შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3768
სუდენტი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts25
კარმა50
რათქმა უნდა არსებობს,იყო დრო როცა ეკლესია არ აღიარებდა ჯადოქრობას,მაგრამ ახლა მოძღვრები გვაპრთხილებენ,რომ არსებობს ბნელი ძალები,რომლებიც თავიანთი ზემოქმედების ქვეშ აქცევენ ადამიანის გრძნობებს და თავიანთი სურვილისამებრ მართავენ.არსებობს უმრავი ფაქტები,ასეთი ფაქტები ხშირია ჩვენს ირგვლივ,ბებიაჩემის მოყოლილიც კი მახსოვს:ერთ ძალიან შეუხედავ ქალს მაგიის დახმარებით თავი შეუყვარებია ყველანაირად "შემდგარი" ადამიანისთვის,ბიჭის ოჯახი ცუდად შეხვდა ამ ქალს,რაც ბუნებრივია,მაგრამ ისეტი მეოჯახე გამოდგა ეს ქალი დედამთილმაც შეიყვარა და მხოლოდ სიკვდილის ცინ თხოვა რძალს გაემხილა საიდუმლოება,რომლის მეშვეობითაც შეძლო ასეთი ლამაზი კაცისთვის თავი შეეყვარებია,მანაც გაუმხილა ჯადოს შესახებ. აქ ტრაგიკული არაფერია თითქოს,მაგრამ მას მოეკიტხება პასუხი თავის სამსჯავროზე
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3770
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
ეკლესია ყოველთვის აღიარებდა ბნელი ძალების არსებობას, ბნელ ძალებში ეშმაკი და მისი მავნე საქმეები იგულისხმება, ასე რომ ეკლესია ყოველთვის კითხულობდა გამოლოცვის ლოცვას, ჯადოს და ბოროტების კეთებაში ადამიანს ბოროტი ანგელოზი ეხმარება, ამიტომაც ასეთი საშინელი საქმეები ხშირად ბოროტად ხდება ხოლმე, მაგრამ არანაირი ჯადო არ მოქმედებს ადამიანზე, რომელიც ლოცულობს და ზიარების საიდუმლოს იღებს...
მე იმდენად მჯერა,რამდენადაც ვიცი რომ ეშმაკი არსებობს და ის არის მთავარი მოციქული ბოროტების...
რა უნდა ცოლშვილიან კაცს სხვა ქალთან,თუ მართლა ჯადოებით და მგლის ქონებით არ არის მოსვრილი? აქ ჯადო რა შუაშია, ყოველთვის მაგის გამო კი არ გარბის კაცი სხვა ქალთან,,, თუ გაიქცა მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთ და არა იმაში რომ არიქა იმ ქალმა ჯადო გაუკეთა ჩემს ქმარს და მომტაცაო... სხვაზე გადაბრალება და იოლი მიზეზების ძებნა ნამდვილად ადვილია, საკუთარ თავში არასდროს არ ვეძებთ მიზეზს და სატირალი ეს არის
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3771
სუდენტი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts25
კარმა50
კიდე ვიმეორებ ეკლესია 20-ე საუკუნემდე არ აღიარებდა მკითხავების და თეთრი მაგიის არსებობას,ეს აზრი ჩემით არ მომსვლია,ბევრი მოძღვრისგან გამიგონია,ჩემთვის თითოეული მათგანი ეკლესიას წაღმოადგენს. სხვა დანარჩენში გეთნხმები
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3772
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
თეთრი და შავი მაგია ორივე მაგიაა, ეშმაკს თეთრად შეღებავ თუ შავად მაინც ეშმაკია... მე , ზევით მაგია არ ვახსენე, არამედ ის რომ ეკლესია ბნელ ძალებს ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს, რადგანაც ბნელ ძალებში ეშმაკი იგულისხმება და ეშმაკი სამყაროს გაჩენის დღიდან არსებობს... როდესაც მკითხავების არ აღიარებაზე საუბარი, ახლაც არ აღიარებენ, რომ ვინმე ინდივიდმა შეიძლება შენი მომავალი გიმკითხაოს და როდესაც ჯადოს მოსახსნელად მჩხიბავთან მიდიხარ, შენც მასთან მაზიარებლად გთვლის და იგივე ე.წ. თეთრი მაგიის მომხრედ.
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3773
სუდენტი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts25
კარმა50
თუ წაიკითხავ მე თავში საუბარი მაქვს ჯადოქრობაზე,შენ შემეკამათე ბნელი ძალებიო,მაგია და მკითხაობა იგივე ბნელი ძალებია როგორც სხვა ბოროტება,დღესდღეობით კი ეკლესია აღიარებს და გვაფრთხილებს... დანარჩენი შეგიძლია პირველ წერილში წაიკითხო
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3775
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
მე ცოტა სხვანაირად დავწერდი, სულიერო სამყარო ჩვენს გარშემოა და ეგ რეალობაა, არიან ხალხი ვინც მათი მართვა შეუძლია ეგ არის თეტრი შავი და კიევ რაფერიც გინდა იმფერი მაგია, მაგრამ ერთს დავძენდი არის ხელოვნება რომელიც უფალისგან დაგმობილი არ არის, და რომელსაც თვითონ დიდი სოლომონი წერდა რომელსაც უამრავი ფსალმუნი აქვს დაწერილი , ესენია წიგნები : სოლომონის დიდი გასაღები, კარები პირველი და მეორენე მანდ ზუსტად აღწერილია ხერხები თუ როგორ უნდა მოიქცე სულიერ სამყაროში და მართო ძალები რა არის სულიერი სამყარო და რა ძალიაები არიან ჩვენს გვერდზე რომლებიც ყოველწამს მზად არიან გვერდშI ამოგვიდგნენ, მაგრამ მანდ მიდგომაა სულ სხვანაირია, რაც შეეხება თემას, მე აბსოლუტურად ვეთანხმები რომ სამწუხაროდ არიან ხალხი ვინც ჯადოს აკეთებენ და მართლაც მასე ხდება
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3776
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
ძალნი რომელიც შეიძლება ჩვენს გვერდით დაგვიდგნენ ანგელოზები არიან, ძალნი ანგელოზების ერთერთ დასს გულისხმობს, 9 დასიდან, ეს დაბალი საფეხურია ანგელოზების.... ბიბლიაში ძალიან ბევრი სიმბოლური სიტყვებია...
მაგრამ ვერ წარმომიდგენია გამიზნულად როგორ უნდა გაუკეთო ადამიანს ეს უბედურება, უარესი ის არის რომ გადაცემა ,,ტაბუ"-ში იყო ამის წინ მაგ თემაზე საუბარი და გამოამზიურეს ვითომ ჯადოს მომხსნელი ხალხი
Re: ჯადოებით მოპოვებული სიყვარული.. ან ვითომ სიყვარული#3780
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
სისულელეა და დიდი ცოდვაა ჯადოებით მოპოვებული სიყვარული,მასეთი ბედნიერება არც გინდოდეს,მასეთ მოპოვებულ სიყვარულს ხომ ეკარგება თავისებური ბუნებრივი სილამაზე,ეგ არ არის ბედნიერება და ამით ვერ იქნება ადამიანი ბედნიერი.