↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველოს კულტურული ძეგლები...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 9 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
:cp: ყველას გვხიბლავთ, ალბათ, საქართველოს ისტორიული ძეგლების სიდიადე, სილამაზე და განსაკუთრებული ხიბლი...
ალბათ, ყველა თქვენთაგანი მეტნაკლებად ყოფილა ამა თუ იმ ისტორიულ ადგილას...
:dn: ბევრი სამწუხაროდ რესტავრირებასა და განახლებას მოითხოვს, თუმცა თავის სიდიადეს და შარმს ისევ ინარჩუნებს და უძლებს საუკუნეების ქართეხილებს...

არ დავიზაროთ და მოდით, შეძლებისდაგვარად დავდოთ სურათები თქვენთვის საყვარელი ქართული ისტორიული ძეგლებისა და მივაწოდოთ ერთმანეთს მოკლე ისტორია მითი დაარსებისა ;)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img526.imageshack.us/img526/7492/davidgarejapaul1rz3.jpg[/img][/URL]

ჩემში ყველაზე დიდი აღფრთოვანება, მახსოვს, გამოიწვია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა, რომელიც აშენდა მე-6 საუკუნეში დავით გარეჯელის მიერ, იგი იყო ერთერთი 13 ასურელ მამათაგანი, რომელიც საკუთარ მოწაფესთან ერთად ჩამოსულა და დღევადელი საგარეჯოს ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოში არსებულ მთაში დაუარსებია დავითის ლავრა... დღეს წოდებული: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img386.imageshack.us/img386/1938/davidgarejapaul5pw5.jpg[/img][/URL]

მოგვიანებით საქართველოში დაარსდა კიდევ 12 ასეთი მსგავსი მონასტერი "წამებული", "უდაბნო", "ბერთუბანი", "მღვიმე" და ა.შ. რომლებსაც არბევდნენ საქართველოს მტრები საუკუნეების განმავლობაში...

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img245.imageshack.us/img245/8159/davidgarejapaul3ic2.jpg[/img][/URL]

ასეთი ისტორია მაქვს მოსმენილი დავით გარეჯის შესახებ, თუმცა არ მახსოვს ზუსტად რომელი მტრის შემოსევისას მოხდა... თუმცა ერთი კი ცხადია, რომ ჩვენი არაქრისტიანი მტრები შეიჭრნენ დავით გარეჯში და იქაურ ბერები აიძულეს, სარწმუნოება შეეცვალათ ... თუმცა ბერებმა უარი განაცხადეს ფეხქვეშ გაეთელათ ღვთისმშობლის ხატი და სარწმუნოებისათვის ღირსეულად სიკდილი არჩიეს... 6 000 ბერი წამებით გამნოასალმეს სიცოხლეს და როგორც მატიანე წერს...ორმა ბერმა თავს გაქცევით უშველა, თუმცა შუა გზაში შეჩერებულან და უთქვამთ... "განა მთელი ცხოვრება ქრისტეს არ ვემსახურებოდით? განა მისთვის არ ვცხოვრობდით და აი, დადგა ჟამი, რომ მისი სახელისათვის ღირსეულად აღვესრულოთ!" - და გადაწყვეტეს, მონასტერში მიბრუნებულიყვნენ....

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img245.imageshack.us/img245/6792/davitgareji2b16al9.jpg[/img][/URL]

მტერს უკვე დაურბევია მონასტერი და უკან ბრუნდებოდა, ბერები მათ გზათ დაუხვდნენ და რაღათქმაუნდა ულმობელმა მტერმა ისინიც იქვე დახოცა...

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img526.imageshack.us/img526/1158/davidgarejapaul4xg7.jpg[/img][/URL]

... რამაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა მოსმენილი ისტორიიდაან: ისაა, რომ, იმ ადგილას, სადაც ეს ორი ბერი აღესრულა, თურმე XIX საუკუნემდე, შუა უდაბნოში, ყვაოდა ორი ძირი წითელი ვარდი ............

სამწუხაროდ მე-19 საუკუნის შემდეგ გაქრაა...

ალბათ, ჩვენი ცოდვების გამო...

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img245.imageshack.us/img245/227/davidgarejapaul2ba5.jpg[/img][/URL]

ყველაზე მეტად სამწუხარო კი ისაა, რომ დღეს, როგორც ვიცი, ეს ტერიტორია უკვე ჩვენ აღარ გვეკუთვნის... მთავრობამ ვვერაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად და ჩვენს შვილებს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადალახვა მოუწევთ, რომ დატკბნენ მისი საოცარი სილამაზით...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაიხარე კიზიბი, სწორად გახსოვს ჩემო კარგო ყველაფერი,

მიუხედავად იმისა, რომ გაგონილიც და წაკითხულიც მაქვს, შენს ნაწერს რომ ვკითხულობდი, ტანში დამაჟრიალა , ძალიან ამაყი ვარ ასეთი ისტორიის და ასეთი წარსულის მქონე და რა ვქნა..
იხარე ქრისტეს მიერ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
იმ 6000 ბერის წამება აღდგომა ღამეს მოხდა. აი , მათი წამების ამსახველი ხატიც, იმედია გამოჩნდება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
გაიხარე კიზიბი, სწორად გახსოვს ჩემო კარგო ყველაფერი,

