იმ დეზერტირს გაუმარჯოს, 1945 წლის 8 მაისამდე,ტყეში იმალებოდა და 9 მაისს ,დათვმა შეჭამა.
ისეთ ევროპელს გაუმარჯოს, პიჟაკ-ჰალსტუხში გამოწკაპული,ველოსიპედით მიძგრიალდება ,სამსახურში.
ვისაც ოთარაანთ ქვრივი არ წაუკითხავს და ბლანკოს ქვრივზე ღვრის ცრემლებს,იმათაც გაუმარჯოს.
იმ ფორუმელს გაუმარჯოს, მეათედ დახურულ,ქალიშვილობის თემას,მეთერთმეტედ გახსნის.
სარიშვილს გაუმარჯოს!
ცოლს რომ ზღვაზე მარტო გაუშვებს დასასვენებლად და ძაღლითვის ყარაულს დაიქირავებს,ისეთ მასტებსაც გაუმარჯოს.

მე გამიმარჯოს,მილიარდ ტრისტა საქმე მაქვს და ფეხმოტეხილ ინდაურზე ვფიქრობ,ახალი წლის ღამეს ,საცივის ქვაბის მაგიერ, თაბაშირში რომ ჩაუსვეს ბარკალი.