|
ალბათ ბევრს დააინტერესებს. ანბანის მიხედვით რომ მივყვე ძალიან ბევრი დაგროვდება. თუ ვინმეს კონრეტული გვარი აინტერესებს შევეცდები დაგეხმაროთ. დავიწყოთ \"გ\" დან. აზნაურთა გვარები. ხო მე ისე დუმბაძე ვარ:)
გაბაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)
ამათნი წინა-პარნი ძველადვე დროსა მეფისა მირიანისასა ჰსჩნდენ და იტყვიან ამათ მოსვლასა ურიასტანის ადგილით, გაბაონიდგან მოსვლასა ადრითვე, ოდეს ურიანი გადმოესახლნენ, დროსა ნაფუგოდონოსოსორისასა და იყვნენ ესენი მცხეთისა ქალაქსა შინა მოსახლენი. ხოლო უკანასკნელ, რა იწყო ტფილისის ქალაქის შენობამან, მაშინ გვარნიცა ამათნი გარდასახლდენ ტფილისსა შინა და არიან მუნ ჟამიდგან მცხოვრებნი აზნაურად და მეფეთაგანც იყვნენ მიჩნეულნი.
გაბილაშვილები (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)
გაბილ, ანუ ზაბილ იყო ასული ლეონ III სომეხთა მეფისა, ამან აღზარდა ობოლი ვინმე ყმა და უწოდა გაბილა შვილად. მის გამო მიიღეს აზნაურობა და მათ შთამომავალს ეწოდა გაბილაშვილობა. ესენი მოვიდნენე წელსა თურქთა დაპყრობისასა დიდისა სომხითისასა.
გაბუნია (ოდიშის აზნაურნი)
ესენი არიან ურიისტანის გაბაიდგან გარდმოსახლებულნი სემირამიდისაგან ოდიშში და მუნიდგან იწოდებიან გაბუნიებად.
გამყრელიძე (საჯავახიანოს ადგილის აზნაურნი)
ესენი იხილე ზემორე, გამყრელიძეებში იმერეთიდამ მოსული სახასო აზნაური მეფის არჩილის დროს 1675 წ. ამათგანნი არიან ესენიცა და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.
გამყრელიძე (იმერეთის აზნაურები)
განძიელი (ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაური)
ამათნი წინა-პარნი იყვნენ გვარითა განძიძედ წოდებულნი, რომელ განძი იყო სომეხთა მეფეთა დროს თავადად და ოდეს დამდაბლდა სომეხთა სამეფო და იქმნა აღრეულობა, ამათნი წინა-პარნი მოვიდნენ და დასახლდენ ადგილსა თრიალეთისასა, განძად წოდებულსა, და მერე მუნიდგან შთამოვიდნენ ვახტანგ მეფის დროს 1727 წ. და დამდაბლებისა გამო შეიქმნენ აზნაურნი და იწოდნენ შთამომავლობანი მათნი განძიელებად და ესენი ცნობილნი იყვნენ დროსა მეფის ვახტანგისა, და თეიმურაზისასა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.
გარაყანიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)
ამათნი წინა-პარნი ძველადვე არიან ქსნის აზნაურნი პირველ ცხრა ძმის ხეობის მოსახლენი და მუნებურნი ხევის ბერნი მოხელედ, ხოლო ოდეს მოვიდა ყაზან ყაენი მტრობითა დიდითა დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1300 წ. ამათმან წინა-პარმან ბრძო მეფისა ლუარსაბის დროს 1556 წელსა მხედრობათა ყაზან ყაენისათა, ოდეს შევიდნენ ქსნის ხეობასა შინა, ვინაიდგან მეფე იყო გამაგრებულ არაგვსა შინა და ბრძოდენ მაშინ ამა გარაყანიანთა წინამძღრობითა, გამოდევნეს მტერნი ქსნის ხეობიდგან, რომლისა გამო მეფემან უბოძა და უწოდა გვარად განმყრელობა და მერეთ, ცვლილებისა გამო ენისა, იწოდებიან გარაყანიძედ და არიან მუნიდგან აზნაურად წოდებულნი, ქსნის ხევზედ ლამის ყანას მცხოვრებნი და პატრონნი მის ადგილისანი: 1) ზურაბის შვილები, 2) დიმიტრის შვილები, 3) სპირიდონის შვილები, ხოლო სხვანი გარაყანიძეები არიან კახეთის წილნი, ზემო ავჭალას მოსახლენი.
