↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმ&#431


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 24 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღმერთს ქალი მამაკაცისთვის უფროსად რომ დაეწესებინა, მისი თავისაგან შექმნიდა,მონად რომ დაეწესებინა ფეხისაგან შექმნიდა,მაგრამ რადგან მის მეგობრად და მეუღლედ დააწესა,ნეკნისაგან შექმნა.

წმინდა ავგუსტინე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ არ ხარ ევა,
მაგრამ ხარ ქალი.
თუმცა ეს ჩემთვის დიდი ნაკლია.
გაჩენის დღიდან,გაქვს ჩემი ვალი.
მე ხომ შენს გამო, ნეკნი მაკლია.
ხუმრობა იქით,მეც შემიყვარდი.
მოშორებული ჩემს სხეულს ძვალი
ყველა ნეკნს დავთმობ იმ ერთის გარდა.
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
ღმერთს ქალი მამაკაცისთვის უფროსად რომ დაეწესებინა, მისი თავისაგან შექმნიდა,მონად რომ დაეწესებინა ფეხისაგან შექმნიდა,მაგრამ რადგან მის მეგობრად და მეუღლედ დააწესა,ნეკნისაგან შექმნა.

წმინდა ავგუსტინე

ახლა ერთ კომენტარს გავაკეთებდი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი მანდილოსნების ნაწილმა შეიძლება ვერ გამიგოს და ეწყინოს, ამიტომ ალბათ აჯობებს რომ გავჩუმდე, სანამ არ მაგინეს... :Grrrr35: :bw:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზარიოს

პირიქით, დაწერე, საინტერესოა, არავინ არ გაგიბრაზდება....ამაზე ვისაუბროთ და მამაკაცების უმრავლესობის აზრი თუ რატომ შეიქმნა ადამის ნეკნიდან ევა, მცდარ აზრს ვგულისხმობ, გაბათილდება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
tikina წერს:
შენ არ ხარ ევა,
მაგრამ ხარ ქალი.
თუმცა ეს ჩემთვის დიდი ნაკლია.
გაჩენის დღიდან,გაქვს ჩემი ვალი.
მე ხომ შენს გამო, ნეკნი მაკლია.
ხუმრობა იქით,მეც შემიყვარდი.
მოშორებული ჩემს სხეულს ძვალი
ყველა ნეკნს დავთმობ იმ ერთის გარდა.
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი.
ვისი ლექსია ? ;) ძალიან მომეწონა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?
არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.

არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.

მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას.

ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.

საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები.

უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის.

ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა.

ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარკი ხარ ტიკინა... გულიანად მოგიძიებია ყველაფერი,ზერელედ არ უდგები საკითხს... გაიხარე.. მადლობა ჩემო კარგო...

მართალია ცოტა გავცდით თემას, მაგრამ მე ერთს დავამატებ კიდევ, რომ ბევრი არ იზიარებს იმ აზრს , რომ ქალმა აცდუნა მამაკაცი.
ძველი ებრაული ენა , რომლითაც ბიბილიაა დაწერილი ძალიან ღრმა მნიშვნელობისაა, ამიტომ სიტყვასიტყვითი გაგება ბიბლიის არამართებულია,

ძველ ებრაულ ენაზე ,,ადამი" ნიშნავს კაცს, მასში სიმბოულრად მოისაზრება კაცობრიობა, ხოლო ,,ევა", როგორც ზევით არის განმარტებული ,,სიცოცხლეს" უფრო ზუსტად კი ,,ცხოვრება"(ებრაულად), აქედან გამომდინარე ქალი კი არ აცდუნებს კაცს, არამედ ცხოვრება აუცდუნებს კაცობრიობას.

თუ ვინმეს დაებადება კითხვები, გავაგრძელოთ მერე,

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined31 Aug 2007
Posts23
კარმა51
OFFLINEPROFILE
Naba wrote:
ციტატა:
ღმერთს ქალი მამაკაცისთვის უფროსად რომ დაეწესებინა, მისი თავისაგან შექმნიდა,მონად რომ დაეწესებინა ფეხისაგან შექმნიდა,მაგრამ რადგან მის მეგობრად და მეუღლედ დააწესა,ნეკნისაგან შექმნა. წმინდა ავგუსტინე

მთელის სხეულზე,ნეკნი არის ერთადერთი ორგანო,რომელსაც ტვინი არ აქვს.

:) ნეკნის პრიდუქცია კი საკმაოდ ჭკვიანია.

