↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბაზი2002

ვინც ინგლისური არ ვიცით იმან რა ვქნათ? იქნებ ესპანურად ან ქართულად ან რუსულად დადო???
დიდი მადლობა წინასწარ,. ან მითხარით სად ნახე ეს ინფორმაცია და მე თვითონ შევალ, კაი??
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ისე უბედო როგორც სამშობლო წუხელის მთაში მოუკლავთ ჯიხვი... თუ არწივი რა მნიშვნელობა აქვს ყველამ ვესროლეთ, მეც, შენც...

არჩევნები? ვინ როგორ მოიგო და რატომ რა მნიშვნელობა აქვს - ქვეყანაშია ფერები მუქი თუ წითელი და თეთრი ერთიანია.

მთავარია მოიგეს - წითლებმა მოიგეს - თეთრებმა წააგეს
(სად არის ნეტავ გალაკტიონის სული - მთაწმინდაზე თუ არჩევნებში ყუთს გადაფარებული?), არადა თვითონ დაიწყეს პარტია თეთრებმა - მწვანეები ვისღა ახსოვს.

ცუდია ის, რომ ყველა ყავისფერი გახდა - კიდევ 4-5 წელი დომინანტი ისევ ყავისფერი იქნება... თუ წითელი?
ქვეყანას უხარია ნახევრად მაინც -თუმცა სტუდია გაიტანეს - თემო მაგიდის ქვეშ ძვრებოდა და სუბოტექსის აბებს აწვდიდა მამულიშვილთ, ირაკლი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ამნისტია არ შეეხო, ღვინოც დაღვრილა თურმე.... მთავარია ომახიანი დაპირებები არ შემოგაკლდეთ.

სიყვარული? - სიყვარული არსებობს, მაგრამ გადაავიწყდათ - სადღაც კუთხეში მოაგდეს - ფეხი დააჭირეს - ერთმანეთის სიყვარულს კი არა - წრფელ სიყვარულს მიაჭირეს...

ისინიც ტიროდნენ - თქვენ არ იცით - იმათმა უფრო არ იციან - მრგვალთავიანებს კვადრატულთავიანები ეპაექრებოდნენ - და ისინი ტიროდნენ - იმიტომ რომ სიყვარული ჩაწიხლეს - მათ ერთმანეთი უყვარდათ........ ვერ გაუგეს.........
არაუშავს......მთავარია ესროლეს, ყველამ ერთად ჯიხვს სამშობლოს რომ გავდა და არ ააცილეს, ყველას ეხერხება სროლა, ისე ზურგში ხანჯალის ჩარტყმაც ერთმანეთში ნადავლის გასაყოფად არ შეგვეშლება...

გუშინ გიორგი ლეონიძის პერსონაჟი ჩორეხი დამესიზმრა... მოდიოდა შარაგზაზე თმა აწეწილი, სახეგაქვავებული და მოთქვამდა:

\"- ვაი, ნაოხრობას, დაქცეულობას! არ გესმით ნანგრევების ღაღადისი?
- იმარხება საქართველო, იმარხება ქრისტეს კუნძული!
- ღმერთო, შენი მაქვს იმედი! ფეხზე ააყენე ჩვენი მამული, ჩვენი შემფერხებელი ისტორია, მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება! ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველთყლაპია!
- აღსდექ საქართველოვ! - თან ფეხს ღონივრად დაარტყამდა მიწას.
- აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდეს მოძულენი მისნი პირისაგან მისისა!
- ესე არს დღე იგი, რომელ ქმნა უფალმან! ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა! - თითქოს წინასწარ ზეიმობდა ჩორეხის სული. - მალე გავიგონებთ მომავლის ხმას, მალე!

მაგრამ უეცრივ მოიღუშა მისი შავი და მკაცრი სახე.
- შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! რაღა ამოიყვანს?
- რამ შეგადარდა, ჩორეხო?
- რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი, რათ? მესხია რას იგვიანებს? - გმინავდა ჩორეხი. ..\"