გარაყანიძე (კახეთის სამეფო აზნაურნი)
გარნიკ შვილის-შვილი იყო გუღამისა დიდსა სომხითსა შინა წ. 2140-სა და 3300. ესენი დია ძველად მოვიდნენე, ორ სახლად გაყოფილნი, და იწოდებოდნენ ბარნიკაშვილებად. პირველნი სახლობდენ ქსანსა ცხრა ძმასა ზედა და პატრონობდნენ ადგილსა მასსა. ხოლო მეორენი იდგნენ გარდანისა (გლდანისა) მხარეს, აწ ზემო ავჭალად წოდებულსა, პირველნი არიან აწ ლამის ყანის სოფლისა პატრონნი, ერისთავთაგან დამდაბლებულნი, ხოლო მეორენი აწ ცხოვრობენ ზემო ავჭალას.
გარსევანაშვილი (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)
ამათნი წინა-პარნი არიან საბერძნეთიდგან მოსრულნი, რომელნიცა მგალობელნი იყვნენ ბერძენთ მეფისა ასულის ელენე დედოფლისა, რომელიცა იყო მეუღლე მეფისა ბაგრატისა, ზითევსა შინა მოყოლილნი ელენე დედოფლისა და რომელნიცა მსახურებდენ ქრისტეს სამჭვალსა და ოქონისა ღვთის მშობლისა ხატსა, რომელ ხატი ესე მოსცა კეისარმან ზითევსა შინა ქალსა თვისსა ქრისტეს აქეთ 1028-სა და მერე მეფემან ბაგრატ მიიღო მათნი წინა-პარნი და უბოძა ამოწყვეტილის აზნაურის გარსევანად წოდებულის მამული და გვარიცა მათი და არიან მუნიდგან ცნობილნი აზნაურად და რომელნიცა არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
გეგელია (ოდიშის აზნაურნი)
იყო სომეხთ მთავარი (განძში), დადგენილი ბერძენთაგან წელსა 1038 და მათი გვარი მოვიდნენ დროსა მეფისა და მიიღეს გვარად განძიელი და იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.
გეგეჭყორი (ოდიშის აზნაურნი)
გეგენა ჭყორელი იყო და ამან გეგენამ მიიღო აზნაურობა სამსახურისა გამო მეფისა და მიუბოძა გეგეჭყორობა გვარად და გაუგვარდა ესე.
გეთასანაშვილი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)
ამათნი წინა-პარნი იყვნენ მონათესავენი შორიელნი მხარგრძელისანი და მოსახლენი ხაჩინის ადგილსა შინა. ამათთა პირველ წინა-პართა ვახტანგაშვილს უწოდნენ. ხოლო უკანასკნელ ამათგანნი ვინმე გათათრდა და უწოდეს ასან, და მერე ხაჩინის მთავარმან რისხვით გამოაძო და უბოძა გეთასან (რომელ არის თათრულებ, წარვედ ასან) და მერე მოვიდნენ სომხითს და ამათნი შვილნი კვალად გაქრისტიანდენ და განუგვარდათ გეთასანაშვილობა და არიან მუნიდგან ცნობილ აზნაურადვე და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ. შენიშვნა, სხვა ვარიანტი: აზნაური გეთასანაშვილი, ახალ-ციხით მოსრული, თათარი ასანა წოდებული, რომელიც ცხოვრებდა სომხითსა როსტომ მეფის დროს 1635 წ. აიყარა და წარვიდა თვისსავე მამულსა და დაშთენ მისნი რომელნიმე ნათესავნი და ამის გამო ეწოდათ გეთასანა შვილი რომელნი ნიშნავს: გეთი ასან, ესე იგი: წარვიდა ასან).
una mujer კარმა ჩემგან
|