↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
წვიმს....

წვიმის წვეთები ეცემა ფანჯრის მინას და საოცარ ხმას გამოსცემს.თითქოს მამხნევებენ,თითქოს რაღაც სურთ მითხრან,მაგრამ
ქრებიან,დნებიან და ვერ ასწრებენ.ისევ უსასრულო მოლოდინი,ისევ უსასრულო მონატრება,თითქოს წვიმაც ჩემთან ერთად
ტირის,ტირის უსასრულოდ.ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ შეიძლება დამღლელი ყოფილიყო მონატრება,ტანჯვად
გადამექცა,ტანჯვად რომელსაც არ უჩანს დასასრული და იმ უკიდურესობისკენ მივყავარ რასაც ტკივილი
ჰქვია.ტკივილი,რომელიც იმედგაცრუების ბურანში მხვევს.ძნელია ამ ტკივილის გაყუჩება რადგან მგონებები არ მაძლევენ ამის
საშუალებას.ვცდილობ არაფერი გავიხსენო და ცხოვრებას თავიდან დაწყების შანსი მივცე,მაგრამ მოგონებებს ვერ
ვეწინააღმდეგები,ისინი ჩემზე ძლიერები არიან.არ მაძლევენ უფლებას დავივიწყო და სამუდამოდ წარსულის ბნელ სამარეს
მივაბარო ტკბილი მოგონებები.იქნებ იმიტომ რომ მაქვს იმედი,იმედი იმის, რომ კიდევ ერთხელ ვიქნები ბედნიერი და ვიგრძნობ
ამას.ბედნიერება ვერ შევიგრძენი.გამომაპარა და ხელებში ჩამადნა,როგრც ყინულის მგრძნობიარე ლოლოები,რომელსაც
საკმარისია მოეფერო და ხელებში ჩაგადნება.
ისევ წვიმს.....

ისევ მოლოდინი,მოლოდინი აუხდენელი ოცნებების და დიდი იმედების,ბედნიერების იმედების.

ისევ წვიმს... წვიმის წვეთები ეცემა ფანჯრის მინას და თითქოს სურს გამამხნევონ,მომავლის რწმენა დამიბრუნონ,მაგრამ

ქრებიან,დნებიან და ისევ ვერ ასწრებენ......
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
გოგო : ლამაზი ვარ?
ბიჭი : არა
გოგო : როდესმე გამიელვებია შენს აზრებში?
ბიჭი : არა
გოგო : მოგწონვარ?
ბიჭი : არა
გოგო : გინდივარ?
ბიჭი : არა
გოგო : რომ მიგატოვო იტირებ?
ბიჭი : არა
გოგო : ცხოვრება გირჩევნია თუ მე?
ბიჭი : ცხოვრება!

