ჩემო ძვირფასო დესპანელებო,ამ თემას ვუძღვნი ყველა დესპანელს ვისაც ნამდვილი მეგობრობა შეუძლია,უბრალოდ ვილაპარაკოთ მეგობრობაზე,თუ რა არის მეგობრობა და რამდენად გჯერათ მეგობრობის,თქვენს მეგობრებზე, ამ გრძნობაზე და თქვენს დამოკიდებულებაზე, მეგობრების მნიშვნელობასა და მათ როლზე თქვენს ცხოვრებაში...და საერთოდ გჯერათ თუ არა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის.ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასო მეგობრებოოოო.=ko=

კარგი მეგობარი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის...
მეგობარი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია...
მეგობარი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია, ლხინთა ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია...
მეგობარი თუ არა სიყვარული, საქიშპარი არა არის რა...