შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
:cp:ცოტა არ იყოსდა უაზრო ნათქვამია ეს ზემოთ,რომ წერია,არავის ეწყინოს მაგრამ მე ასე ვთვლი,ეს მხოლოდ ინდივიდების საქმეა,ამიტომ იმის თქმა ,რომ 21-ე საუკუნეა და არიქაოოოო,უბრალოდ ძალიან დიდ უგუნურობაზე მიანიშნებს,ეს ჩემი პირადი აზრია... :cl: :cl: :cl:შენ თუ გინდა იყავი თუ გინდა ნუ იქნები(შენ-ისეა მოყვანილი),რა შუაშია საუკუნე?!
ეხლა მე ყველაზე მეტად რაც მინდა ისაა,რომ დროზე დავამთავრო აკეჰარსტის საერთაშორისო სამართლის კითხვა,წავიდე დასასვენებლად,კარგად გავერთო,დავბრუნდე,გავაგრძელო სწავლა ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში,კარგად დავამთავრო შემდეგი 3 წელი,გავაგრძელო სწავლა მაგისტრატურაში,სასურველია ევროპაში,მივაღწიო მიზანს,მქონდეს საყვარელი საქმე,ოჯახი... და კიდევ არ ვუპასუხო ცხოვრებაში ასეთ სულელურ შეკითხვებს...აი ეს მინდა მე...და საქართველო 21-ე საუკუნეშიც საქართველოა და ჩემთვის მთავარი სწორედ ასეთი საქართველოს სიყვარულია!!!
უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია ქალიშვილობაზე საუბარი, რადგანაც აქ ევროპაში სასაცილოა ,აქ არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ ქალიშვილი თუ არა მთავარია იყო კარგი პიროვნება და გაუგო საყვარელ ადამიანს.საქართველოში კი პირიქით თუ ქალიშვილი არ ხარ ესეიგი ერთ ამბავს ატეხავენ განსაკუთრებით ბიჭის მშობლები და მეზობლები საქმე რომ არ აქვთ გაგჭორავენ რას ამობ ქვეყანას აიკლებენ,21 საუკუნეში ვცხოვრობთ ხალხნო საქართველო კი ჩამორჩა 2 -3 საუკუნით .ეს არაა სადავო საკითხი გინდა იყავი და გინდა არა .არავინ არ გახრჩობს! ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე !
მამკაცებზეც უნდა ვრცელდებოდეს ვაჟიშვილობა და მერე ვნახოთ თქვენი საცოდაობა,რაო თუ ცოდვაა თქვენთვის რა არ არის?ღმერთის არ გეშინიათ? თუ არა იმრუშო მარტო ქალებზე წერია? არავინ ამბობს ტუფლებიდან ამოხტი და კაცს დაახტიო,არც სოროსი არის ის ვინც ამაში რაიმე წვლილი აქვს შეტანილი უბრალოდ ამ ქალიშვილობაზე გადაირიეთ და ყველაზე ღარიბი ერი მაინც ჩვენა ვართ და ყველაზე საცოდავი.სხვისი სახვეწარი რომ გვაქვს,თქვენ კი შეჯექით კახელებივით ვირზე.თქვენი ნებაა ისხედით სანამ არ მოგწყინდებათ და ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.
SAXY LADY, გაოცებული ვარ )))))))))))) დიდი ხანია ევროპელი ხართ? მემგონი ქართველი ხო, 21-ე საუკუნეში ცოდვა არ მოგვეთხოვება თუ ღმერთი აღარ დაგვსჯის ამის გულისთვის? მართალია ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ, მაგრამ ჯოჯოხეთში სამუდამო ცეცხლი დაგვწვავს
ნატიკუ მართალია , რომ ,,არ იმრუშო" ორივე სქესზე ვრცელდება, მაგრამ ჩვენ ჩვენ თავს მივხედოთ და მამაკაცებს თავისი მოეკითხებათ,
ნაბა ძალიან დიდ პატივს ვცემ შენს აზრს შენი აზრები რელიგიაზე სულ გადმოქაჩული მაქვს, საქმე იმაში კი არ არის ჩემო კარგო ცოდვაა თუ არა ,საქმე იმაშია მამაკაცებმა რატომ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი? მე თუ ცოდვას ჩავიდენ მომეკითხება მე, და არა სხვას ასე არაა? რატომ მსჯის მე ვინმე ღმერთზე უფრო ადრე? თავი ღვთის იარაღი ხომ არ ჰგონიათ? ან ვინაა მეზობელი დედამთილი სულაც ვიღაცა ცხრა უცხო რომ ერევა ჩემს საქმეში? ჩემი გადასაწყვეტი უნდა იყოს ეს და სხვა არავისი.
SAXY LADY, არა ჩემო კარგო გათხოვილი ვარ უკვე 7 წელია ,,,,,)))))))))))))
ნატიკუ
აბსოლუტურად გეთანხმები, რომ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს შენს პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა , ეს ჩემი გადასაწყვეტია ქალიშვილი ვიქნები თუ არა... მაგრამ სასურველი იქნება თუ გოგოები სიძვის ცოდვას აერიდებიან, რადგან მრუშობს გათხოვლი და დაქორწინებული.
საერთოდ მართმადიდებლობა და ქართველობა სულ გაიგივებული იყო ერთმანეთთან, გული მტკივა აქამდე რომ მივიდა აზროვნება, სხვა არაფერი, თუ ყველაზე საცოდავები ვართ, ეს არ არის ქალიშვილობის პრობლემა, ეს ჩვენი ცოდვით დაცემის პრობლემაა, ერს ყველანაირი განსაცდელი თავისი ხალხის ცხოვრების გამო ევლინება ....
ასე ვართ ადამიანები, ყოველთვის სვისი ცხოვრების მსაჯულები ვხდებით, მართალი ხარ ხშირად ღმერთს ვასწრებთ განკითხვაში და ამით უფრო მეტად ვმძიმდებით....
კარგით აქ შევჩერდები, სულაც არ მინდა ვინმესთან ქადაგების კითხვა გამომივიდეს, იხარეთ.....
ხო მართლა, 21 საუკუნეში თუ ყველაფერს ერთი ფასი აქვს და პატიოსნება უპატიოსნობასა და ცოდვიანობა უცოდველობას შორის დიდი სხვაობა აღარა . . . წარმომიდგენია 22 საუკუნეში რა მოხდება :D :D :D :D ეტყობა ჩემი შვილთა შვილები ტიტვლები ირბენენ :D :D ამ უკეთეს შემთხვევვაში გოგრის ფოთლებით დაიფარავენ სასირცხვო ადგილებს, თუკი 22 საუკუნეში ტიტველი სიარული და სასირცხვო ადგილების გამოჩენა არარ იქნება სატაკილო ამბავი :D :D მაშინ ვისაც როგორ მოუნდება ისე ივლის ;) ვერაფერს იტყვი!!! 22 საუკუნეა კაცო :D დემოკრატიაა და სიტყვისა და მოქმედების თავისუფლებააააა :D :D :D