როგორ ფიქრობთ შედგა თუ არა საქართველო ,ბოლოს და ბოლოს როგორც დემოკრატიული ქვეყანა??
განვლილი და მიმდინარე პოლიტიკური ცირკის ფონზე ,ძალიან რთულია ობიექტური მსჯელობა,რადგან ამ ჩვენი კლოუნ-პოლიტ-პლეადის ყულაბა ვის ტრაქტორშია,მეტად რთული გასაგებია.
თემაში განვიხილოთ ავადხსენებული ნოემბრის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
მიშამ ,ხალხისადმი ვითომ მობოდიშების მიზნით დანიშნა ვადამდელი არჩევნები. თუმც ძალიან კარგად შეეძლო პირდაპირ მომიტინგე ხალხს შეხვედროდა,მაგრამ ჯერ ამჯობინა დუბინკების ქნევა ,\"სამკურნალო გაზის\" გაშვება და მერე დანიშნა არჩევნები.
ვინ იცის, შესაძლოა არჩევნები მაინდამაინც დიდი პორცენტული მაჩვენებელიტ არ გაყალბებულა, 4 წლის უკან 97% არჩეულმა მიშიკოს ძვლივს გადალახა 50 %-იანი ბარიერი (

კლავიატურა ამერია და \"%\" პროცენტის ნიშანი იგულისხმება) უფრო მეტიც მან შეძლო მთლიანი ელექტორატის 53 პროცენთი ხმების მოპოვება (ისემც აუდგა გვერდები ცესკოს,ეგ სიმართლე არ იყოს) საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები აღიარეს, აქ კი ერთი პატარა დეტალი,სანამ სავარაუდო შედეგები გამოქვეყნდებოდა ,უცხოური მედია და მსოფლიოს დიდი კლოუნის ბრაიზები უკვე ულოცავდნენ მას,გაპრეზიდენტებას.
OK,ნო პრობლემ , მან მოიგო!!! არჩევნები კი თუ არ გაყალბებულა,არადემოკრატიულად ნამდვილად ჩატარდა, რეგიონელების დაბრიყვების და დაშინების ხარჯზე.
ამ დროს კი ასევე ღირსეული ჟოპოზიცია თბილისში იგებს არჩევნებს,ხალხი, 200 000 ადამიანი ქუჩაში გამოდის ,რომელთაც გამოშტერებული რუსთავი 2 ,გრეჩიხას მხარდამჭერებს უწოდებს , ბავშვიანი ქალებსა და ინვალიდ ხალხს. ინიშნება ინაუგურაცია ,პარალელურად კი დიდი მიტინგი იპოდრომზე.
ბადრიას დაჭერა დღის წესრიგში დგას და \"იმედ\"ი ციცინათელასავით ხან გამოჩნდება ხან იხურება.
ოპოზიციის სიბეცის გამო, ხალხი კვლავ დამარცხდა!! თუ ედიკამ ვერ შეძლო, რევოლუციის თავიდან აცილება,მიშამ მშვენივრად მოახერხა, აბა 23 მილიონ ლარს ტყუილად ხომ არ ჩადებდა საარჩევნო კამპანიაში.
დამთავრდა არეულობა,დაცხრა დაძაბულობა, მიშამაც შეწყვიტა ცრემლების ღვრა და \"სოფლელებისთვის\" ტავის შეცოდება, \"მარნეულის პრეზიდენტის\" ტიტულიც თითქოს დავიწყებას მიეცა.
პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ნახუიზე იქნა გაშვებული,ბოკერია და ძმანი მისი!
წარადგინეს მთავრობის ახალი შემადგენლობა,დააკვირდით მათ!! ისეთი წარსულის ხალხია,ადრე ბატებს ვერ უვლიდნენ,ის აპრაკუნებული ტყეშელაშვილი კიდე იუსტიციის მინისტრად,მაგადია! თუმც ვანიჩკას არ შეხებია სამთავრობო რეფორმა, ალბათ არკადის ჯიბრზე,დაძინებას რომ უპირებდა მაგიტომ. ამასთანავე ხელისუფლებამ უკან დაიხია,ოპოების ყველა მოთხოვნა შეასრულეს და თბილ-თბილი სავარძლებიც შესთავაზეს, შესაძლოა ხელისუფლება და ოპოზიცია გარიგდა,მაგრამ ლევანა კაი ბიჭია ,შეგინებას და დაგინებას შორის განსხვავება იცის ! ხოდა იმენნა თანამდებობას შესაძლოა არ დათანხმდა მაგრამ ფაქტი,ფაქტია არავინ იცის,ქვეყანას დღეს \"თვითმარქვია\" პრეზიდენტი ჰყავს თუ არჩეული.
საპარლამენტო არჩევნებიც კარზეა მომდგარი. ვნახოთ კიდევ რა ტრიუკებს შემოგვთავაზებენ, მთლიანობაში კი მე ეს დასკვნა გამოვიტანე , მიშა არ გამოცვლილა,ისევ ის მიშაა,პიარისტი და შადრევანმშენებელი, ოპოზიცია კი ხალხზე არ ფიქრობს,თავის საკეთილდღეოტ იყენებს მხოლოდ ,მათ მხრადაჭერას.

რას ფიქრობთ თქვენ,შორიდან თიტქოს ლამაზი ქვეყანა მოსჩანს და ჰაა,სადაცა ტერიტორიებსაც ვიბრუნებთ,მაღალი ხელფასებია და დევიზი \"საქართველო სიღარიბის გარეშე\" რეალობად ქცეული. მაგრამ რა არის ის დაფაული სიბინძურე,ის შიდა სამზარეულო რის გამოც ნახევარი საქართველო ,პროტესტის ნიშნად აქციებს მართავს?? რეალურად,რატომ აქვს დაკარგული მოსახლეობას,ხელისუფლების ნდობა??