მიუხედავად იმისა, რომ გაგონილიც და წაკითხულიც მაქვს, შენს ნაწერს რომ ვკითხულობდი, ტანში დამაჟრიალა , ძალიან ამაყი ვარ ასეთი ისტორიის და ასეთი წარსულის მქონე და რა ვქნა..
იხარე ქრისტეს მიერ
იხარე ქრისტეს მიერ
;) მეშინოდა, არასწორად არაფერი დამეწერა ;) მიხარია რომ შენ , როგორც კომპეტენტურმა პირმა მომიწონე ნაწერი ;)
გაიხარე ;)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
:cp:

ვარძია

[URL=http://imageshack.us][img width=187 height=250]http://img169.imageshack.us/img169/333/200pxvardziafrombelltownu3.jpg[/img][/URL]

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img341.imageshack.us/img341/1807/gru6356jj0.jpg[/img][/URL]

სამონასტრო ანსამბლი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვარძია იმთავითვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ერთხანს იქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქვე შეთხზა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი".

[URL=http://imageshack.us][img width=167 height=250]http://img341.imageshack.us/img341/968/200pxqueentamarvardziafdr0.jpg[/img][/URL][URL=http://imageshack.us][img width=186 height=250]http://img341.imageshack.us/img341/3214/otkht1is3.jpg[/img][/URL]

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 ვარძიის მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, ვარძია საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შედეგად ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

[URL=http://imageshack.us][img width=250 height=187]http://img341.imageshack.us/img341/8059/724900ur7.jpg[/img][/URL]

1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.



[URL=http://imageshack.us][img width=161 height=250]http://img176.imageshack.us/img176/1668/387pxvardziamuralpd9.jpg[/img][/URL][URL=http://imageshack.us][img width=169 height=250]http://img341.imageshack.us/img341/8185/f1929a03iv4.jpg[/img][/URL]

მე, სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ ვარძიაში...ოდესმე აუცილებლად ვეწვევი :)
ჯერ-ჯერობით კი დავტკბეთ მისი ლამაზი ხედებით ფოტოსურათებიდან :ci: :ci: :ci:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
[URL=http://img410.imageshack.us/my.php?image=gelatiiicg3.jpg][IMG]http://img410.imageshack.us/img410/7120/gelatiiicg3.th.jpg[/img][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
[URL=http://img102.imageshack.us/my.php?image=manglisiuj7.jpg][IMG]http://img102.imageshack.us/img102/9053/manglisiuj7.th.jpg[/img][/URL]

[URL=http://img522.imageshack.us/my.php?image=gremimx9.jpg][IMG]http://img522.imageshack.us/img522/1826/gremimx9.th.jpg[/img][/URL]

[URL=http://img405.imageshack.us/my.php?image=ananuriel7.jpg][IMG]http://img405.imageshack.us/img405/4975/ananuriel7.th.jpg[/img][/URL]

[URL=http://img255.imageshack.us/my.php?image=martvilijc2.jpg][IMG]http://img255.imageshack.us/img255/3562/martvilijc2.th.jpg[/img][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
რუისი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას ქარელის რაიონის სოფ. რუისის შუაგულში. XI საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს. ადრინდელი, VIII-IX საუკუნეების ნაგებობის ფრაგმენტები ჩართულია საკურთხეველსა და აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებში. ტაძრის გუმბათი დაყრდნობილია თავისუფლად მდგარ 4 ბოძზე. XI საუკუნეშივე ეკლესიის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადებისთვის მთელ სიგრძეზე მიუშენებიათ მაღალმხატვრულად შესრულებული ჩუქურთმებიანი ეგვსტერები, ჩუქურთმებითა და ლილვებით შეუმკიათ 12-წახნაგა გუმბათის ყელის სარკმლები (რომელთაგან ექსვი XV საუკუნეში ამოუქოლავთ). თემურლენგის ლაშქარმა ტაძარი დაწვა და დაანგრია. განაახლა ალექსანდრე I-მა (1412-1442). 1920 მიწისძვრით დაზიანებული ძეგლი 1930-იან წლებში აღადგინეს. ტაძრის გალავანში ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ XVII საუკუნეში აგებული სამრეკლოა.

ჩემი სოფელია ! ეს ის ტაძარია დავით აღმაშენებელმა კრება რომ ჩაატარა.. წყარო მის გვარდზე რომლიდანაც ის წყალს სვამდა ახლაც მოქმედებს. გადმოცემის თანახმად, რასაც ბევრი ისტორიული ფაქტი ამტკიცებს ,დავითს ბავშვობა რუისში აქ გატარებული..

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 9 posts ] 
საქართველოს კულტურული ძეგლები...
დესპანი