პატაროობისას ერთი გოგო მომწონდა, მას კი არავითარი რეაქცია. ჰოდა დავდიოდი და ვიტანჯებოდი ასე. ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, რომ გველი უნდა დაიჭირო, ენა უნდა ამოაძრო და ვინც მოგწონს იმ გოგოს ის ენა ჩანთაში ან ჯიბეში უნდა ჩაუგდოო. და ეგრევე შეუყვარდებიო, ჩემს თავზე მაქვსო გამოცდილი.

ჰოდა, წავედით გველებზე სანადიროდ, ბევრი ვეძებეთ და ბოლოს მაინც ვიპოვეთ ერთი ანკარა (ეს ერთ ერთი გველის სახეობაა). დავიჭირე, გავაღებინე პირი და ამოვაძრე ენა იმ საცოდავს. ახლაც თვალწინ მიდგას იმ გველის ნაღვლიანი და ტანჯული თვალები...
მეორე დღეს კი სკოლაში შესვენებაზე ჩემი ჯადო ჩუმად ჩავუდე ჩანთაში და ზედ რაღაც ლოცვაც მივაყოლე. (ახლა აღარ მახსოვს, თან მეგრულ ენაზე იყო) და წარმატების მოლოდინში გავინაბე. მაგრამ, არავითარი სიყვარული და არავითარი სიმპათიები ჩემს მიმართ. არ იმოქმედა ჩემმა ჯადომ.. ასე ვიტანჯებოდი მთელი ერთი სემესტრი, სანამ სხვა გოგო არ მომეწონა. :mq:
მას მერე ჯადოების რატომღაც არ მჯერავს, მაგრამ როცა ჯადოზეა ხოლმე საუბარი, ეს ჩემი სასიყვარულო თავგადასავალი მახსენდება ხოლმე და უნებურად მეღიმება. :ke: