|
გამარჯობა ყველას, განსაკუთრებით ჩემსს სამეზობლოს. როგორა ხართ? დიდი ხანია არ შემოვსულვარ საიტზე და ეს რამდენი ლანძღვა-გინებაა დესპანელების მისამართით?! მინდა მათ გამოვეხმაურო, ვისაც ხელაღებით \"მოუპოვებია\" უფლება გვლანძღოს, განსაკუთრებით NIA KO-ს და LEVANILEO-ს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ქართველი ხალხის ქონებით გაზლუქუნებულ პარლამენტარ ბესო ჯუღელსა და ლტოლვილების პრობლემებით დაკავებულ ყოფილ მინისტრს უფლება აქვთ საკუთარი \"ჯიბე\" არ დაიცარიელონ და სახელმწიფოს ფინანსებით მოიწესრიგონ ჯანმრთელობა საძღვარგარეთ და გაჭირვებული პატარა ზუკას სიცოცხლე დამოკიდებულია მათსავით გაჭირვებული ადამიანების მოწყალებაზე. თქვენ, ჩემო თანამემამულენო ლანძღვისა და შეურაცხყოფის მისამართი შეგეშალათ. მე ვისაც კი ვიცნობ ემიგრაციაში, ყველა არა ერთ ადამიანს უწვდის დახმარების ხელს თავისი ოჯახის გარდა, მაგრამ თქვენ, მანდ მყოფთ, ერთი რამ გავიწყდებათ. მანდ ბევრნი ხართ და აქ, ჩვენ -მარტო.წარმოიდგინეთ, თქვენ შეიძლება მხოლოდ $100 გინდათ და თუ ვერ გამოგიგზავნათ ვინმემ, ფიქრობთ\"$100 დოლარი როგორ გაუჭირდაო? მაგრამ ასეთ $100-ს რამდენს ვუგზავნით? ხოდა დათვალეთ, რამდენს გეყოფათ. მიუხედავად ამისა, არავის ვეუბნებით უარს და სამაგიეროდ ქუჩაში დატოვებულ ოჯახებს ერთ ოთახს $6000-ად ვუყიდდით 5 წლის უკან, დღეს უკვე მასში $20000 გადავიხადეთ.ვიმეორებ, მიუხედავად ამისა არავისთვის გვითქვამს უარი.და იცით, როდესაც ერთ ჩემს ახლობელს, რომელსაც ყოველთვის ვეხმარებოდი, ერთხელ ვუთხარი-იქნებ ჩამოხვიდეთქო, გაბრაზებულმა მიპასუხა:\"არა, ბავშვს როგორ დავტოვებ?\" ეს ბავშვი კი, 20 წელს გადაცილებული , ბებია-ბაბუასთან და ბიძა-ბიცოლასთან უნდა დარჩენილიყო. გამოვიდა,რომ მას თავისი 20 წლის შვილი უფრო უყვარდა და მე ჩემი, ბევრათ პატარებ შვილები-არა.ამას გარდა, ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ ასეთ განცხადებებს ვინმემ უნდობლობით შეხედოს. ბევრია მაგალითი იმისა,რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი მსგავსი ხასიათის განცხადებებს პირადი მიზნებისთვის იყენებს.ხან ვიღაცის ავადმყოფობას არქმევენ და ხანაც ქართული კულტურის პოპულარიზაციის საზოგადოებას და ა.შ.დამერწმუნეთ, ბევრს გაუღია თავისი მძიმე შრომით და საკუთარი შვილების , ოჯახის, ქვეყნის მონატრებისა და უნახაობის საზღაურად მოპოვებული \"კაპიკები\". რატომ არ გამოხვალთ მანდ და არ შექმნით , თუნდაც, მოძრაობას, ან საზოგადოებას, ან ფონდს გადაუდებელი ხელმოკლე ავადმყოფების დახმარებისთვის და სახელმწიფო დონეზე იბრძოლეთ მისი დაფინანსებისთვის. თუ კოკაკოლას და მისთანებს პრეზიდენტის არჩევნების დაფინანსება ევალებოდათ, მიაღწიეთ რომ ასევე დაევალოს დიდ კომპანიებს იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ჯანმრთელობა დაგაუდებელ დახმარებას საჭიროებს. განა ეს უფრო ეროვნული საქმე არ არის , ვიდრე არადემოკრატიული ხელისუფლების სათავეში მოსვლის ხელშეწყობა?! რაც შეეხება დესპანზე ერთმანეთისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას. კი, შეიძლება, ზოგჯერ გადაჭარბებულია. მაგრამ,თქვენ,\"ბატონებო\", ვინ მოგცათ უფლება მიმითითოთ ვის მიმართ გამოვხატო სიყვარული და რა დოზით.და, თანაც, თქვენ რა იცით ვის როგორ უყვარს თავისი სამშობლო? სწორედ საზღვარგარეთ წასულებს უფრო უყვართ თავისი სამშობლო, ვიდრე მან დარჩენილ გაზლუქუნებელ, უმრავლესობას, რომელიც არსად არ წავიდა და საქართველოს ქონება დაარიგება-გასხვისების გზით კომფორტული ცხოვრება მოიწყო თავისთვის. ჩვენ არავისი ქონება არ მიგვითვისებია, ვშრომობთ, ვწვალობთ და ვფიქრობთ ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ და არა მხოლოდ ჩვენი ოჯახები. მიმაჩნია, რომ თავისა და სხვების გადარჩენისათვის \"შეწირული\" ემიგრანტები პატივისცემის ღირსნი არიან/ყოველშემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილი/. თუმცა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით.თქვენი წერილები ამის დასტურია. უნდა გამოცადოთ, რომ მიხვდეთ. მაინც ჩემი თნამემამულეები ხართ და არ გისურვებთ დაგდგომოდეთ ამის გამოცდის აუცილებლობა. მიუხედავდ ყველაფრისა, პატივისცემით........
|