ana_tekla wrote:ციტატა:
მანჩო ! მე ვთქვი ,რომ ფორუმში ახლად გაწევრიანბული ხალხი მეთქი და მიზეზიც ვთქვი რომ ,შეუძლია ყველას, მეგობარი იქნება თუ ნაცნობი მიაცემინოს ხმა, ამიტომ რომ არ ყოფილიყო რაღაც ეჭვები ჩემი აზრი გამოვთქვი და რა იყო ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი ვერ ვხვდები, ზოგმა გულზე მოგხვდაო და ვერ გავიგე რა მომხვდა გულზე ,მე ვიღებ ამ გართობაში მონაწილეობას თუ რა ? ალბად ზოგიერთს შეეშალა და ჩემი წლოვანება არიცის თორემ ასე სერიოზულად არ აღითქვამდა ნაწერებს ,აქ პირადად გასართობად ვარ და არა საკამათოდ , გაიხარეთ ყველა და გისურვებთ წარმატებებს
ანა-თეკლა, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი სულ არ მიფიქრია შენი წყენა და გაბრაზება ჩემო სიხარულო, არც აჟიოტაჟის ატეხვა, უბრალოდ მაინტერესებდა რატომ გავაკეთეთ იგნორი ახალ წევრებზე, თორემ ეგ ვინ იკადრა გულზე მოგხვდაო? მე არ წამიკითხავს თორემ კარგ პასუხს მიიღებდა ჩემგან. მე ვიცი ,რომ პატარა და საყვარელი გოგუცა ხარ და არც მიფიქრია რაიმე სხვა სარჩული დამედო ჩემი აზრისთვის, თანაც მე მგონი მე დავსძინე და ვთქვი, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და მაინტერესებს თქო.
ბოდიში ბატონო თუ რამე გაწყენინეთ.