გოგო ტირილით გაიქცა...გული საშინლად ჰქონდა ნატკენი! ბიჭი დაედევნა, ხელით დაიჭირა და უთხრა : ლამაზი იმიტომ არ ხარ, რომ მშვენიერი ხარ! იმიტომ არ გაგიელვებია ჩემს აზრებში, რომ სულ ჩემს ოცნებაში ხარ! იმიტომ არ მომწონხარ, რომ მიყვარხარ! იმიტომ არ მინდიხარ. რომ მჭირდები! რომ მიმატოვო იმიტომ არ ვიტირებ, რომ მოვკვდები! შენთვის რაღაცას იმიტომ არ გავაკეთებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ! სიცოცხლეს იმიტომ ავირჩევ , რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!!!
ნინიკარა,შემოგევლე,რამდენჯერ მინდოდა შენთვის მომეწერა, იმდენჯერ თავი შევიკავე, არ მინდოდა ჩემი ტკივილი დამემატებინა შენი ტკივილისთვის.ყოველთვის ვტირივარ შენს ჩანაწერებს რომ ვკითხულობ, მაგრამ ამ ჩანაწერმა გამაგიჟა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად მოხდა, რომ ვკითხულობდი ამაკანკალა, ასეთი დამთხვევა არ შეიძლება...მე ოცდაერთი წელია ასე მტკივა..ათასი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ სიყვარული ერთი იყო და განუმეორებელი...არაფერი არ მეორდება, უბრალოდ იმიტაციას ვაკეთებთ და ...ცხოვრება გრძელდება,\"ჩვენი ცხოვრება პირველი აპრილია, თუ გინდა გჯეროდეს უნდა დაიჯერო\"...და ცხოვრებას ვაგრძელებ იმ იმედით, რომ ჩემი სულის და ხორცის გაყრის წამიდან მე ჩემს სიყვარულს კვლავაც ვიხილავ.უფალმა გაგაძლიეროს,აბა შენ იცი. წერე,მეც ვწერდი და ვწერ კიდევაც,ეს გიშველის, ელაპარაკე ის გაგიგებს, არაფერი არ იკარგება...გაკოცე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
გაიხარე ბუბუსუნა,ღმერტი გწყალობდეს და მუდამ ძლიერი ყოფილიყავი.გაკოცეეეეეეეეეე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა.ვერ მიხვდა რა რეკავდა.ჯერ მაღვიძარა გამორთო,შემდეგ ტელეფონი აიღო და როცა ყურმილში ზუმერი გაგონა,მაშინ მიხვდა,რომ კარებზე ვიღაც იყო.ძლივს აათრია სხეული ლოგინიდან.შორტები ხელის ფათურით მონახა სკამზე,ჩაიცვა და შემოსასვლელისკენ წავიდა.შუქი,რომ აანთო,სინათლემ თვალი მოსჭრა,მაგრამ მხოლოდ წამით.კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა,საათი 5-ს უჩვენებდა.ერთი გაიფიქრა:”ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისასო” და “გლაზოკში” გაიხედა.უცებ მოშროდა კარებს,თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.შემდეგ ხელზე იჩქმიტა და ისევ გაიხედა.საჩქაროდ გააღო კარები და უკან დაიხია.
კარებში ოცამდე წლის ქერა გოგონა იდგა.ბრეტელებიანი მოკლე სალათისფერი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა.ნერვიულად ისვამდა ხელს მკლავზე და თავი დაბლა დაეხარა.კარების გაღებისას,მორცხვადასწია თვალები.მის ჭაობისფერ ცრემლიან თვალებში შიში ჩანდა.
-გიორგი,შეიძლება?!.
ბიჭმა უსიტყვოდ დაუთმო გზა და სახლში შეუშვა.გოგონამ გეზი სამზარეულოსკენ აიღო.გიორგის არაფერი უთქვამს,უკან გაჰყვა.პატარა სამზარეულოში მრგვალი მაგიდა იდგა.გოგო მაგიდასთან დაჯდა და თავი დახარა.გიორგი 2წუთით სამზარეულოს კართან გაჩერდა,შემდეგ ისიც მაგიდასთან ჩამოჯდა.
არც ერთი ხმას არ იღებდა და არც ერთმანეთითვის შეუხედავთ.ესე გავიდა 10წუთი.ბოლოს გიორგიმ მაგიდაზე დაგდებულ “L&M”-ს მოუკიდა და მზერის შეუცვლელად იკითხა:
-ლიზა,არ იტყვი რა მოხდა?
ლიზამ თავის აუწევლად თქვა:
-გიო,ფეხმძიმედ ვარ.
გიორგი არ ელოდა ასეთ პასუხს,მაგრამ არ შეიმჩნია.კვლავ განაგრძობდა სიგარეტის მოწევას.თავიდანვე გაუკვირდა ლიზას ნახვა.
-ჩემგან რა გინდა?!
ლიზამ ნელა ასწია თავი და გიოს თვალებში შეხედა.
-დამეხმარე.
გიორგის ყოველთვის თრგუნავდა ლიზას შემოხედვა.ამ თვალების გულისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი,მაგრამ ლიზამ სხვა აირჩია.გიორგიმაც აღარ შეუშალა ხელი შეყვარებულებს,რადგან ლიზა უყვარდა და მის არჩევანს პატივს სცემდა.დღეს კი ლიზა მის სახლში იყო და დახმარებას სთხოვდა.ბოლო ნაფაზი დაარტყა,სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და ლიზასკენ შემობრუნდა.
