↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარს მღვდელ ზენონს (ერში ზაურ მანოშვილი, დაბადებული 1958 წ. 21 იანვარს) ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი: მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, გავრცელებით მთავარ ბრონქზე და ტრაქეის ბიფურკაციაზე T4NxMx, IV სტადია, II კლინიკური ჯგუფი. კონსულტირებულია ქ. თბილისის მთავარი ონკოლოგის პროფ. ლ.კუჭავას მიერ, მკურნალი ექიმი თ.მჭედლიშვილი (იხ. სამედიცინო დასკვნა).

პაციენტს ესაჭიროება ქიმიო-თერაპიული მკურნალობა. მიმოწერის შედეგად დამყარდა კავშირი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკასთან, სადაც არა ერთი მსგავსი შემთხვევისას მიღწეულ იქნა რემისია და ცალკეულ შემთხვევებში დაავადების სრული შეჩერებაც კი.

ვინაიდან დაავადება სწრაფად პროგრესირებს, აუცილებელია პაციენტის სასწრაფოდ გამგზავრება, რისთვისაც მას ესაჭიროება მატერიალური დახმარება (45 000 ევრო).

მამა ზენონი რვა სულიანი ოჯახით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არ გააჩნია რაიმე პირადი სახსრები გერმანიაში გასამგზავრებლად. იგი უდიდესი თავმდაბლობით და ფარული ღვაწლით გამოირჩევა და მისი სიცოცხლე უამრავ ადამიანს მოუტანს შვებას სულიერი ცხოვრების გზაზე.

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გაუწიოთ დახმარება მამა ზენონს.

წინასწარ გიხდით მადლობას.

გახსნილია ანგარიში „თიბისი“ ბანკის ვერის ფილიალში:

საბანკო კოდი (მფო) 220 101 838
მიმღაბი - ზაურ მანოშვილი
საბარათე ანგარიში 82045062122339/GEL
INTERMEDIARY: COMMERZBANK
60261, FRANKFURT DEUTSCHLAND
SWIFT: COBADEFF
TBC BANK’s Correspondent Account: #400886868900
BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
TBC – Bank Vera Branch
12, Kazbegi ave. Tbilisi, Georgia
BEN’S Account: 82045062122339
NAME OF BENEFICIARY: ZAUR MANOSHVILI

ტელ.: 74 20 74

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დიდი სიამოვნებით გადავრიცხავ ფულს ღმერთი ფარავდეს ყველა გაჭირვებულს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სამედიცინო დასკვნა[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i5737_MEDI4.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t5737_MEDI4.jpg[/IMG][/URL]

შეგიძლიათ საპატრირქოს საიტზე გადაამოწმოთ
წინასწარ ყველას გიხდით დიდ მადლობას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
თეკლა ძალიან გთხოვ დამეკონტაქტე მესინჯერში ჩემი ID yahoo ან skype NJ_Maiko.
დახმარების გარდა რაღაც შეკითხვები მაქვს.
გმადლობთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ვაი:( თუ მოვახერხე ფულითაც დავეხმარები, და ყველას ვთხოვ ლოცვებში მოიხსენიონ, ასევე ფსალმუნების კითხვისას... ღმერთმა გამძლეობა მისცეს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ძვირფასო დესპანელებო ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ გამოიჩინოდ გულისხმიერება და დავეხმაროთ რვა შვილის მამას, მამა ზენონს რომელიც 48 წლისაა ,ექიმება მას ასეთი დიაგზოზი დაუსვეს:მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ბრონქის ბრტყელუჯრედოვანი კიბო. მამა ზენონი რვა სულიანი ოჯახით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არ გააჩნია პირადი სახსრები,რომ ოერაცია გაიკეთოს გერმანიში, დაავადება სწრაფად პროგრესირებს.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გაუწიოთ დახმარება.უღრმესი მადლობა წინასწარ ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგო ფორუმელებო ამაზე სასიკეთო საქმეს რას გავაკეთებთ,მეც ვნახე ეგ საიტი და გამოვეხმაუროთ ყველამ,რისი საშუალებაც გვექნება დავეხმაროთ და თუ შესაძლებლობა იქნება სხვებსაც გადავცეთ ეს ინფორმაცია და ეგებ რაიმე ეშველოს . ღმერთმა ყველა გაჭირვებულ და სასოობაში ჩავარდნილს გადმოხედოს,გფარავდეთ უფალი .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Sep 2007
Posts16
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთან მოგროვდეს ფული და მერე დესპანელების სახელით გადაირიცხოს..მისამართი სად მოგროვდება ეს ფული გაგვაგევინეთ..ვისაც რამდენი საშვალება გაქვთ ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მადლობ მარიანა გამოხმაურებისათვის, თუ ვინმეს სურს შესაწირის გაცემა შეუძლია პირდაპირ გადარიცხოს მის პირად ანგარიშზე რომელიც ზევით არის აღნიშნული. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
მარიანა ძვირფასო ,მე უკვე გადავრიცხე თანხა, ბანკშია მის ანგარიშზე გახსნილი ,აღარ დაგვჭირდება წვალება შეკრება და მერე გადარიცხვა ღმერთი გფარავდეთ და წინ დაგხვდეთ სიკეთით გაკეთებული საქმე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Dec 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველა დავეხმაროთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Nov 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი სიამოვნებიტ ვიგებ მონასილეობას ამ სიკეტესჰი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ლუკა კაპანაძე 10 წლის

