ჯერ იქიდან დავიწყოთ ,რომ მამაკაცები თვლიან ასე:
კარგი ცოლი არის ის, ვინც არასოდეს იქექება ქმრის ტანსაცმლის ჯიბეებში.-(ისე მაგას ჩემი აღზრდის დროს მახსოვს დედამ უზრდელობა უწოდა) მაგას კარგი და ცუდი ცოლობა რად უნდა?
არასოდეს ჩხუბობს პომადით მოსვრილ პერანგის დანახვისას.
არასოდეს სვამს უადგილო შეკითხვებს.
და ასე შემდეგ . ასე რომ თუ გინდათ რომ კარგი ცოლი გერქვათ, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
** ნურასოდეს შეიჭრებით ქმრის \"სამფლობელოში\". ნუ დაათვალიერებთ მის საწერ მაგიდას, უბის წიგნაკს და შარვლის ჯიბეებს.
** არასოდეს შეაწყვეტინოთ ქმარს ანეგდოტი, თუნდაც მეათედ გიყვებოდეთდა თუ არ გეცინებათ, გაიღიმეთ მაინც.
** არასოდეს გააკრიტიკოთ ბავშვის თანდასწრებით.
** ნუ გაულანძღავთ დედას.
** დროდა დრო გაანებივრეთ კომპლიმენტებით, თუნდაც ამას ნაკლებად იმსახურებდეს.
** მოერიდეთ იმ მეგობრების, ნათესავების და მეზობლების სახლში მიპატიჟებას, რომელთა
დანახვაც თქვენს მეუღლეს არ სიამოვნებს.
** ხშირად მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი.
** ჭამისა და ფეხბურთის მატჩის ყურების დროს, შეკითხვებით თავი არ მოაბეზროთ.
** ნუ შეადარებთ მას ტქვენი მეგობრების ქმრებს, მითუმეტეს ფულიანებს.
** ქმრის თანდასწრებით მეგობრებთან გაცრუებულ იმედებსა და უიღბლობაზე წუწუნს ნუ
დაიწყებთ.
** ნუ ჩამოეკიდებით ტელეფონზე და ნუ გააბამთ დაქალებთან ჭორაობას , როცა სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი მშიერი გელოდებათ სამზარეულოში.
** და ბოლოს, თუ არაფერმა არ გაჭრა და ჩხუბი გარდაუვალია, ერთ ხმაში ყვირილი არაფერს მოგცემთ, აცალეთ სანამ ,, დაიცლებოდეს\'\', მერე თვალცრემლიანმა საძინებლის კარი შეიკეტეთ და დილამდე ხმას ნუ გასცემთ. დილით იგი ბოდიშის მოსახდელად თავად მოცუნცულდება....

აბა ჩემო ჭკვიანებო მაინტერესებს თუ ეთანხმებით , და ხართ თუ არა ასეთი ცოლი.
