↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 13 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დავწეროთ ჩვენი მფარველი წმინდანების სახელები, დავდოთ ხატები, ტროპარები, კონდაკები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჩემი მფარველი წმინდანია ქეთევან წამებული

[URL=http://www.picoodle.com/view.php?img=/4/2/6/f_54561b11d8cm_9b49fb2.jpg&srv=img30][IMG]http://img30.picoodle.com/img/img30/4/2/6/f_54561b11d8cm_9b49fb2.jpg[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
მოწამენი ცხრანი ყრმანი კოლაელნი
მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI)

ხსენება 22 (6.03) თებერვალი

მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა სოფელი კოლა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად.
ეკლესიაში ვერ შედიოდნენ წარმართი მშობლების ბავშვები. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ-არს შემოსლვაი თქუენი სახლსა ღმრთისასაი ეუბნებოდნენ ეკლესიასთან მისულ ყრმებს. ქრისტიანები ყრმებს ჭეშმარიტ ღმერთს აცნობდნენ და ეუბნებოდნენ: \"უკუეთუ გნებავს შემოსლუად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ-იღეთ სახელისï მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტეანეთაი.
ერთ დღეს ყრმებმა გადაწყვიტეს და სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. მღდელი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლავად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ.
მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში. ბავშვებმა გმირულად აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთაი. ვერც მოფერებამ, ვერც ლამაზმა ტანსაცმლებმა, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არარაი გვიხმს თქუენგან, არამედ განგუეტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა”, _ ითხოვდნენ ისინი.
შვილების სიმტკიცით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ხელმწფება გაქუს, უყავთ, რაიცა გნებავს”. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთ უისცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ”,_ ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ხალხმაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს. ეს ამბავი მოხდა VI საუკუნის სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts359
კარმა59
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ეს წმინდა სალომეა.გვფარავდეს ყველა სალომეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:

ეს არ ვიცოდი :( გაიხარე=ko=

გვფარავდეს ყველა ქართველი წმინდანი სრულიად საქართველოს =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი

ეს ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომლიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედადს აუწყა: „...თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“. წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს „სისრულეს“, მოცემულ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, „სევდისა და გულის ტკივილისა“, რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.

ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, თავის სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო წმინდა ხატს, რომელიც სიზმრად იხილა. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და სულმთლად ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. დასნეულებულმა გლეხმა ხატის წინ პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედაღვთისას სახე დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. „ბოროტ გულთა მომალბობელსაც“ უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.

2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ოჯახში დაბრძანებულ ამ ხატის ასლს მირონი დაედინა, რომლის წყალობითაც მრავალი გამოჯანმრთელდა. იმავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და სხვადასხვა მონასტერშიც იყო დასვნებეული.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
და რომ არ ვიცი ჩემი მფარველი წმინდანი? :(:(:(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ღვთისმშობელი მარიამი ჩემი და ჩემი ოჯახის მფარველია

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
მარი. კ ეს რუსული ხატია ხომ? ძაან ლამაზია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ხატი წმინდა ხათუნა ხომ არაა ნეტა?

[URL=http://www.picoodle.com/view.php?img=/4/4/4/f_wmxatunam_a17e9f5.jpg&srv=img36][IMG]http://img36.picoodle.com/img/img36/4/4/4/f_wmxatunam_a17e9f5.jpg[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
Una mujer wrote:
ციტატა:
მარი. კ ეს რუსული ხატია ხომ? ძაან ლამაზია

კი რუსულია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ჩემი და ჩემი ოჯახის მფარველი წმინდანია წმ. ბარბარე,შეგეწიოთ.

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 13 posts ] 
დესპანი