elchi wrote:ციტატა:
დაახლოებით 8 წლის წინ მომიწია ჩემი დახატული სამშობლოს დატოვება. მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე. არ გვქონდა მაშინ საშუალება ბავშვებიც წამოგვეყვანა, ჩვენ თვითონ არ ვიცოდით კონკრეტულად, სად მოვდიოდით. არავინ არ გველოდებოდა და არც არავის იმედი არ გვქონდა, საკუთარი თავის გარდა. მოკლედ,რომ იტყვიან,სახრჩობელაზე ჩემი ფეხით მივდიოდი. სხვა გამოსავალი არ მქონდა. ეხლაც არ ვიცი რამ მიბიძგა, გამეკეთებინა ვაზის წალამისგან შეკვრა და წამომეღო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ყველას. მეც, მეუღლესაც და ჩემ ვაზსაც. 7 წელი ვატარე ჩემთან ერთად სადაც წავედით და წამოვედით, ჩემთან ერთად იტანდა ყველანაირ გაჭირვებას. თავიდან სასტუმროებს ვიცვლიდით ყოველ კვირა, ძვირიდან იაფისკენ, სანამ საცხოვრებელ ადგილს მოვძებნიდით. არ უღალატიათ, არცერთი არ გამხმობია. ვანაში, სველ პირსახოცებში მყავდნენ გახვეულები. ვეღირსეტ აპარტმენტს, მაგრამ სად უნდაგამეხარებინა. კვირტები დახეთქვაზე ჰქონდატ უკვე. პარკებში დავეხეტებოდი, იქნება სადმე მზიანი ადგილი მეპოვა და დამერგო, თორემ უკვე მიხმებოდნენ. ბევრჯერ შევიცვალეთ ადგილსამყოფელი, შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში, სახლიდან სახლში. ჩემ ქართულ ვაზს ჩემთან ერთად უჭირდა, ხან ვედროებში მქონდა, ხან პლასტმასის ბოჭკებში, თან ვახარებდი და ვამრავლებდი. 7 წლის მერე ვეღირსეთ\" დროებით\" საცხოვრებელს. მივაბარე ბარაქიან განაყოფიერებულ მიწას და შემოდგომაზე ნაყოფიც მომცა. ჩვენებურად ცოტა ღვინოც გავაკეთე.
მოდით ეხლა გეტყვით: იმ გრძნობას და იმ ძალას გაუმარჯოს, რომელმაც იმ რამოდენიმე ვაზის წალამი წამომაღებინა ამ გადაკარგულში. გაიხარეთ და გამრავლდით.
მოსავალი და ბარაქა არ მოკლებოდეს შენს ოჯახს, იხარე=ko=