-მომიყევი,რა მოხდა?!
ლიზამ თვალები კვლავ დახარა.თითებს დაუწყო თამაში და ჰკითხა:
-მართლა გაინტერესებს?!
-თუ გინდა,რომ დაგეხმარო,რომც არ მაინტერესებდეს,მაინც უნდა ვიცოდე,რა მოხდა?!
-კარგი,მაგრამ იცოდე,არ მინდოდა შენი ამ ამბავში ჩარება,უბრალოდ...უბრალოდ შენ რომ არა,ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი.
გიორგი დაიძაბა.
-რა მოხდა?!
ლიზა მიხვდა,რომ გიორგი ააღელვა მისმა სიტყვებმა და მოყოლა დაიწყო.
-ეს ორი თვის წინ მოხდა.ჯუბა და მე,მისი მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით.მე არასდროს ვსვამ და არც ვიცი,როგორ მომერია ძილი.მხოლოდ წვენს ვსვამდი.უცებ თავბრუ დამესხა.ჯუბამ გამიყვანა ეზოში და წყალი დამალევინა.მერე შემომთავაზა სახლში წაგიყვანო.დავთანხმდი,რადგან ცუდად ვგრძნობდი თავს.გზაში გამიარა თავბრუს ხვევამ,მაგრამ სუსტად ვიყავი.ჯუბამ რომელიღაც შენობასთან გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადმომიყვანა.თან მეფერებოდა,”თავს როგორ გრძნობო!” ”ცუდად ვარ და სახლში მინდა-მეთქი.” “ჯერ აქ დაისვენე,რამე წამალი დალიე,თორემ სახლში ესეთი რომ დაგინახონ,მეორედ აღარ გაგიშვებენ არსადო.”ვიფიქრე,რომ მართალი იყო და დავყაბულდი.თუმცა წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა,რადგან ჩემით ძლივს ვდგამდი ფეხს.მეოთხე სართულზე რომელიღაცა ოთახის კარი გააღო და იქ შევედით.სააბაზანოში შემიყვანა და სახე მომბანა.შემომთავაზა:”ცოტა დაიძინეო”.უზომოდ მინდოდა ძილი.ლოგინი გამიშალა და დამაწვინა ტანგაუხდელად.წამებში ჩამეძინა...არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,მაგრამ მალე ვიღაცის სითბო ვიგრძენი.ძლივს გავახილე თვალები და ჩემს გვერდით მწოლიარე ჯუბა დავინახე.მე კი...მე კი...
გიორგიმ კბილები გააღრჭიალა.სახეზე ტანჯვა გამოჰხატვოდა.უმძიმდა ლიზას მოსმენა,მაგრამ იცოდა,რომ არც ლიზასთვის იყო ამის მოყოლა ადვილი და ამიტომაც ითმენდა.როცა ლიზა შეყოვნდა და მოყოლა აღარ გააგრძელა,გიორგიმ უთხრა:
-მერე?!.
ლიზას გაუკვირდა,რომ გიორგი მოყოლილის დასრულებას სთხოვდა,მაგრამ რადგან აქ იმყოფებოდა,გიორგის სურვილს უნდა დამორჩილებოდა.
-მერე ტანზე არაფერი მეცვა.თავი უზომოდ მტკიოდა.ვერ ვხვდებოდი რა მოხდა.ძლივს ავდექი.ჩემი ტანისამოსი იატაკზე ვიპოვე,ჩავიცვი და ჯუბა გავაღვიძე.”რა მოხდა-მეთქი?!” “არაფერი ისეთი.უკვე ჩაიცვი?სახლში გინდა?” “ჰო,წამიყვანე.”მანქანაში ხმა არ ამომიღია.ვერ ვაანალიზებდი,რა მოხდა.როცა ჩემი სახლის სადარბაზოსთან შეჩერდა,კვლავ ვკითხე:”რა მოხდა?” “ხომ გითხარი,არაფერი.ძალიან საყვარელი ხარ.ახლა კი ნახვამდის.”ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადასვლა მთხოვა.როცა სადარბაზოში შევდიოდი,მანქანიდა მომაძახა:”ჰო მართლა,რომ იცოდე,ღამის 2საათია.პაკაო.”ძლივს ავედი სახლში.ყველას ეღვიძა.ჩემი ძმა ერთი კუთხიდან მეორეში ნერვიულად მიმოდიოდა.ჩემი რძალი დედაჩემს აწყნარებდა.მამაჩემი კი,საბედნიეროდ საავადმყოფოში ღამის ცვლაში იყო.რახან ცოცხალი დამინახეს,აღარაფერი უთქვამთ.სოსო კი მიყურებდა დაბღვერილი,მაგრამ მასაც არაფერი უთქვამს.”დაღლილი ვარ-მეთქი” და ჩემს ოთახში წავედი.მეორე დღეს უარესად მტკიოდა თავი.მამა მოსული დამხვდა,რომ გავიღვიძე.გაეღიმა და “ბორჯომი” დამალევინა,პახმელიაზე ვეგონე.მესამე დღეს უკეთ ვიყავი და ვიკითხე:”ვინმემ ხო მარ დამირეკა-მეთქი?” “არავინ.არც ჯუბამო.”სახლში არ იყო,მობილურს არ პასუხობდა.ქუჩაში მანქანას თუ დავინახავდი,ჩემს მიახლოებაზე ქრებოდა.სასწავლებელშიც თვალს მარიდებდა.ერთ თვეში კვლავ განმიახლდა თავბრუსხვევა.