კხმ...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოკლედ, მინდა გაბათილდეს ის აზრი რომ ქალი უტვინო ნეკნიდან არის შექმნილი, მედიცინაში ნეკნი სულაც არაა უტვინო ძვალი! ის საკმაო რაოდენობით შეიცავს ძვლის წითელ ტვინს, რომლისგანაც სხვათა შორის, სისხლი წარმოიქმნება ......:P

და კიდევ:
ღმერთი ადამს „არარას“ შემცველი მასალიდან მიწიდან ქმნის, ქალის ამგვარი შექმნა კი კარგისგენ საუკეთესო შექმნაა

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ბიბლიაში _ კაცი ედემის გარეთ იქმნება, ხოლო ქალი - ედემის შვილია.
კაცი უფორმო მატერიისგან იქმნება - თიხისგან, ქალი უკვე სრულყოფილისგან.
და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: \"და მიატოვებს კაცი დედას და მამას და მიეწებება ცოლს\" ... მეტს აღარ გავაგრძელებ...

დავამატებ ერთი პატარა თქმულებიდან პატარა დეტალს, რომ ღმერთმა ქალი შექმნა ნეკნისაგან, როგორც ქმრის გულთან ახლო მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან,რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
მოკლედ ნაბამ სულ გაგვასწორა მიწასთან. ერთი ის არის რომ ორივე გმერთის შვილები იყვნენ, 2. ორივე გარკვეული მიზნისთვის იყო შექმნილი. 3. ადრე ქალიც და მამაკაციც ერთად იყვნენ შერწყმულნი და ისეთი ზალა,ერთობა, ჰქონდათ რო გადაწყვიტეს იმხელია კიბის აშენემა ღმერთამდე რომ ასულიყვნენ......ხოდა ჩემო კარგო ნაბა გავაბრაზეთ უფალი და გაგვაცალკევეს.
ეგ ისტორიაც ალბათ გექნებოდა გაგონილი; ვინ ვიზე კარგია არავინ არ იცის და უერთმანეთოდ რო არაფერს არ წარმოვადგენთ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.
აბა დროებით .................

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
Davinchi wrote:
ციტატა:
ვინ ვიზე კარგია არავინ არ იცის და უერთმანეთოდ რო არაფერს არ წარმოვადგენთ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.
აბა დროებით .................

გეთანხმები ჩემო კარგო :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
Davinchi

არა დავინჩი, რას ამბობ? არავის მიწასთან არ ვასწორებ, უბრალოდ ერთი ფორუმელს გავეცი პასუხი, იმის შესახებ, რომ თურმე ნეკნი ის ორგანოა, რომელსაც ტვინი არ აქვს? არც უპირეტასობა მინდა წარმოვაჩინო ქალების და არც ფემინისტი არ ვარ, უბრალოდ პატარა დეტალებზე გვამახვილე ყურადღება... თუ ასე გეწყინათ, კაცების უპირატესობაზე ათი მაგდენს დავწერ ... არავინ არავიზე კარგი არ არის , მე ასე ვფიქრობ. ყველა ადამიანი თავისებურად კარგია და არავინ აბსოლუტურ კარგობას არ წარმოადგენს...

ღმერთთან კი ყველა თანასწორი ვართ, უბრალოდ თვითონ ღმერთმა გენიალურად გადაანაწილა კაცის და ქალის უფლება-მოვალეობები... სამწუხაროა, რომ ცუდად გამიგეთ... უბრალოდ, ამ ქვეყნად არავინ არავიზე უპირატესი არ არის... და უერთმანეთოდ ნამდვილად არაფერს წარმოვადგენთ, მაგიტომაც შექმნა ღმერთმა ადამისთვის ევა, ბიბლიაშიც წერია,: ,,არ ვარგა ადამის მართოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს” და დანარჩენი ყველამ ვიცით... ასე აქცია ღმერთმა ადამი და ევა ერთხორცად..

ალბათ ცოტა კატეგორიული ტონი იგრძნობოდა წერილში არა? :)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined16 Jul 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალი რომ ნეკნისგან არ შეექმნა,მაშინ კაცს შექმნიდა ქალის ნეკნიდან.ქალი და მამაკაცი ისეთი განუყოფელი მცნებაა,როგორც დღე და ღამე.როგორც ის არის უეჭველი,რომ ღამეს დღე მოსდევს,ასევეა ისიც,რომ კაცს უეჭველად ქალი უნდა ჰყავდეს გვერდით

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\"ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია.\" ღმერთის წინაშე მამაკაციცა და ქალიც თანასწორია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაგ თემასთან დაკავშირებით მე ხშირად ვშაყირობ ხოლმე. როგორც იცით ნეკნის ძვალი უტვინო ძვალია. მამაკაცებო თქვენს გასაგონად ვამბობ.... მადლობა უთხარით უფალს, რომ თქვენი ნეკნისგან შეგვქმნა და არა სხვა ძვლისაგან. უტვინო ზვლისაგან რომ ასეთები გამოვედით, ხომ წარმოგიდგენიათ ტვინიანი ძვლისგან რანი ვიქნებოდით,,=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 24 posts ] 
რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმ&#431
დესპანი