
:dl: როგორც რევოლუციების მოყვარული ადამიანი, მინდა ავღნიშნო რომ კომპანია Apple-მა სწორედ რომ რევოლუცია მოახდინა მობილურების ინდუსტრიაში.
ალბათ იცით,ან ვინც არ იცით იხილეთ ვიდეო.
http://video.google.it/videoplay?docid=7063257898235967577&q=iPhone&total=9804&start=0&num=10&so=0&type=search&plindex=0
რომ კომპანიამ უკვე რეალიზება მოახდინა iPhone -ს
ცოტაოდენი ინფორმაცია მობილურის შესაძლებლობის ტექნიკური დეტალების შესახებ.
[img width=175 height=250]http://up.pixgeo.com/out.php/i31_gsmarena108.jpg[/img]
მობილური ძირითადად არის,
სამართავი პულტით დაპროგრამებული ფართოეკრანიანი აიპოდის და ულტრათანამედროვე კომუნიკაციების მოწყობილობის ერთიანობა.ელექტრონული ფოსტის,ვებ ბრაუზერების საძიებო სისტემა,რუქები და ა.შ
მის ზედაპირზე,მრავალჯერადი შეხებით შეგვიძლია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება, :er: და აი ეგრე "თითის დათაუჩებით:
სამართავი მობილეა.
მასში ჩამონტაჟებული,სინათლისა და მოძრაობის სენსორი, ავტომატურად იტენება და ელემენტის მუშაობის ხანგძლივობას ზრდის.
:ea: მუსიკის მოყვარულთ ფართო არჩევანი აქვთ,რადგან მობილური შეიცავს 4 ან 8 გიგაბაიტიან ინტეgრირებულ მეხსიერებას.
:er: აღარაფერს ვამბობ 3,5დუმიანი ეკრანი რაოდენ მოსახერხებელია ვიდეო ფაილებისა და სატელევიზიო გადაცემების საყურებლად.
მაგრამ მობილურის ტექნიკური მაჩვენებელი უსუტესია (ჩემი აზრით) აქვს მხოლოდ 2 მეგაპიქსელი კამერა, არ არის მესამე თაობის მობილური (მხოლოდ 2.5G )და მთავარი არ აქვს HSDPA -ს ტექნოლოგია ათვისებული.

ევროპაში კი მობილურის აქტიურ მომხმარებლებს და განსაკუთრებით ნოკიას ფანებს, ჩემი აზრით სტივ ჯობსის პროდუქცია ვერ გადაიბირებს, როგორც ის *იქადნება*
ცოტა მოგვიანებით ,დაზუსტებულ ინფორმაციას დავწერ ევროპის ქვეყნების მარკეტში არის თუ არა გაყიდვაში მობილური.
თუმც დანამდვილებით ვიცი რომ ამერიკაში მობილური ოპერატორის Cingular networks-ის ავტორიზაციით კაი ხანია უკვე გაყიდვაშია, მაგრამ სხვა ქვეყნაში, ან სხვა ოპერატორის სიმბარათზე ტელეფონი არ მუშაობს და არც კოდის მოხსნა არის შესაძლებელი.
თუ ხართ iPhone-ს მომხმარებლები დაწერეთ ტელეფონის პლიუსებისა და მინუსების შესახებ, თქვენი სურვილი რომ იყოს სხვა მწარმოებლის მობილურის მაგიერ ჩაანაცვლებდით თუ არა ეფლის პროდუქტს და თქვენი პროგნოზი ,იქნება თუ არა ევროპაში და საქართველოში ეს მობილური კონკურენტუნარიანი?? (ნუ დაივიწყებთ ნ95 უკვე გამოსულია და წარმატებით იყიდება)