↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts917
კარმა53
OFFLINEPROFILE
შეყვარებულებო რუ პასიურობთ ცხოვრება გრძელდება..... ლექსებს ვერ ვხედავ ლექსე-ე-ებს, მოახლოვდა ფინიშიც.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

მეგობარი

როცა მეგობარს უჭირავს ხელი,
როს ებრძვი ტკივილს,
როცა ისიც გრძნობს შენს სატკივარს,
გყავს,როგორც მცველი.
როცა შეჰყურებ აცრემლებულ თვალებში გრძნობით
და ეს ცრემლები როცა იცი შენს გამო მოსდის...
გულში ჩაგიკრავს,მაშინაც კი ყველას რომ სძულხარ
და გაგრძნობინებს,რომ იმისთვის შენ სამყარო ხარ,
როცა ფეთქებადს აგიტანს და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუკი ოდეს ეშმაკი გაცდენს.
მეგომარია ის მადლი და ის სიძლიერე,
სულ შენს კვალდაკვალ მყარ კედლებს რომ გიგებს სავალად,
მხოლოდ მეგობარს,მის თვალებს და მის გულს მიენდე,
თუ ეშმა მოგდევს,გულში გიხმობს ის დასამალად.
როცა მიხვდები,რომ მარტო ხართ შენ და სამყარო,
რომ შენ გაკლია უფრო მაღლა საფრენად ფრთები,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა თვისით დაგღალოს
და თუ ცხოვრების შხამებსა სვამ და იმით თვრები:_
გახსოვდეს მუდამ მეგობარი და მისი ფასი,
ის არასოდეს მიგატოვებს მარტოდ დარჩენილს,
მას ხომ გული აქვს მართალი და მეტად ლამაზი
და არ შეგაქცევს ზურგს ცხოვრებით ფეხქვეშ გათელილს.
და დამილოცე მეგობრები,გთხოვ ღმერთო გულით,
ნუღარ მოაკლებ მათ შენს წმინდა მადლს და სიკეთეს!
მე ხომ იმათგან შევისწავლე ვიყო ერთგული
და მხოლოდ მათი იმედებით ველი სიბერეს!

ხატია ფაცია
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
კარგები ხართ კველანი და წარმატებებს გისურვებ,და თუ ხმის მიცემაა მე მანანა ფრუიძეს მივცემ ხმას ძალიან მომწონს თქვენი ლექსები :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მეც მარი, მართლა ძალიან მაგარია! უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ რაა. გმერთმა ამრავლოს მასეთი სულით ლამაზი ხალხი! მეც ვუსურვებ ყველას წარმატებებს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარეთ გოგოებო, კარგები ხართ შემოგევლეეეეთთ!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined20 Dec 2007
Posts24
კარმა50
OFFLINEPROFILE
თქვენ გენატრებათ ლოჟა - პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი ზღვას უნაპიროს,
ცოოოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
gogonia wrote:
ციტატა:
თქვენ გენატრებათ ლოჟა - პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი ზღვას უნაპიროს,
ცოოოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

ეგ გალაკტიონია.შენი შემოგვთავაზე რამე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined20 Dec 2007
Posts24
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხლავე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined20 Dec 2007
Posts24
კარმა50
OFFLINEPROFILE
\"თქვენი ნატვრა\"ში ამ წუთა ს შემოგთავაზეთ ცინცხალი ლექსი ექსპრომტად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ახლა დაბნეული ბილიკს მივუყვები,
ვეძებ უსაშველოდ პირიმზეს
ჩემი თანამგზავრი მხოლოდ წვიმა არის,
მიწა მეკითხება რატომ ტირი დღეს.
ფეხშიშველი ვდგევარ თეთრი მოსასხამით,
მგლები ყმუიან და მაშინებს,
მიწას ფეხს ვაშორებ ტალახში ამოსვრილს,
მგლებთან ვეშვები და მატირებს.
ცისარტყელა გაჩნდა,ფერებს ვესესხები,
ქარი ამოვარდა მაგიჟებს,
ყვავები კორტნიან ცისარტყელას თურმე,
საშველი აღარ არის მაშინებს.
ვულკანი ამოიფრქვა, მიწა შებარბაცდა,
სიკვდილი ახლოს დგას და ხარხარებს,
რაღა მეშველება, რაღა გადამარჩენს
სიკვდილი დამცინის და მაწვალებს.
უცებ ცა განათდა მზე ამობრწყინდა
სხივი მაჩუქა და მიხმობს მზე,
მძივად დავეკიდე დაღლილ დაქანცულმა
გულიც ვიტკინე და სულიც დღეს.
ჯოჯოხეთის კართან უკვე აღარ ვდგევარ,
ბილიკს მივუყვები მშვიდად მე,
რწმენა დავიბრუნე ,ღმერთმა შემინდო
დაახლა რაღა მომკლავს უკვე მე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
რად ვეჭიდები იდუმალებით ჩავლილ წარსულ ხავსს?_
ხვედრად ბოძებულს ღვთისგან ოდეს ტკივილად გავნვლილს,
ან რად არ ვუსმევ სამუდამოდ ყველა გრძნობას ხაზს?_
დამცირებულს და მხოლოდ ყალბი დინებით ჩავლილს...
ვისღა შევსჩივლო შეცდომებზე? პასუხს ვის მოვსთხოვ?
მხოლოდ თვითონ ვარ ყველა ცოდვის ძალა დამშვები,
მე ვარ სიგიჟე,ვარ სიცრუე და ვარ თვით ცოდვა,
სწორედ ამიტომ ბევრჯერ სულით დაბლა დავეშვი.
და სინანულიც წარსულს უმზერს აწმყოს სარკეში,
ის მე ვარ...მე ვარ... ვაღიარებ ჩემს ნამდვილ სახეს,
ეხლა კი ვდგევარ დაჩოქილი კვლავ ღვთის წინაშე,
ლოცვა ამაცდენს დემონთაგან დაგებულ მახეს!
ავდგები, ისევ გავუყვები გადაპეტნილ გზებს,
ბევრი სიმუხთლე,ისევ ბევრი მელის სიყალბე,
მეტი სიფრთხილით გადავივლი წინ აღმართულ გზებს
და უკეთესად გადავარჩევ ცუდს და სიკარგეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ამდენი ლამაზი და თბილი სიტყვისთვის...

