|
გასაგებია ქალი ვერ თხოვდება, მაგრამ ვერ გავიგე ერის დაღუპვა მასთან მიმართებაში, თუ ერის გამრავლებას გულისხმობთ, მაინც ვერ დავუკავშირებ, რადგან ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი , რომელსაც შვილი არ ყავს... მაგალითად მე, უკვე 7 წელია არ მყავს ბავშვი, ასეთ შემთხვევაში გამოდის რომ , ერთი სამი წელი მოვიცადო თუ კიდევ არ მეყოლება ვიშვილო? იგივეა რაც ქალმა მოიცადოს მივიდეს გარკვეულ ასაკამდე, უი, აღარაფერი მეშველებაო და ჩააბაროს ვინმეს ქალიშვილობა... მემგონი ასე არ გამოვა... თუ კი ჩემი მოძღვარი მეუბნება, რომ ეს ჩემი ჯვარია და უნდა ვატარო, ქრისტიანული სწავლებით ასეა, დედობა ღვთის მადლია და ყველა ქალი დედა უნდა გახდეს ხომ, მაგრამ თუ არ ხარ? ესეიგი ღმერთი აყოვნებს ამ მადლის გადმოსვლას შენზე... ამით იქნებ უარეს სატანჯველს გაცილებს თავიდან, ჩვენ ხომ არ ვიცით ჩვენი მომავალი, ღმერთი ყოვლისმჭვრეტელია... და თუ ქალი არ არის გათხოვილი ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ღმერთს ასე სურს და უნდა მიჰყვე მის ნებას, როდესაც რაღაცას ითხოვ და არ გეძლევა, ეს აუცილებლად სასიკეთოდ არის შენი სულისთვის, ამასთან დაკავშირებით მე ,ერთი მოთხრობა დავდე ეკლესიის გვერდზე....
იმის გამო რომ არიქა ვერ გავთხოვდი და დადგა დრო ,,უზრდელობები" ვაკეთოო, ამას თუ მართმადიდებლური კუთხით მივუდგებით გაუმართლებელია , სამედიცინო თვალსაზრისით ხსნიან კიდევ, რომ აი, როცა გათხოვდები თავის ტკივილები მოგეხსნება თურმე (რა თქმა უნდა თუ გაწუხებს) , მოგეხსნება კი არა შეიძლება უარესად აგტკივდეს :biggrin: :biggrin: :smilie:
|