\"....აღარ არის ჩორეხი - სამშობლოს ბედით მუდამ მჭმუნვარე, ჭირნანახი, სევდით გულდაღამებული, მხოლოდ წარსულის ტრფიალი, კეთილშობილი, თუმც უღვაწი კაცი, მაინც დიდი მოწადინე და სევდით ნაჯაფარი...
გულჭირიანს და ფესვმოკვეთილს ღრმა ძილით სძინავს თავის შავ სევდასთან ერთად...
მის გარშემო აღარ ტრიალებდა ეჭვები და ჭორები.
რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! თითქოს მისი ხმაც კი მომესმის მკაფიოდ; ხან ბინდისას ვხედავ შარაგზაზე აჩქარებით მიმავალს, თმადაბურდულს, აქეთ-იქით თვალის მაძგერებელს.
და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.
ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...
და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი...\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
კალიტრი,მართალი ხარ,მეც გეთანხმები.ატანა არა მაქვს ნარკომანების,მაგრამ ისინი ავადმყოფები არიან, მაგათ ციხეში რა უნდათ? მაგ ხალხს უნდა უმკურნალო და არა დაიჭირო. ციხეში გამოსწორდებიან? მეტი არაა ჩემი მტერი, ნარკომანობასთან ერთად კრიმინალებიც გახდებიან. ციხეში გამოსწორებული ერთი კაცი მაინც მანახეთ და ხმას არ ამოვიღებ, დავმუნჯდები სამუდამოდ!
სააკაშვილს გეგმა აქვს შესასრულებელი, უნდა დაიჭიროს განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი და ძალიან დიდ გრანტს მიიღებს, ხოლო რისთვის დაიჭერს, ამას მნიშვნელობა არა აქვს.თქვენ რომ იცოდეთ ზოგი რისთვის ზის ციხეში გაგიჟდებით.
მე ახალი ჩამოსული ვარ საქართველოდან და უფრო მეტი ვიცი რეალურად რაც ხდება ვიდრე თქვენ.აქედან ყველაფერი უფრო ლამაზად და იოლად ჩანს.დამიჯერეთ,ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება არსებულ რეალობას:ადამიანს 4 წლიან პატიმრობას რომ მისცემ იმაზე, მეზობლის ძროხას სახრე რად გადაამტვრიეო, ან იმაზე დაიჭერ, შენს ორგანიზაციაში ქრთამის აღების ფაქტებს ჰქონდა ადგილი ორი წლის წინათ, მერე რა, რომ შენ მაშინ საერთოდ არ მუშაობდი ამ ორგანიზაციაში , ახლა ხომ მუშაობ?! თუ ციხე არ გინდა, მაშინ 120000 ლარი გადაიხადე და თავისუფალი ხარ. საიდან, საიდან უნდა გადაიხადოს ადამიანმა ამხელა ფული? ისევ კრიმინალისკენ უბიძგებ ,ან ემიგრაციისთვის ამწესებ, კიდევ ერთ ოჯახს ანგრევ და კიდევ ერთ ბავშვს ტოვებ უდედოდ ან უმამოდ. სამსახურიდან იმიტომ რომ დაითხოვ, შენ უფროსზე მეტი რატომ იციო?ან,ბოდიშით, თქვენ 35 წელს გადასცილდითო!არ გჯერათ?! უამრავი ასეთი ფაქტი ვიცი. ეს არაა ჭორი, ეს ნამდვილად ასეა,ჩემს შვილს გეფიცებით.
მე არავისიანი არა ვარ, ანუ არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი.
მე იმისიანი ვიქნები, ვინც ნამდვილად საქართველოსთვის და ყველა ქართველებისთვის იქნება ხმალამოღებული მებრძოლი,მაგრამ სამწუხაროდ მასეთ ადამიანს მე ჯერ ვერ ვხედავ.პოზიციაც და ოპოზიციაც მხოლოდ საკუთარი სკამისთვის იბრძვის.ესაა რეალობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემო კეთილო ზვიგენო, მე თუ კიდე ცრემლები მინდოდა?! გენაცვალე, კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გმადლობთ ზაზა ამომწურავი პასუხისათვის. ბევრ რამეში გეთანხმებით შჰენ და ბუბუსუნას მაგრამ მთავარი რა არის რაც უნდა გაითვალისწინოთ მაგ დროს...

მთავარია ის მეგობრებო რომ ყველას არა აქვს საშუალება იყიდოს ნარკოტიკი. თუ ნარკოტიკების მომხმარებელი არის დაბალი ფენიდან და საშუალება არა აქვს შეიძინოს ხდება კრიმინალი ასეთი ადამიანი და კრიმინალი უნდა იყვეს საზოგადოებიდან იზოლირებული. მაგალითად როცა ვთქვათ ვიგაც გრიშა ლომკაშია დაესხა თავს ოჯახს დააყაჩაღა, აწამა მთელი ოჯახი, წაართვა სიმწრით ნაშოვნი რაც ქონდათ იმის გამო რომ ეყიდა ნარკოტიკი. ეს უკვე დანაშაულია და თავზე ხელი კი არ უნდა გადავუსვათ ასეთ ადამიანებს არამედ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და სასჯელი ბოლომდე მოიხადონ. საავადმყოფოში კი არ უნდა იყვნენ და შენი ჭირიმე დაწყნარდი აგერ სუბოტექსზე გადაგიყვანთო არამედ პასუხი უნდა აგოს იმისათვის რაც ჩაიდინა.

