Cherub wrote:ციტატა:
მაპატიე, ახალი ვარ და არ ვიცოდი სად და როგორ უნდა გამეკეთებინა

თან რომ გადავხედე და ამ თემის, საერთოდ სამედიცინო და ფსიქოლოგია ფსიქატრიის თემის უკმარისობა შევნიშნე, მიუხედავად საიტის ფორმატისა, რომელიც როგორც ვხვდები სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ქართულ დიასპორას ემსახურება, მაინც ვცადე შემექნა ასეთი თემა. თუ შეიძლებე მასწავლეთ როგორ მოვიქცე
პატივისცემით გიორგი
საბოდიშოს ვერაფერს ვხედავ. რა არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ სად დადეთ ასეთი არა მარტო საინტერესო, არამედ დგევანდელობის საგანგაშო თემა. ვფიქრობ,დღევანდელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით. თუმცა დასავლეთს სექსუალური რევოლუციის 4 ათეულ წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, საქართველოში ეს პროცესი დღეს შეინიშნება. ჩვენ ხომ არაფერში \"ჩამოვრჩებით\" დასავლეთს. თუმცა სიბრძნე ის იქნებოდა მათი გამოცდილებიდან დასკვნები გაგვეკეთებინა.ცოტა მეტი კონსერვატორები რომ ვყოფილიყავით და ტრადიციებისადმი მეტი ერთგულება შეგვენარჩუნებინა, შესაძლებელია შიდსის ვირუსი ასე დიდი საშიშროება არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის და მხოლოდ ერთეული შემთხვევებით დაფიქსირებულიყო. ამას თან ერთვის სოციალური ნიჰილიზმი და აპათია, რაც თავის მხრივ ადამიანებს უბიძგებს არარეალურ განზომილებაში ეძიონ შველა-სულიერი სიმშვიდე და ასეთს განეკუთვნება ნარკოტიკები, სასმელი და ა.შ. და ვინაიდან, შიდსის ვირუსი სექსუალური კავშირითა და სისხლის საშუალებით გადადის, ადვილი მისახვედრია თუ რა საშისროების წინაშე დგას კაცობრიობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემაზე განგაშის ატეხვა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. საშიშია არა მარტო დაინფიცირებული სამედიცინო იარაღები, არამედ სისხლისგან დამზადებული პრეპარტებიც, ხოლო დაუცველ სექსზე და სექსის პარტნიორთა სიმრავლე სა და აღვირახსნილობაზე ლაპარაკი არ ახალია.გავიხსენოთ ქუთაისში მომხდარი ფაქტი, სადაც ბავშვები დაავადდნენ სისხლის გადასხმის გზით.
Cherubi, მივესალმები თქვენს დადებულ თემას, მხოლოდ ის მაწუხებს წაიკითხავენ თუ არა ის ახალგაზრდები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ განათლებას ამ თვალსაზრისით. მეეჭვება, რომ ისინი ამ საიტებზე \"კლავენ დროს\",ისინი ჯეობარის \"კულუარებში არიან მიმობნეულნი\". ტუმცა, არა მარტო რიგითი მოქალაქეები საჭიროებენ ინფორმაციას. საქართველოს სამედიცინო სისტემა და მომსახურე პერსონალიც სასურველისგან შორს არიან.=sher=