანა. გზაში აღზანფარი ყოველნაირად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიეღო ქართულ მეტყველებაში. როდესაც ვკითხე მისი სახელის ქართული შესატყვისი, მიპასუხა, ქართულად ჩემი სახელი როგორ არის არ ვიცი, მნიშვნელობით კი ”ლომს” ნიშნავსო. ავუხსენი რომ ”ლომო” სახელად მაინცდამაინც მისაღები არ იყო, სამაგიეროდ ”ვეფხვია” შევარქვი, რაც ძალიან მოეწონა. თან ახალი სიტყვები ”ნათლია” და ”ნათლული” ვასწავლე (სხვათაშორის მთელი ურთიერთობის განმავლობაში ყველანი ახალი სახელით მივმართავდით).”
2008 წლის 28 იანვარი − მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ კაპანაძემ გადმომცა ჩემი ”ნათლულის”, ბატონ აღზანფარ გუგუნანის წერილი, ირანის მწვერვალ ”ქარქასზე” ასვლის სერთიფიკატი და ორი CD, სადაც ჩვენი მოგზაურობის ოფიციალური ნაწილი მთლიანად არის ასახული.
\"ჩემო ძმებო გიურგი (ალავერდაშვილი), ივანე (ჯაფარიძე), აფი (გიგანი) და იდრის (ხერგიანი). შორისგნით დაკოცნავყე. შორის გზიდან ვეთაყვნები და მოვახსენებ რომ მივხელავად იმისას რომ ქვენ გამგზავრეთ ფერეიდუნშაჰრჩი და დაველოდეთ რომ დასავშვიდებლად ჩამოხვიდეთ ჩვენთან მარა ეს არ მოხდა და ცხვედით. ახლა ბატონ ოლეგის საშვალებით თითოევილ თქვენს გაწვდით ერთ სამახსოვრო ტაბულას და ორ ცალ CD-ს. თქვენი და თქვენი ოჯახების დიდება არის ჩვენი სურვილია საქართველოს დიდებასთან ერთად.\"
თქვენი მოყვარე აყზანფარ გუგუნანი (ვეფხია).

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Jan 2008
Posts12
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი ძმები არიან ვენაცვალე მაგათ :) საქართველოში მყოფ უმეტესობას ვიცნობ საოცარი ხალხია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემს საიტში თუ შეგხვედრია შენი ნაცნობი ფერეიდნელები? თუ არ შეგხვედრია, მაშინ ვინ არიან ისინი და რა ინფორმავია გაქვს მათზე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი დიდი ჯგუფი დაახლოებით ოთხი საუკუნეა, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისპაჰანის ოსთანში (პროვინციაში), ფერეიდანში ბინადრობს.
ქართველთა მასობრივი იძულებითი გადასახლება ირანში სეფიანთა ზეობის დროს განხორციელდა. ჯერ შაჰ-თაჰმასბ I (1524-1576 წწ.) 1541-1554 წლებში ოთხჯერ დაესხა თავს საქართველოს, და სპარსელი ისტორიკოსის - ჰასან რუმლუს ცნობით, მარტო ერთი ლაშქრობისას ოცდაათი ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანა ირანში.
შაჰ-აბას I-ის დროს (მეფობდა 1587-1629 წწ.) ირანელთა მიერ განხორციელებული ლაშქრობებისას, გაცილებით მეტი რაოდენობის ქართველობას მოუწია სამშობლოს დატოვება და ირანში გადასახლება. ირანელი მეისტორიე, ისქანდერ მუნში, აღწერს, რომ 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან ასოცდაათი ათასი ადამიანი აჰყარა, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც დიდძალი ტყვე გაუყენა ირანის გზას. დატყვევებული ქართველები ირანის სხვადასხვა რაიონში ჩაასახლეს (ხორასანში, კასპიის ზღვისპირეთში, ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში). ქართველთა მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე ძირითად მიზანს მისდევდა:
1. ამით ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს;
2. ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებს (მათ შორის - დედაქალაქ ისპაჰანს) მომთაბარე ტომების გამუდმებული თავდასხმებისაგან;
3. ქართველთა მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას;
4. მამაცი ქართველი მეომრებით აძლიერებდა საკუთარ ლაშქარს.
ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით არსებობს გაანგარიშებები, რომ მხოლოდ სეფიანთა ზეობისას საქართველოდან ირანში 200 ათასზე მეტი ქართველი გადაასახლეს, შემდგომ, აფშარებისა და ყაჯარების დროს კი - კიდევ დაახლოებით 50 ათასამდე.
სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით, 175 კილომეტრზე) დარჩნენ. ირანის სხვა რეგიონებში კი ქართველთა ბინადრობაზე მხოლოდ გეოგრაფიული სახელები მიუთითებს, როგორიცაა სოფლები: ”გორჯი-სარა”, (ქართველთა სასახლე), ”გორჯი-მაჰალე” (ქართველთა უბანი), ”გორჯი-ყალა” (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, ”გორჯი” (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, ”გორჯაი” ქურთისტანში და ა.შ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

მაქსიმას გაუმარჯოს შენი=sher= =sher=

რა უწერია თინიკოს ფურცელზე, ბატონი სააკაშვილი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
დიახ,ბატონი სააკაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

მაქსიმას მართლაც გულის ამაჩუყებელია. კიდევ ერთი შექება სენ ჩემგან. გეფერები, გაიხარე.

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს ჩემი ლექსი ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება.
არც სურათია ზამთრისა
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავღ აუგი,
მე გამოვდივარ ძაგებით.
იმთქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების.

საუბედუროდ რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად გაუხარიათ.

რუსულის ცოდნა იცოცხლე,
სახარბიელო რამ არის.
მაგრამ ეს უნდა გახსოვდეს
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც,
მაგრამ არ უნდა დაკარგო
ქართული სიტყვის ნათელი.

მე ისეთ ქართველს რა უთხრა,
რა უთხრა ისეთ ამხანაგს.
ვინც ვერ ახერხებსქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული,
ვინც ვერც ხმას იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

თუკი წინაპარს შანთებით,
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით.

მაშ შენ რა ღმერთი გაგიწყრა ,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა ,
როცა ამდენი ქართველი.

მე ისეთ ქართველს რა უთხრა,
რა უთხრა ისეტ ამხანაგს.
ვინც ვერ ახერხებს ქართულად,
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძვირფასო დესპანელებო!
ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ესპანეთში ყალიბდება ქართული სათვისტომო, ამასთან დაკავშირებით მზადდება ოფიციალური საბუთები, ამისათვის საჭიროა სათვისტომოს \"გერბი\" და \"ლოგო\" ქართული და ესპანური დროშების შერწყმით. მინდა გთხოვოთ ყველას, თუ შეგიძლიათ რომ ფოტოშოპით დაამზადოთ თქვენებური ვარიანტები და მოგვაწოდოთ, განვიხილავთ და საუკეთესო ვარიანტს ჩავუშვებთ სათვისტომოს გერბად და ლოგოდ.
აი ეს იყო ჩემი თხოვნა, და მინდა წინასწარ დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. პატივისცემით კალიტრი (ზაზა)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
დესპანი