შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
არამარტო ქართველებს გვიყვარს მაკარონისგან მომზადებული კერძები. მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ იტალიურ სამზარეულოს ალბათ თქვენც კარგად იცნობთ.გერმანიაში ძალიან ხშირად მიირთმევენ ბურღულეულს,განსაკუთრებით კი მაკარონს.აქ შეხვდებით ნებისმიერი ზომის,ფორმის ცომის ფირფიტებს,სხვადასხვა დიზაინითაც კი.მაგალითად,ჩვენებური პელმენივით,ოღონდ გულში ხშირად ისპანახი ან ყველიანი ფარში დევს,მეტად სახელგანთქმულია ლაზანია,რომლის რეცეპტსაც ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.ახლა კი მაკარონის სალათი,რომელსაც ხშირად ვამზადებთ და გემრიელადაც მივირთმევთ:მოხარშული მაკარონი,მოხარშული კვერცხი,მოხარშული კარტოფილი,კიტრის მწნილი,ვაშლი,პომიდორი,კალბასი,ოღონდ ჩვენთან მოხარშულს რომ ვეძახით,მაიონეზი,ოხრახუში,პილპილი და მარილი გემოვნებით.სცადეთ აუცილებლად!
ლაზანიას მეც ძალიან ხშირად ვაკეთებ. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, რომელ ყველს იყენებთ? ინტერნეტით მოვძებნე რეცეპტები, მაგრამ ხან მოცარელა წერია, ხან რიკოტა, ხან ჩედარი.
ეხ გადაბრუნდება საფლავში ის ჩინელი ვინც მაკარონი მოიგონა მერე რომ მიითვისეს იტალიელებმა მე კარგი რეცეპტი ვიცი ისეთი თითებს ჩაიკვნეტთ (მაია შენ რომ შექმნი კი ვიცი)ხვალ შემოვხოხდები და დავწერ, კეთდება მაკარონი ფარში და ბესამელით ზეოდან დარწმუნებული ვარ მოგეწონებატ ჰქვია პასტიციო.
აჰა პასტიციო აიღებთ მსხვილ მაკარონ სპაგეტის ყველაზე მსხვილს ნეკის სისმხოები მაინც უნდა იყვნენ და გახვრეტილი, ე.ი შუაში სიცარიელე, მოხარშავთ ამ მაკარონს შემდეგ აიღებთ ფარშს ხახვს მოხრაკავთ ტაფაზე ცოტა ნიორთან ერთად, ჩაუშვებთ ამ ფარშს, დაახ ნახევარი კილო უნდა,ჩაამატებთ ცოტა 1-2 ცალი გახეხილი პომიდორი და მარილი-პილპილი,თან ურიეთ მზად რომ იქნება გადმოდგით, შეაგრილეთ ,და დაამატეთ ორი კვერცხის ცილა ათქვეფილი. მერე აიღეთ გამჭვრივალე ოვალური ზუსტად სააერღუმელე ჟარუნა, რა ვიცი ევროპის ყველა მაღაზიაში იყიდება, ან ჩვეულებრივი ჟარუნა წაუსვით კარაქი როგორც ტორტისათვის მოაყარეთ საფანელი(დაფხვნილ სუხარს რომ ვეძახით)ჩადეთ ეს მოხარშული მაკარონი, მოაყარე გახეხილი მაგარი ყველი ზემოდან მოაფინეთ ფარში (ფარში ძროხის ხორცისა) გახეხილი პარმეზანა, ერთი ჭიქა მაინც, ისევ მაკარონი და ფინალისთვის უნდა გააკეთოდ ბესამელი, კეთდება შემდეგნაირად, 3 კოვზი ფქვილი 3 კოვზი კარაქი 1 ჭიქა რძე, დაადნე კარაქი ერთ ქვაბში ჩააყარე 3 კოვზი ფქვილი და თან ურიე გამეტებით არ აიკურწლოს მერე დაასხით 1 ჭიქა ადუღებული რძე და თან ურიე ძლიერად, ერთს რომ შემოგაფურთხებს მზადაა,(მე 2 ჭიქისას ვაკეთებ,ეი 2 ჭიაქ რძე 6 კოვზი ფქვილი და ა.შ, ვისაც უნდა მეტი გააკეთოს, თუ ნახავს არ ჰყოფნის 3 ჭიქა რძე და ა.შ.) აიღე ეს ბესამელი გაატარე ძალიან წვრილ საცერში კურწლები რომ არ შეყვეს და მოასხი ამ მასას მაკარონს ,ფარშს 200 გრადუსზე აერღუმელში, რომ შეწითლდება ზემოდან მზადაა.პს ფორმაში ზუსტად უნდა ეტეოდეს ეს მასა როგორც ფეხი ფეხსაცმელში(მიხვდით) არც პატარა არც დიდი.ღუმელი წინასწარ გააცხელეთ კარგ მადას გისურვებთ[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1076_Image251.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1076_Image251.jpg[/IMG][/URL]
აი ფრანგული ლაზან ძაან გემრიზლია,მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე,მაგრად მიყვარს,თქვენ არ დაგიწერთრეცეპტს :co: :co: :co::co:ჰი ჰი ჰი,არ მოგცემთ რეცეპტს ეს მხოლოდ მე უნდა ვჭამო
ნათიკუ, შენ იმხელა შრომა გასწიე, და იმხელა რეცეპტი შემოგვთავაზე, სულაც რომ არ მიყვარდეს მაკარონი და ეს მერწმუნე ასეცაა,მარტო შენი შრომის დასაფასებლად გავაკეთებ , სხვა რომ არაფერი ვთქვა. :handeating: :handeating: :handeating: :handeating: :mmmm: :mmmm: :mmmm: :mmmm: :mmmm: :mmmm:
გაიხარეთ ყველამ ვაფასებ იმას რომ ჩემს მცდელობას რაღაცა მაინც გადმოგცეთ ჩემი კულინარიული შესაძლებლობებიდან ჰპოვა გამოძახილი დესპანელ ქალბატონებში, დაწერეთ კიდევ რა გნებავთ და იქნება და ვიცი რომელიმე ვარიანტი კერძისა იმიტომ რომ რამდენი დიასახლისიც არსებობს იმდენი ვარიანტია გინდა ხინკლის გინდა სოუზის ასე არაა?გოგონებო მიყვარხართ და აბა თქვენი იცით, შექმენით შექმენით. :ura: :ura: :ura: :ura:
გაიხარე, ნათი, პასტიციო მოგვეწონა :D მაგრამ ბესამელი გამომივიდა ძალიან სქელი მე მგონი, რომ გიწერია, მოასხით მაკარონსო, რაღაც მოსხმა არ გამომივიდა, უფრო მივათხიპნ-მოვათხიპნე არა, მაინც ძალიან გემრიელი იყო :D