*qeta* wrote:ციტატა:
ამ თემის გახსნა, აქაური სიტუაციის დაკვირვებამ მიკარნახა...
იცით თქვენ როგორ მიყვარხართ ყველა, მაგრამ ამ ბოლოს რაღაც დაძაბული ტენდენცია შეიმჩნევა ჩვენს ფორუმზე და არაამე მგონი ეს ამბავი კარგი, აქ ჩვენ ერთმანეთის განსატვირთად, ნაცრისფერი გარემოს და უარყოფითი ემოციების მოსაშორებლად შემოვდივათ, ჩემის აზრით ...
სადაც ხალხმრავლობაა იქ გარკვეული მიმართვის, ურთიერთობის და ქცევის წესებია აუცილებელი..ფორუმი მოწესრიგებული სისტემაა და ქაოსს არ გულისხმობს...
რას იტყვით ა???
ერთად ხომ არ დაგვედგინა ჩვენი სამეზობლოს წესები .რათა შემდეგ პატივი ვცეთ და დავიცვათ ისინი თითოეულმა ჩვენგანმა!!!მოდით მაინც ვცადოთ,
მე შემდეგ პუნქტებს შემოგთავაზებთ
წესი :1) მოვეფეროთ ერთმანეთს!!!
2) პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს!!!
3) კომპეტენციური ინფორმაციის გადაცემა მივანდოთ ჯიმის და არ ვიყვიროთ საჯაროდ!!!
4) ვეცადოთ შევქმნათ დადებითი ემოცია და მხიარული გარემო!!!
ასე...
თუ მეთანხმებით გააგრძელეთ,
თუ არ მეთანხმებით მოკლედ დაასაბვუთეთ რატომ და გააგრძელეთ.. ასე ერთად შევქმნათ დესპანის წესები.. შემოსასვლელ კართან
დავკიდოთ და დავემორჩილოთ!!!!
ქეთა დიდი მადლობა,ძალიან კარგი ადამიანი ხარ როგორ გეტყობა?!. მშვენიერი იდეაა ჩემო კარგო, აქ რომ შემოვდივარ ხანდახან მავიწყდება,რომ კომპიუტერის ეკრანის წინ ვზივარ, იმდენად ვიჭრები სასიამოვნო ხალხთან კითხვა-პასუხების წერაში და საუბარში,რომ თავი მართლა ერთ უჩვვეულო, პატარა სახლში მგონია,სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ და ყველა (უმეტესად კი საქართველოდან მოშორებით მყოფი ქართველები) ერთმანეთს იმ სითბოთი ვუქარწყლებთ იმ მონატრებასა და მისგან გამოწვეულ მტკივნეულ ნოსტალგიებს,რაც აქ დესპანზე გამოიხატება ჩვენს ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებებში,ხოლო იმ \"პატარა სახლს\" კი ჩვენი საქართველო ჰქვია!.. კიდევ დავამატებდი იმას, რომ ერთმანეთი ვანუგეშოთ ,როცა გვიჭირს და სულიერად ამოვუდგეთ მთელი ჩვენი გულებით მათ, ვისაც ეს ნამდვილას სჭირდება! ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო საყვარელო დესპანელებო და საერთოდ ქართველებო! ქეთა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გკოცნი ბევრს! ღმერთი გფარავდეს!