elchi wrote:ციტატა:
და კიდევ ერთი სასწაული ჩემთვის. შვილი მონათლული მყავს რეანიმაციაში. ყველა ექიმი და იმ დროს ყველაზე ცნობილი პროფესორები გვეუბნებოდნენ, ბავშვი არ გადარჩებაო. 9 თვისამ, 7 თვე სხვადასხვა საავადმყოფოების სარეანიმაციო განყოფილებებში გაატარა. ეკლესიაში, შემამჩნიეს და გამომკითხეს, ბავშვი თუ არის მონათლულიო.
როდის უნდა მოგვენათლა, 2 თვის უკვე მძიმედ გვყავდა-მეთქი. მირჩიეს აუცილებლად მონათლულიყო.
ვთხოვე მამაო ზაზას, / ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში სწირავდა/ რაზედაც სასწრაფოდ მოითხოვა ყველაფერი მომეგვარებინა,რომ ნათლობა არ გადაგვედო. შევიდნენ პალატაში და გააქრისტიანეს ჩემი შვილი.
ამ დგის შემდეგ, მე ბავშვი საავადმყოფოში აღარ მიმიყვანია. რომ იტყვიან დღითი-დღე გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა პატარა. დღეს უკვე 11 წლისაა.
მე ვთვლი, ეს პატარა ანგელოზი ღმერთმა მაჩუქა.

გმერთმა ჯანბრYელი და ბედნიერი გაგიზარდოს=ko=