ლუკას 3 ჯერ უკვე გუკეთდა გულის ოპერაცია.დიაგნოზი ერთადერთი პარკუჭის მაგისტრალურ სისხლძარღვთა დ-ტრანსპოზიცია.
ამჟამად წევს ჯო ენის კლინიკაში. ბერლინში უკეთდება მეოთხე ოპერაცია, მაგრამ საჭიროა 50 ათასი ევრო.
ჯანდაცვის სამინისტრო დათანხმდა თანხის ნახევარი გადაიხადოს.
გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ პატარა ლუკას

საბანკო ანგარიშია

საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი
კოდი 220101502
მისამართი: თბილისი0105. პუშკინის ქ. 3\\

(შევეცდები დედის წერილიც დავდო)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
დ ე დ ი ს წ ე რ ი ლ ი

ვარ მწვავე დიაბეტით დაავადებული, 50 წლის ქალბატონი. პირველი შვილი მშობიარობის წინა დღით გარდაიცვალა. ერთ წელიწადში შემეძინა მეორე ბავშვი, რომელსაც დაბადებიდანვე დაუსვეს გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი (ერთადერთი პარკუჭი; მაგისტრალურ სისხლძარღვთა D-ტრანსპოზიცია).
ძალინ მძიმე დღეები გამოვიარეთ. გაკეთებული გვაქვს სამი ოპერაცია ჯო ენის კლინიკაში; დამხმარე ოპერაცია 6 თვის ასაკში გაუკეთდა; ბავშვმა დაიწყო ზრდა, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული დღეები გველოდა. მეორე ოპერაცია, გლენის ანასტომოზი, 4 წლის ასაკში დაიგეგმა და გაკეთდა. 8 წლის ასაკში საჭირო გახდა კიდევ ერთი ფონტენის ოპერაცია.
ეხლა ჩემი ვაჟი 10 წლისაა და მისი მდგომარეობა, მიუხედავად ჯო ენის ექიმების ძალისხმევისა, მძიმდება. ბავშვს აღენიშნება ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა – ცილა-დეფიციტური ენტეროპათია, რაც გამოიხატება დიარეით, საერთო ცილის დეფიციტით, ჰიპოკალემიით, ჰიპოკალცემიით, სახის, კიდურების და მუცლის შეშუპებით. სექტემბრიდან ისევ ჯო ენის კლინიკაში ვიმყოფებით, რადგან ბავშვი საჭიროებს ალბუმინის ინტრავენურ ინფუზიას დღე-ღამეში.
ბავშვის საგანგაშო მდგომარეობის გამო ჩვენ დავუკავშირდით ბერლინის კარდიოლოგიურ ცენტრს, სადაც დახმარება შემოგვთავაზეს; ბერლინში მკურნალობის ხარჯები შეადგენს 50 000 ევროს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა, რომლის შეგროვებაც ჩვენი ოჯახისთვის წარმოუდგენელია. ოჯახში მუშაობს მხოლოდ მეუღლე, რომლის ხელფასიც თვეში 250 ლარს შეადგენს. ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მეძლევა მუშაობის შესაძლებლობა.
მე და ჩემმა მეუღლემ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც თანხის გარკვეული ნაწილის ანაზღაურებას შეგვპირდნენ.
გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ. თქვენგან შემოწირული თითოეული თეთრი ბავშვის სიცოხლის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი. კოდი: 220101502
მისამართი: თბილისი 0105, პუშკინის ქ. 3
ა/ნ 226191201 მიმღები: ნუნუ ქორიძე
მადლობას გიხდით გულისხმიერებისათვის
დედა, ნუნუ ქორიძე/კაპანაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
დესპანი