მე ისედაც საქართველოში ვარ, მაგრამ მაინც ჩავერთვები დისკუსიაში...
120-130 ლარი, უკვე, თუ ვიმსჯელებთ, იქიდან გამომდიანრე, რომ დღითიდღე იზრდება ტრანსპორტის ფული, ერთ ადამიანს არ ეყოფა თვეში გადაადგილებისათვი...რომელი მეორე ოჯახის წევრის ტრანსპორტირებაზეა ლაპარაკი და მითუმეტეს ოჯახის შენახვაზე???....
რადგანაც ასე უცაბედად და უცერემონიოდ იზრდება ფასები ყველაფერზე, მე ვფიქრობ, რომ საშუალო ხელფასი, 120-130 ლარის ოდენობის, მთავრობას უნდა გაეორმაგებინა

...
სულ მცირე 700-800 ლარი მაინც უნდა იყოს საშუალო შემოსავალი, რომ ოჯახმა არ იშიმშილოს...და ახლა მარტო ჭამაც ხომ არაა???...
ასე რომ ამ მხრივ საქართველოში ისევ ძალიან ცუდი პირობებია... მე ასე ვიტყოდი...
გამოსავალი ცოტა ძნელი მოსაფიქრებელია...
მაგრამ ერთს კი ვიტყოდი...ძალიან კარგია, რომ გალამაზდა თბილისი, რომ მოასუფთავს მაგ: ვაგზლის მიმდებარტე ტერიტორია და "აყარეს" გარემოვაჭრეები, მაგრამ ამით საარსებო მინიმუმი წაართვეს საქართველოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს...რომლებიც ჯერ ისევ ყიდვა-გაყიდვების შიდა ბიზნესით ირჩენს თავს...ამას თუ აუკრძალავ და გაუყიდი "დეზერტირების" ბაზარის შენობას...ამით ბევრს აგდებ ცუდ მდგომარეობაში...
ჯერ შექმნას ახალი საწარმოები, მოიზიდოს ინვესტორები და მთავარ პირობად დაუსახოს ყველას, რომ სამუშაო ადგიებს შექმნიან ქართველებისათვის და მერე მოშალოს ეს "სიმახინჯეები" და გადაიყვანოს ხალხი ახალ სამუშაო ადგილებზე...
მე ასე მესახება...
და არა პირიქით...ჯერ აშიმშილო და შადრევნები აყურებინო...და ძვირადღირებული ნაძვისხეებითა და ფეიერვერკებით დაუბრმავო თვალები..გიგანტური ხაჭაპურებითა და ამოტყიპნილი გიგანტური გოზინაყებით

)))
საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, არ ეკადრებოდეს, გმირთა მოედანზე იაფფასიანი შადრევნის უქონლობა .გაგვიგებდა საზვარგარეთი ....:))))))))))))))))))))))და G. W. BUSH-ის ქუჩაზე ფასადებ გადაუღებავ შენობებზეც თვალს დახუჭავდა...
სიტყვა გამიგრძელდა ;))))))))
ამის წამკითხავი არავინაა ;)))))))))))