|
მაპატიეთ ხალხო, ვეღარ შემოვდივარ ხშირად, არადა რამდენი რეცეპტი მინდა დავწერო,სახლს ვამთავრებთ და დავრბივართ აქეთ იქით ვის სცალია ინტერნეტისთვის, მაგრამ იმედია გამოვსწორდები, მიყვარხარ ყველა, დაგიწერთ ახალ რეცეპტს შეიძლება იცით მაგრამ მე ძალიან მიყვარს, აიღეთ ბადრიჯანი, 3-4 საშუალო ზომის გარეცხეთ მოაჭერით თავები, ჩასერეთ გვერდიდან, ქირურგიულად ისე რონ 2-3 თითი შეგეტიოთ და მარილი წაუსვათ შიგნიდან, მერე რაც კი მწვანილი გაქვთ ოხრახუში ქინძი რეჰანი, ნიორი წვრილად, აურიეთ ეს ყველაფერი (წვრილად დაჭრილი)ერთმანეთში, და გამოტენეთ ბადრიჯნები, გააჩნია ტაფას, ჩემსაში 4 ეტევა,მერე აიღეთ 3-4 პომიდორი სადილისთვის ე.ი რბილი გააცალეთ კანი შეგიძლიათ კანიანათ შუაზე გაჭრათ და გახეხოთ სახეხზე, უფრო ადვილია და თუ დარჩა ნაიმე დაჭრილი მწვანილი აურიეთ, დავასხათ ტაფაზე ზეთი შევწვათ ეს ბადრიჯნები, ჯერ იმ მხრიდან სადაც გაჭრილია, მერე აბრუნეთ ყველა გვერდიდან შეწვით და როცა მზად იქნება, დაასხით ეს პომიდორი,თუ გაქვთ და გიყვართ მწარე წიწაკა მწვანილში აურიეთ, წვრილად დაჭერით, თუ არა და ნუ(როგორც ის ოსი იტყოდა)დაახურეთ ტაფას სახურავი, დააცადეთ გამზადდეს ეს პომიდორიც შესქელდება და რომ გასინჯავთ მიხვდებით უნდა ასე 15 წუთი, საშუალო ცეცხლზე, მარილი არ დაგავიწყდეთ პომიდორს უყავით , გემოვნებით აი ასეთი რეცეპტია.თუ მოგწონთ ხომ კარგი.
|