ვიფიქრე:”მოვიწამლე-მეთქი”.ჩემი რძალი,ქეთი გავიყოლე და ექიმთან წავედი.იქ კი მითხრეს: ”ძვირფასო,მისამართი შეგეშალა.გინეკოლოგთან მიბრძანდითო.”ვიფიქრე: “ალბათ ქალური ამბების ბრალია-მეთქი”,მაგრამ...ექიმის კაბინეტიდან მკვდრის ფერით გამოვედი.ქეთის ეგონა რაიმე უბედურება მჭირდა.პასუხს თავი ავარიდე.ორი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ.ქეთი მიხვდა ყველაფერს,მაგრამ არაფერი თქვა.ჯუბას დას,კიკის ვთხოვე ჯუბასთვის გადაეცა,რომ ვეძებდი,მაგრამ მიყვირა:”რა გაუწყალე გული ჩემს ძმას,ვერ ხვდები,რომ არ უყვარხარო?!” და ყურმილი დამიგდო.შემთხვევით შევხვდი ქუჩაში,სცადა თვალის არიდება,მაგრამ წინ დავუდექი და დალაპარაკება ვთხოვე.”დროზე თქვი რა გინდა,არ მცალიაო”.მივხვდი,რომ არც არასდროს ვყვარებივარ,მაგრამ უნდა მეთქვა.ვკითხე:”რა მოხდა იმ დღეს-მეთქი?” “არაფერიო!” “მაგ “არაფრით” არ ფეხმძიმდებიან-მეთქი!”ფერი ეცვალა,მაგრამ არ შეიმჩნია. “ყველამ თავის ნაბიჭვარს მიხედოსო” და წვაიდა.მე იმის ფიქრში ვიყავი,თუ როგორ მეთქვა ოჯახისთვის ეს ამბავი და თურმე ამ დროს ჯუბა და კიკი ჭორებს ყრიდნენ,ვითომ მე და შენ...ვითომ მე და შენ...
-განაგრძე!
-ვიტომ მე და შენ საყვარლები ვიყავით.შენგან დავორსულდი და ჯუბასთვის ვცდილობდი მამობის “დაბრალებას”.კიკის ვეჩხუბე,მაგრამ რა აზრი ჰქონდა?!გუშინ,სახლში რომ მივედი,ოჯახი ზალაში დამხვდა.დაჯდომა მთხოვეს.დედა და ქეთი კვლავ სამზარეულოში გავიდნენ,საიდანაც ვალერიანის წვეთების სუნი მოდიოდა.სოსო სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.მამა კი ანერვიულებული იყო,თუმცა ცდილობდა ამის დაფარვას.მამა მომიახლოვდა და მკითხა:”ლიზა,ფეხმძიმედ ხარ?!”არ მოველოდი ამ კითხვას.ვერ გავუძელი მის მზერას და ტირილი დავიწყე.მამას სახეზე იმედგაცრუება შევნიშნე.სოსომ სიგარეტი მოისროლა და იღიალა:”მოვკლავ იმ ნაბიჭვარსო!”მე შემეშინებული,არა ჯუბას გამო,არამედ ჩემი ძმის გამო,სოსოს წინ გადავეღობე.მამამ დაწყნარება სთხოვდა და კვლავ მომიბრუნდა:”მართალია?!” “კი-მეთქი” “და რას აპირებთ?” “არ ვიცი” “არც გიორგიმ არ იცის?!”შენი სახელის ხსენებამ გამაოცა.”რა შუაშია გიორგი?”სოსომ აღელვებულა მიპასუხა:”ჯუბამ ყველაფერი მითხრა.იმ ბიჭს რაღაც რევდი ამ საქმეში?” “კი,მაგრამ...” “რა?გიორგი რას აპირებს?” “არ ვიცი.” “მე ვიცი...მოვკლავ!”ამჯერას კი შენი შემეშინდა.შემეშინდა,მართლა არ მოეკალი სოსოს უდანაშაულო ადამიანი.”რა გინდათ გიორგისგან-მეთქი?” “რაღა რა გვინდა!ჩემი და საყვარლად გაიხადა და კიდევ რა მინდა?!” “არავის არ გაუხდია შენი და საყვარლად!” “აბა,შენი ფეხმძიმობა რას ნიშნავს?!” “ეგ შენი საქმე არ არის-მეთქი.”ამ დროს მამა ჩაება საუბარში.”შვილო თუ გიორგი გიყვარს,ხომ კარგი...გაარკვევთ ყველაფერს.თუ არადა,სოსო სწორია,პასუხი მოეთხოვება.”არ ვიცოდი რა მეთქვა.”ჰა,შვილო,თქვი.” “მიყვარს”.მხოლოდ ეს ვთქვი და როცა გავიაზრე რა მოხდებოდა ჩემი სიტყვების უარყოფით,გავაგრძელე. ”მიყვარს,მასაც ვუყვარვარ,მაგრამ მე არ მეჩქარებოდა გათხოვება.გიორგი აპირებდა შენთან მოსვლას,მაგრამ მე არ მინდოდა.ახლა კი...” “გასაგებია.ამაზე ხვალ ვისაუბროთ,გიორგისთან ერთად.”მთელი საღამო ოთახში სიარულით გავატარე.როცა ყველამ დაიძინა,შენთან წამოვედი,რადგან შენ ერთადერთი ხარ,ვინც მიშველის.ჯუბა უარს იტყვის,სოსო იჩხუბებს,მე...მე...ალბათ ოჯახი ჯუბას დაუჯერებს და ზურგს შემაქცევს.დამეხმარე...
გიორგი წყნარად უსმენდა.ლიზას მონათხრობის დასრულებისას,საათს დახედა,8ის ნახევარი იყო.ადგა,ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა.
ლიზა იმედიანი თვალით უყურებდა გიორგის და თან ვერ ხვდებოდა სად ან რისთვის რეკავდა.ყველაფერს მაშინ მიხვდა,როდესაც გიორგიმ ლიზას შეხედა და თქვა:
-დედა,ცოლი მოვიყვანე.

* * *

მთელი ოჯახი ოთახში იმყოფებოდა.ლიზა და გიორგი,ლიზას მამის,ბატონი კახის პირისპირ მგდარდივანზე ისხდნენ.ქეთი და ლიზას დედა სავარძელთან იდგნენ,სადაც სოსო იჯდა.ქალები შიშის თვალით ათვალიერებდნენ გარემოს.სოსო დაბღვერილი შესცქეროდა გიორგის.ბატონი კახის სახეზე სიმშვიდე სუფევდა.იგი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას.
ლიზა და გიორგი დილით,9საათზე მოვიდნენ და უკვე 40წუთია აქ იმყოფებოდნენ.ლიზას დასტყობოდა ნერვიულობა,იგი ხელს მხარზე ისვამდა.გიორგიმ ხელი ნელა წაიღო ლიზას ხელისკენ,მოძრაობა გააჩერებინა,ორივე ხელი ხელში მოიქცია და ფერება დაუწყო.ლიზა შეცბუნდა,მაგრამ ოდნავ დაწყნარდა.
ყველამ შენიშნა გიორგის ეს საქციელი.ბატონი კახი წამით მიაჩერდა გიორგის ხელს.შემდეგ ჩაფიქრდა და უცებ წამოიწყო საუბარი.
-მაშ ასე.ბატონო გიორგი,რას აპირებთ?
გიორგიმ თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად უთხრა:
-ბატონო კახი,მე თქვენი შვილი მიყვარს და ეს სიმართლე რომ არ ყოფილიყო,მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.ვწუხვარ პრობლემები რომ შეგიქმენით,მე გამოვასწორებ ყველაფერს,თუ ნებას დამრთავთ.გთხოვთ, თქვენ შვილზე დაქორწინების უფლება მომცეთ.
ბატონი კახი დაფიქრდა.ჯერ თავის მეუღლეს გადახედა,რომელიც მომავალი პასუხის მოლოდინში კითხვით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა მეუღლეს.შემდეგ ვაჟს,რომელიც თავდახრილი იჯდა.ბოლოს კი რძალს შეხედა და პასუხის მიიღო.ქეთი მამამთილს ოდნავი ღიმილით და იმედიანი თვალებით შეჰყურებდა.ბატონმა კახომ გიორგის შეხედა,ადგა და მიუახლოვდა.მიახლოებისას გიორგი ფეხზე წამოდა.ბატონმა კახიმ გიორგის ხელი ჩამოართვა და უთხრა:
-გილოცავ.ამიერიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.ჩემს გოგონას გაუფრთხილდი.

* * *

ლიზას ოჯახთან ყველაფერი გასაგები იყო,მაგრამ წინ იყო გიორგის ოჯახთან შეხვედრა.გიორგის დედ-მამა,ბატონი კობა და ქალბატონი ლია,მარტის დასაწყისში წავიდნენ თავიანთი ნაკვეთის მოსანახულებლად პანტიანში.აპრილის ბოლოს აპირებდნენ თბილისში ჩამოსვლას,როცა გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე,მათმა ერთადერთმა ვაჟმა ტელეფონით შეატყობინა,რომ ცოლი მოიყვანა.გიორგის მამას არაფერი უთქვამს,ქალბატონი ლია კი,როგორც ყველა დედა,ნერვიულობდა: ”შვილმა რამე შეცდომა არ დაუშვასო”.ზარის შემდეგ,ჩაიცვეს და თბილისისკენ წამოვიდნენ.10სთ-ზე სახლში იყვნენ.12-ისთვის გიორგი მოვიდა ლიზასთან ერთად.თან ლიზას ტანსაცმელიც წამოეღო.გიორგი და ბატონი კახი შეთანხმდნენ,რომ ქორწილი ორ კვირაში იქნებოდა,10მაისს.მანამდე კი ლიზა გიორგისთანნ იცხოვრებდა,როგორც ოფიციალური მეუღლე.ლიზას სახლში დატოვებას აზრი არ ჰქონდა,რადგან უკვე ფეხმძიმედ იყო “გიორგისგან”,როგორც ოჯახმა იცოდა.
კარების გაღების ხმაზე ქალბატონი ლია შემოსასვლელისკენ გაიქცა.როცა ლიზა დაინახა ჩემოდნებით,დაიბნა.გაკვირვებული სახით შეხედა გიორგის,რომელმას ლიზაზე ანიშნა:
-დედა,ეს ლიზაა,ჩემი მეუღლე.
ლიზას სახელის გაგონებაზე,ქალბატონ ლიას გაახსენდა გიორგის ტანჯვა ამ გოგოს გამო.მიხვდა,რომ შვილს უყვარდა ლიზა და გაუხარდა,რადგან ჩათვალა,რომ შვილს ბედნიერება ეწვია.სახე გაებადრა.თავდახრილ ლიზას შეხედა.მიუახლოვდა,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი აუწია.ჭაობისფერ თვალებში ნაზად ჩახედა და ჩაეხუტა.
ქალბატონმა ლიამ ჩაი დაასხა და ნამცხვარი მაგიდაზე დადო.ლიზას პირდაპირ დაჯდა და შვილს შეხედა,რომელიც სამზარეულოს კართან იდგა.
-დედა,მამა სად არის?
-მანქანას რაღაც დაემართა და პროფილაკტიკაში წაიყვანა.
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა.ლიზა მორიდებით სვავდა ჩაის.ქალბატონი ლია ბედნიერი თვალებით უყურებდა რძალს.სიჩუმე გიომ დაარღვია:
-დედა,ლიზა ფეხმძიმედაა.
ლიზამ ჩაის სმა შეწყვიტა და თვალები იატაკისკენ დახარა.ქალბატონმა ლიამ გაკვირვებული თვალებით ჯერ გიორგის შეხედა,შემდეგ კი ლიზას.
-დაახლოებით ორი თვის ორსულია,მაგრამ იცოდე,მე ლიზა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და იმიტომ მომყავს ცოლად.
ლიზამ მადლიერი თვალებით შეხედა გიორგის.ქალბატონი ლია ადგა და ლიზასთან მივიდა.თვალები ცრემლიანი ჰქონდა.ლიზა სკამიდან წამოაყენა და ჰკითხა:
-მართალია?!
-დიახ.
ქალბატონმა ლიამ სწრაფად აკოცა ლოყაზე და ტირილი დაიწყო.შემდეგ გიორგი ჩაიხუტა გულში.კვლავ ლიზას მიუბრუნდა:
-ექიმთან თუ იყავი?
-ერთხელ და მაშინ მითხრა,რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
-ხვალვე წავალთ კარგ ექიმთან და გაგსინჯავს.
-დედა,ლიზას დილიდან არაფერი უჭამია.
-როგორ?!შვილო დამეხმარე,მაცივრიდან რძე გამოიღე და გაზქურაზე დადგი.ლიზამ კარგად უნდა იკვებოს.
გიორგიმ დედის თხოვნა შეასრულა და სამზარეულოდან გავიდა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Feb 2008
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი დრო გავიდა, მაგრამ ისევ შენზე ვფიქრობ...
არ ვიცი კიდევ მიყვარხარ, ვბრაზობ, მძულხარ თუ უკვე არაფერს აღარ ვგრძნობ შენს მიმართ...
მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს რომელზეც არასოდეს არ მიპასუხებ...გიყვარდი?
ზოგჯერ უზომოდ მენატრები, ცრემლებამდე...ტკივილამდე...
ზოგჯერ უზომოდ ვბრაზობ საკუთარ თავზე რომ ასე შემიყვარდი...
არ ვიცი რა ვქნა...როგორ მოვიქცე...ვცდილობ ყველაფერი თავიდან დავიწყო და არ გამომდის....ისევ შენ მახსენდები და....
დავიღალე...სიკვდილი მენატრება,მაგრამ......
რატომ მატკინე გული? მე ხომ შენს გამო ყველას და ყველაფერს ვთმობდი....
უბრალოდ მითხარი გიყვარდი თუ არა? თუ თამაშობდი გაპატიებ...
მეც მაპატიე, რომ დღემდე შენით ვცხოვრობ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
titqos daicala chemi suli,garshemo bnela,bnela chems sulshic...
vedzaxi sicocxlis mizans da pasuxs,rom aravin mcems?
ra aris chveni sicoclis arci?
veli gazafxuls,iqneb man shemoitanos mze chems gulshi...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ხატიას