ქუთაისი

დამფრთხალი სული კბილით მიჭირავს,
კედელზე აჩრდილს მასპინძლობს სარკე,
გულისწამღებად მოთქვამს ჭრიჭინა
და შვინდის ტოტი აწყდება სარკმელს.

სუნთქვას მიჩერებს სიჩუმე მკაცრი,
დრო ქარაფებში მდინარედ მირბის,
მოწამეთასთან ამოდის კაცი
და თმებში მაწნავს ყვავილთა გვირგვინს.

სხეულში ქრება ლოდინით დაღლა,
ათას მადლობას ვწირავ მარჩენალს,
რომ შემობრძანდა სიზმარში ახლა
ჩემი ოცნების გადასარჩენად.

შორით ორეულს აწყდება თვალი,
ცოდვილი სული კბილით მიჭირავს,
ტაძრის სიღრმეში ლოცულობს ქალი
და მარტოობას მოთქვამს ჭრიჭინა...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
დუელი

ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი,
ნესტოებს მიწვავს მწკლარტე სუნი გვიმრის და ანწლის,
მერე დუელში გამომიწვევს ჭაღარა დენდი
და თეთრ ხელთათმანს სილასავით სახეში მაწნის.

მე ხომ ქალი ვარ! დუელი და ქალი ვინა სთქვა,
საკინძეს მიხსნის ავარდნილი ლერწმებში ქარი,
სამიზნედ მიჩანს ძუძუსთავი მინა-მინანქარს
და მითრთის ტყვიით გაკაწრული მარცხენა მხარი...

ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი
კრიალოსანზე დამიმარცვლავს სიცოცხლის წამთა,
მზერას ავუსხლეტ გამომწვევად შიშველი მკერდით
და დუელს აგებს მერამდენედ საკუთარ თავთან...

მანანა ფრუიძე
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2008
Posts28
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნეტავ შემეძლოს

მე ვინატრებდი შენს სიყვარულს , ალალს და ძლიერს.
და მთვრალ თვალებში გავხედნიდი დემონთა რემას,
მერე არტახებს ამოვდებდი ამ გრძნობებს, წიე..

დავარწყულებდი წითელ ხარებს რუხაძის წყალთან,
ხელს ავუქნევდი ეზოს ბოლოს მოფრენილ ჭილყვავს,
წუთით პირისპირ დავრჩებოდი საკუთარ თავთან...

ვინ იფიქრებდა, თავად მაცდურს, საცდურით მძლიე,
თვით ზეციერი უყურებდა სულ-ხორცის გვემას,
შენ გავედრებდი იმ ზეციერს, ჩურჩულით,წიე...

აპეურიდან გამოვხსნიდი გაპოხილ ბაწარს,
გავუსწორებდი მობრეცილ ფეხს სავახშმე ტაბლას
და მსუყე წერტილს დავუსვამდი ამქვეყნად წანწალს...

თეთრი გუგები შეიშრობდნენ სურვილებს მშიერს,
შემოამტვრევდა კარის ურდულს კივილით ქარი
და ცივ ბაგეებს ააცლიდა შენს სახელს ,წიე..

მანანა ფრუიძე
=tavfx=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 276 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი