↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სახელები და მათი წარმომავლობა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 131 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts173
კარმა50
OFFLINEPROFILE
თარაში? სად ააქვს გამოყენებული ეგ სახელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხოო დაა,რაც შეეხება ჩემს სახელს,ახლავე ავხსნი:
დავითი

(ძველი ებრაული)მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია,რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება:\"საყვარელი\",\"სასურველი\",\"წინამძღოლი\",\"მეგობარი\"...დავითი ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს,ფსალმუნთა ავტორს.ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია,ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს(დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე,-არგვეთის მთავრები,დავით გარეჯელი და სხვ.)ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს,მათ შორის ყველაზე სახელოვანს–დავით აღმაშენებელს.ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა,დათიკო,დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა...შდრ.მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.), როგორც ძირითადი,ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი:დავითაია, დავითაშვილი,დავითიშვილი, დავითაძე,დავითიძე, დავითიანი,დავითულიანი, დავითური,დავითოშვილი, დავითელაშვილი,დავითიაშვილი,დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი,დათუაძე, დათუკაშვილი,დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.

აი ეგრეეე...
=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ialbuzi wrote:
ციტატა:
თარაში? სად ააქვს გამოყენებული ეგ სახელი?

,,მთვარის მოტაცებას \"გადახედე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თარაშ ემხვარი .

ეს სახელი აფხაზეთში იყო გავრცელებული შემდეგ სამეგრელოშიც ,მაგრამ უმეტესად თავად-აზნაურებს ერქვათ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
კიიიიიიიიიიიიი,,გაიხარე თეკლა,ვგიჟდები მაგ სახელზე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts359
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩემი სახელი ისე მიყვარს უკეთესი არ მეგულება :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
სალომე (ძველი ებრაული) \"მშვიდობა\". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: \"რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ \" ( \"ქართლის ცხოვრება\" I, 70).

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Mar 2008
Posts240
კარმა11
OFFLINEPROFILE
ჭიჭიკო აი წარმომავლობის რა მოგახსენოთ ისე თუ ვინმე განმარტავს კაი იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
თამარი- ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი \" ფინიკის პალმას \" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Feb 2008
Posts15
კარმა1
OFFLINEPROFILE
ალექსი რას ნიშნააავს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ჭიჭიკო-(ქართული) \" პატარა \", \" პაწია \". მეგრულ ზედსართავ სახელს ‘ჭიჭე’ დართული აქვს კნინობითი სუფიქსი ‘იკო’. გვხვდება აგრეთვე ‘ია’ სუფიქსიანი ფორმა ჭიჭია. ამათგან მოდის გვარები: ჭიჭიაშვილი, ჭიჭიკაშვილი, ჭიჭიკოშვილი, ჭიჭეიშვილი, ჭიჭინაძე, ჭიჭინავა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ალექსანდრე- (ბერძნული) \" მცველი ვაჟკაცი \", \" მამაცი მცველი \" (კომპოზიტია, რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად: ალეკო - \" მცველი \", ანდრე - \" მამაცი \". გვხვდება ქალის სახელიც – ალექსანდრა). ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე – ქალიც და კაციც. აქედანაა გვარი ალექსანდრია. საალერსო ფორმებია: ალე, ალიკო, ალიოშა, სანდრო, საშა.

ალექსი- (ბერძნული) \" მცველი \". აქედანაა გვარები: ალექსიშვილი, ალექსაშვილი, ალექსიძე. საალერსო ფორმებია: ალე, ლექსო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Mar 2008
Posts240
კარმა11
OFFLINEPROFILE
ჯიგარი ხარ ხატო მადლობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ფოცხვერა-(ქართული) დღეს იშვიათად გვხვდება. შემონახულია გვარებში: ფოცხვერაშვილი, ფოცხვერიშვილი, ფოცხვერაძე, ფოცხვერია, ფოცხორაია, ფოცხორია, ფოცხიშვილი.

ფრიდონ- (ძველი ირანული) \" სამმაგი ძალის მქონე \", \" სამგზის ძლევამოსილი \". \" ვეფხისტყაოსნის \" ერთ-ერთი გმირის სახელია. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე \" შაჰ-ნამეში \", \" რუსუდანიანში \" და სხვა თხზულებებში. მისი ძველი ფორმაა აფრიდონ, რომელიც დღემდე დაცულია აფრიდონიძის გვარში. შემოკლებული ფორმაა ფიდო. გვარებია: ფრიდონიშვილი, ფრიდონაშვილი, ფიდაშვილი, ფიდიური.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ლევან- – ქართული ფორმაა ლეონ-ისა, რაც \" ლომს \" ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელწოდება ბევრ ევროპულ ენაში ძველ_ეგვიპტური ლებუ-საგან მომდინარეობს; ასეთია, მაგალითად: ბერძნული ლეონ, ლათინური ლეო, გერმანული ლიოვე, რუსული ლევ... აქედანვეა ქართული ფორმა ლომი. იგი, როგორც ადამიანის საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება, მაგრამ ეს სახელი რომ გავრცელებული ყოფილა ხალხში, ამას მოწმობს მრავალი გვარი (ლომიძე, ლომაძე, ლომაშვილი, ლომაური და სხვანი). საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით: ლეონ. მასვე უკავშირდება ლევ, ლეო და ლევან. ამათგან მომდინარე გვარებია: ლეონიძე, ლევიძე, ლევიშვილი, ლევანიშვილი და სხვ. ლევანი საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობილი პიროვნების სახელია, განსაკუთრებით ხშირად იგი გვხვდება სამეგრელოს მთავრების (დადიანების) საგვარეულო სახელად. საერთოდ, ლევანი ქართულ საისტორიო წყაროებში დასტურდება XIII ს-დან, ლეონი – V საუკუნიდან.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 131 posts ] 
ქართული სახელები და მათი წარმომავლობა
დესპანი