- მამიკო, სულ \"უფულობა, უფულობა\" რომ მესმის, რას ნიშნავს უფულობა?
- ოო, შვილოო... ფული - ეს ბევრი რამეა; ეს შამპანურებია, მაგარი მანქანები, ქალები...
- უფულობა?
- უფულობა - ლუდია, ტროლეიბუსია და... დედაშენია...
ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა.
- ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ? - ეცა ძაღლის პატრონი.
- არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!

- თქვენ ბუასილი გაქვთ, და ამასთანავე სკლეროზი.
- მადლობა ღმერთს! მე მეშინოდა, ბუასილი არ მქონოდა.
- ბატონო, თქვენ გურული ბრძანდებით?
- პირიქით, ბატონო, მე მეგრელი ვარ.

ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.
- როგორა ხარ?
- გადასარევად! შენ?
- მე გადავირიე უკვე!