ახლა მარტო ვარ. ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი. მხოლოდ შენზე ფიქრს შეუპყრია ჩემი გონება.
მენატრები.... თუმცა არარაობაა მონატრება იმ დიად გრძნობასთან შედარებით მე, რომ თავს მეხვევა... მენატრები მეთქი სიტყვაზე ვამბობ თორემ, სიტყვებს არ ძალუძთ მისი გადმოცემა. ძალიან, ძალიან მიყვარხარ მეთქი, რომ გითხრა არა... ესეც ძველი, გაცვეთილი ფრაზებია, მრავალჯერ ნახმარი, ხელიდან ხელში გადასული, ნაფერებ ნალოლიავები და ხოგჯერ ზიზღით ხელნაკრავიც კი. მონატრებამ გამიმკაცრა სული. ასეული კილომეტრით დაშორებამ უფრო მეტად მაგრძნობინა საყვარული და გამიძლიერა მონატრება.
დროებით დაგკარგე......გახსოვს? ...... დაგკარგე და კიდევ კარგი არ დამაგვიანდა მივხვედრილიყავი რომ ვერ გავძლებდი უშენოდ. სულ შენს გვერდით თუ არ ვიქნებოდი.
ეხლა გაზაფხული.... ზამთრისგან გაყინულ სულს უცებ გაგითბობს გაზაფხულის მზე. საოცრად, საოცრად ლამაზი ხარ ხოლმე იმ დროს, როცა გიბრწყინავს თვალები და მხიარულად აფახულებ ლამაზ წამწამებს.
შენ უკვე მეძებ. ჩუმად, ოცნებაში მოილტვი ჩემსკენ. არც შენ შეგიძლია უჩემობა. შენც ხომ არ გეგონა ასე ძალიან თუ გიყვარდი?...
ძნელია მონატრება.... ყოველი დღეს ახალი მოლოდინით ვივსები და გულისკანკალით ველოდები შენს გამოჩენას.
მე დავბრუნდები...
დავბრუნდები და... ისევ ისე ვიხეტიალებთ პარიზის ქუჩებში, ისევ გაგაბრაზებ...ისევ მოგეფერები.... ისევ ვიცინებთ ზოგჯერ ვიტირებთ....და ამ ყველაფერს მალე ჩვენ შვილებს მოვუყვებით....მოვუყვებით თუ როგორ გვტკიოდა ყოველი წამი,ყოველი წუთი,ყოველი დღე....და ბოლოს მორალსაც დავუმატებთ:სიყვარული უძლეველია!!!
შენთან ვნატრობდი დრო გაჩერებულიყო მაგრამ ეხლა მინდა ორმაგი სისწრაფით იაროს მალე დაღამდეს, მალე გათენდეს რომ ზაფხული მოვიდეს და მერე........
მერე გაგრძელებას ყურში ჩაგჩურჩულებ......

=ko= =ko= =ko= =mq =love =love :ilv :ilv =lll
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

მადლობის მეტი რა უნდა ვთქვა...ბედნიერი ვარ...და ეს ბედნიერება შენ მომიტანე....=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
ხატიას

ჩემო ჩე.. უზრდელობაში არ ჩამომართვა.. და ისეთი წერილების ავტორს , რომელიც ზემოთ გაქვს მიწერილი ფიდელ ცასტროს ავატარი არ შეგშვენის.. ძლიერი პიროვნებები ცოტა იყო ქვეყანაზე, და მათ კაცობრიობა უზარმაზარ სისხლში აბანავეს.. ეგ ხალხი ისტორიაში უკანა კარებიდან შევიდნენ.. სიყვარულზე ზლიერი ჯერ არავინ დაბადებულა:))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
che wrote:
ციტატა:
ხატიას

ჩემო ჩე.. უზრდელობაში არ ჩამომართვა.. და ისეთი წერილების ავტორს , რომელიც ზემოთ გაქვს მიწერილი ფიდელ ცასტროს ავატარი არ შეგშვენის.. ძლიერი პიროვნებები ცოტა იყო ქვეყანაზე, და მათ კაცობრიობა უზარმაზარ სისხლში აბანავეს.. ეგ ხალხი ისტორიაში უკანა კარებიდან შევიდნენ.. სიყვარულზე ზლიერი ჯერ არავინ დაბადებულა:))
არა უზრდელობა რა შუაშია ეგ შენი საკუთარი აზრია ვინ შევიდა ისტორიაში უკანა კარებიდან, კიდევ ამ წერილებს ფიდელ კასტრო არ წერს მე ვწერ და ავატარზე ფიდელ კასტროს სურათი კი არა ernesto che gevara ს სურათია რაც ასახავს ჩემ ნიკს \"ჩე\"=sher= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
che wrote:
ციტატა:
ხატიას

