↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს _ თვლემას.
იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
მიდი ჭიანჭველასთან მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.
ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსვალის აღებისას.
როდემდე უნდა გეძინოს მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
მცირე ხანს გასტანს შენი ძილი , მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღდასხმული კაცივით _ შენი გაჭირვება.
უგვანი ადამიანი , ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
თვალებს ჭუტავს , ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის.
ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
აჰა ექვსი რამ უფლის საძულველი, და ასა, შვიდი სიბილწე მის თვალში.
ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლისმღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების აღმომსუთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შEმოხვეული,
მგზავრობის წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
რომ გიფარავდეს ავი ქალისგან , უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სული მომნადირებელი.
თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში წაუკიდებლად?
თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხალზე ფეხების დაუწველად?
ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან ფდა მიეკარება მას.
არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია, წაუსწრებენ და შვიდწილ ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას.
ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალება შურისგების დღეს.
არ პატიობს, არ იღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1 posts ] 
დესპანი