აი ეს მინდოდა მეთქვა მხოლოდ. და ბუბუსუნ რათქმაუნდა თანხა უნდა გადაიხადონ, სწორედაც მაგდენი, ყადაღა დაედოს მათ ქონებას საერთოდ, არ იკმარებს? მაშინ იჯდეს ციხეში. რა ტოლერანტობაზე საუბრობთ ვერ გავიგე.. აბა თქვენ წარმოიდგინეთ დაზარალებულების მდგომარეობა და მათი მხრიდან შეხედეთ დანაშაულის სიმძიმეს მასე თუ იფიქრებთ მაგის შემდგომ საკითხავია.

წესრიგი უნდა ქვეყანაში... ესაა საწყისი იმის რომ შეიძლება რაიმეზე იფიქროს ადამიანმა და მომავალს იმედით მაინც შეხედოს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ზვიგენო ,ძალიან გთხოვ კარგად წაიკითხე მე რა დავწერე, ის ადამიანი საერთოდ არ მუშაობდა იმ სამსახურში 2 წლის წინ დანაშაული რომ მოხდა! მაგათ იცი როგორ გამოსდით? აბა ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო?!
ნარკომანებზე ვლაპარაკობ მე და არა კრიმინალებზე. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემო კარგო.კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში,ნარკო დილერობაზე დახვრეტა რომ შემოიღონ, გეფიცები , პირველმა თუ არ მოვაწერო ხელი,მიუხედავად იმისა, ძალიან ჰუმანური ადამიანი ვარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
CALITRI wrote:
ციტატა:
ბაზი2002

ვინც ინგლისური არ ვიცით იმან რა ვქნათ? იქნებ ესპანურად ან ქართულად ან რუსულად დადო???
დიდი მადლობა წინასწარ,. ან მითხარით სად ნახე ეს ინფორმაცია და მე თვითონ შევალ, კაი??

http://opencrs.cdt.org/document/RL33453/

ეს არის აშშ კონგრესის კვლევითი სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ქვეყნდებაკო ნგრესმენტა მოხსენებები თუ დასკვნები, რომლებიც ნებადართულია გახდეს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.
გვერდის გახსნის შემდეგ შედით Download Location.

მსაგავსი ხასიათის მოხსენებებს აქვს ყოველწლიური ხასიათი და ამ ვებ გვერდზე შეგიძლიათ წინა წლების მოხსენებების მოძიებაც. ვინც ინგლისური არ იცის, ვფიქრობ, Webtranslation-ით არის შესაძლებელი, რომ მთელი გვერდი თარგმნოთ თქვენთვის სასურველ ენაზე=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ასევეაინტერესო ვებგვერდია:

http://resistancegeorgia.blogspot.com/

http://www.nixoncenter.org/publications/RevolutionofRoses.pdf

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
lion999 wrote:
ციტატა:
ხალხოო,რა ვერ გაიგეთ.მიშა მაგადიაა მაგადიიი...
=lol= =lol= =lol= =lol=

=lol= ხო მაგარია მაშ=lol= სანდრა ქოლგით დადის სახლში თურმე იცი?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქოლგით? მე ვიცოდი, რომ საწვიმარი პარკები აცვიათ ყველას, ქოლგა ერთი მხრიდან გფარავს მხოლოდ, ის ოხერი კიდე ყველა მხრიდან ასხავს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
Cherub wrote:
ციტატა:
ქოლგით? მე ვიცოდი, რომ საწვიმარი პარკები აცვიათ ყველას, ქოლგა ერთი მხრიდან გფარავს მხოლოდ, ის ოხერი კიდე ყველა მხრიდან ასხავს...

=lol= მაგარი ხარ
ხო მანქანაში კიდე \"დვორნიკები\" შიგნიდან აქვს=lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Oct 2007
Posts827
კარმა51
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
Cherub wrote:
ციტატა:
ქოლგით? მე ვიცოდი, რომ საწვიმარი პარკები აცვიათ ყველას, ქოლგა ერთი მხრიდან გფარავს მხოლოდ, ის ოხერი კიდე ყველა მხრიდან ასხავს...

=lol= მაგარი ხარ
ხო მანქანაში კიდე \"დვორნიკები\" შიგნიდან აქვს=lol=

=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= აუ რა კარგი იყოოოოოოოოოოოო =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მართალია სააკაშვილის თემას არ ეხება ,მაგრამ მაინტერესებს თქვენც თუ მოუსმინეთ ახალ ინფორმაციას და რა აზრის ხარტთ, დღეს ნიუსში ილაპარაკეს ,თუ ვინმესთან ოჯახში მუშაობს ლეგალურად პიროვნება, ვინც იცის მეზობელი იქნება თუ ნააცნობი ,უნდა შეატყობინონ დასახელებულ ორგანიზაციას და ის პიროვნება დაჯილდოვდებაო ? ჩემის აზრით დასკვნა გამოვიტანე რომ ხაზგასმა ტაქსების გადახდაზეა თორემ ლეგალურ ხალხზე რაში აინტერესებთ ინფორმაცია?აი ესეც ჩვენი ამერიკა
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ! (ქართველ ემიგრანტებს)
დესპანი