ჩემო ჩე.. უზრდელობაში არ ჩამომართვა.. და ისეთი წერილების ავტორს , რომელიც ზემოთ გაქვს მიწერილი ფიდელ ცასტროს ავატარი არ შეგშვენის.. ძლიერი პიროვნებები ცოტა იყო ქვეყანაზე, და მათ კაცობრიობა უზარმაზარ სისხლში აბანავეს.. ეგ ხალხი ისტორიაში უკანა კარებიდან შევიდნენ.. სიყვარულზე ზლიერი ჯერ არავინ დაბადებულა:))
არა უზრდელობა რა შუაშია ეგ შენი საკუთარი აზრია ვინ შევიდა ისტორიაში უკანა კარებიდან, კიდევ ამ წერილებს ფიდელ კასტრო არ წერს მე ვწერ და ავატარზე ფიდელ კასტროს სურათი კი არა ernesto che gevara ს სურათია რაც ასახავს ჩემ ნიკს \"ჩე\"=sher= =ko=
არა უშავს ჩე,ყველაფერს წააწყდები კაცი ქვეყანაზე,რა უჭირს,ცოტა შეცდომა გეეპარა გიოარმანს,ჩე გევარას სურათი ფიდელ კასტროს ახალგაზრდობა ეგონა=haa= =haa=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i9822_princ.gif[/IMG]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,გაზაფხულის მზის სხივებმა თვალებზე მომიღუტუნა...თავის აწევა მეზარებოდა,ვფიქრობდი ძილის გაგრძელებას მაგრამ ვინ დაგაყენა...ხან მოსული შეტყობინებები,ხან მზე,ხანაც ქუჩიდან შემომავალი ხმაური...გვერძე გადმოგხედე -ვერ დაგინახე,უკვე მიგეტოვებინა შენი ,,ღამის ბინა\",გავბრაზდი...ისევ დავდე ბალიშზე თავი და ფიქრი დავიწყე...ეხლა რომ მოვა ხმას არ გავცემ,მთელი დღე ვახვეწნინებ და გავაგებინებ როგორ გავბრაზდი-ვფიქრობდი....ან მეც ასე გავუკეთებ ერთ დღეს და ვნახავ ერთი ვაჯბატონი რა გუნებაზე დადგება....ან წავალ ჩემს დასთან და რომ მოვა არ დავხვდები,არც წერილს დავუტოვებ,ტელეფონსაც გამოვრთავ და მერე ნახოს როგორია ჩემი გაბრაზება....ისე რა მომთხოვნები არიან რა ეს კაცები,შე,გან ითხოვენ ყურადღებას და თვითონ არც კი კითხულობენ ქალს რა ესიამოვნება და რა არა...მოკლედ თავი გამისკდა ამდენი ფიქრით,ავდგები ეხლა,ყავას მივირთმევ ,კომპს მივუჯდები და ამასობაში გადავწყვეტ სად წავიდე და რა გავაკეთო...თმის შესაკრავად სამაგრს დავუწყე ძებნა,მაგრამ უცბათ სხვა რამეს წავაწყდი და სახტად დავრჩი:ვარდი,და ბარათი რომელზეც ეწერა: ,, საყვარელო გილოცავ 8 მარტს....ყოველთვის ბედნიერი მენახე მოციმციმე თვალებით და ხალისიანი გულით...მაპატიე,არ გაგაღვიძე,ტკბილად გეძინა;მე ხომ იცი ვმუშაობ,...ამ საღამოს კი რომანტიკულ გარემოცვაში მოგილოცავ...ეხლა კი გკოცნი...ამ საღამომდე....\"

სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Feb 2008
Posts75
კარმა5
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i9822_princ.gif[/IMG]
სად გაქრა; ქალბატონი ქეტას დაწერილი?ააქ ; ვისაც არ მოგცონთ \'; რასაც წერენ შლიიიით?საინტერესოა-------------------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
gero wrote:
ციტატა:
*qeta* wrote:
ციტატა:
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i9822_princ.gif[/IMG]
სად გაქრა; ქალბატონი ქეტას დაწერილი?ააქ ; ვისაც არ მოგცონთ \'; რასაც წერენ შლიიიით?საინტერესოა-------------------

ვინ წაშალა კიმარა????????????????????????

ქეთა ნუთუ იდო აქ წერილი?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი