
ძვირფასო ფორუმელებო, სანამ შეუდგებოდეთ აქტიურ ფორუმულ მოღვაწეობას, გთხოვთ გადაიკითხეთ ეს თემა და ზოგადათ გაეცანით , ფორუმს.
დესპანის ფორუმი , ქართულენოვან ფორუმთა შორის არის ერთ-ერთი დემოკრატიული ფორუმი,სადაც თქვენ საშუალება გაქვთ ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება,დისკუსია გამართოთ თქვენთვის სასურველ თემებზე და იგრძნოთ თავი, ონლაინურ ურთიერთობზე აგებული საზოგადოების, აქტიურ წევრად.
ფორუმზე ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, განურჩევლად რასის,სქესის და სარწმუნოებისა ( :smilie:რათქმაუნდა ქართული ენის მცოდნეებს ,ეხება)
ჩვენს ფორუმს, განსხვავებით სხვა ფორუმებისგან ,აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა-ქართველ ემიგრანტთა გაერთიანება, სითბო და "საკუთარი სახლის" პირობების შექმნა.
უცხო სათვისტომოში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს,ხშირად არ აქვს საშუალება, თავიანთი განცდები,მონატრება, პირადი ცხოვრებისგან გამოწვეული ტკივილები თუ ბედნიერება უცხოელებს თავს მოახვიონ, ფორუმზე კი გაქვთ შანსი, თქვენს ვირტუალურ მეგობრებს გაუზიაროთ თქვენი ემოციები, თავისუფლად და კომპლექსების გარეშე, რადგან ფორუმის თითოეული წევრი ანონიმურია,დაცული და რაც მთავარია არ არის შეზღუდული ფორუმელი, ადმინისტრაციის მიერ თუ გათვალისწიებული იქნება შემდეგი პირობები რაც ფორუმის განყოფილებების წესებშია აღწერილი.
:wink: ალბათ ახალ ფორუმელს უჩნდება კითხვა ,როცა ხედავს ფორუმის მომხმარებლის ტიტულში ჩაწერილ სიტყვას "მოდერატორი"
მოდერატორი არის ადმნისტრაციის ნდობით აღჭურვილი პირი,რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის შექმნას სასიამოვნო გარემო დისკუსიებისთვის.
რადგან შეუცდომელი არავინ არის და რათქმაუნდა მოდერატორებიც, განყოფილება "ფორუმის შესახებ" სწორედ მაგიტომ შეიქმნა.
თუ თქვენ თვლით , მოდერატორმა გადააჭარბა თავის უფლებებს, გერთმევათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება, იშლება თქვენი წერილები და ა. შ, გთხოვთ დაუყონებლივ გახსნათ ამ განყოფილებაში თემა,რომელიც ეხება თქვენი უფლებების დაცვას.
ძვირფასო ფორუმელო, შენ ხარ ფორუმის ისეთივე სრულუფლებიანი წევრი,როგორც სხვა ფორუმელები და მოდერატორები.
ამიტომაც ნებისმიერ დარღვევაზე გთხოვთ თქვენ მოსაზრებას! მაგალითად შედიხართ განყოფილებაში სადაც შესაძლოა მოდერმა დაწეროს "ჩემი განყოფილება" თქვენ როგორც დესპანის წევრს,სრული უფლება გაქვთ შესწორება შეუსწოროთ გადაჭარბებით გამონათქვამში ანუ ასეთი სახის შესწორება, "ეს არის განყოფილება, სადაც თქვენ მოდერობთ" ( ეს მხოლოდ მაგალითია)
ორიოდე სიტყვა ფორუმის თემატიკაზე..
ფორუმი დაყოფილია განყოფილებების და თემების მიხედვით, სათაურებიდან უკვე ჩანს,რა სახის დისკუსიაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ეს იქნება ჰუმანიტარული თუ ტექნიკური განხრის მსჯელობის საგანი.
თქვენი მოვალეობაა, მაქსიმალურად პატივი სცეთ სხვის აზრს, არ გახსნათ თემები რომლებიც ეწევა არასწორი ცხოვრების პროპაგანდას,სხვადასხვა რეკლამირებას და ა. შ (პირადი,სათავგადასავლო ამბების გამოქვეყნების დროს,იხ.წესები ქალის და მამაკაცის განყოფილებაში)
ასევე ფორუმზე არ იზღუდებით თქვენი მრწამისა ან რელიგიებთან დაკავშირებული მოსაზრების გამო, თუ თქვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ბრძანდებით, გვაქვს კონკრეტული განყოფილება "მართლმადიდებელთა კუთხე" თუ თქვენ რელიგია გაინტერესებთ როგორც მხოლოდ მეცნიერების დარგი, შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი წერილები "რელიგია და მეცნიერების" განყოფილებაში.
:wink: "ფორუმის შესახებ"-ში თმების გასახნელად კი გვაქვს რამოდენიმე მარტივი წესი,რომლის შესრულებაც აუცილებელია.
ე.ი თამამად, აქ ვხსნით თემებს რომლებიც შეეხება დესპანის ფორუმს.
საჩივარ თემებში კი გთხოვთ კონკრეტულად მიუთითეთ თქვენი განაწყენების საბაბი , ასევე კონკრეტული სათაურით.
ისეთი ტიპის თემები, რომლის სათაურში დაწერილ აბსტრაქტულ ცნებებს,შესაძლოა ჰქონდეს უმარავი მნიშვნელობა და აღქმა, ამ დროს კი თემის ავტორი არ აკონკრეტებს თუ რა იგულისხმება სათაურში, თემა დაიხურება.
მაგალითად იხნება თემა "ფორუმზე ,უცენზური ტოპიკები უნდა გაიხსნას?" თუ ასეთ თემაში ,ავტორი არ აკონკრეტებს რას ნიშნავს მისთვის "უცენზურო ტოპიკი" თემა დაიხურება რადგან ადამიანების ინტიმური ცხოვრების დეტალების აღწერა,ზოგითვის "პახაბნია" ზოგითვის მისაღები და ა. შ.
:wink: ჯერჯერობით ეს არის. have fun..
იგულეთ თქვენი მონა-მორჩილი, თქვენი უფლებების დაცვის სამსახურში.
წესებში, ცვლილებების შეტანის,ჩასწორების, ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრაციას.
პატივისცემით, მარიამი