მე შენ თვალებში ვკითვულობ სიბრძნეს,
გულის კაკალში სიღრმე რომ გიდევს,
შენი სიმართლე უდგღეურთ ზარავს
მშვენიერ ნათქვამს უკარგავს ძალას.
ბევრჯერ ცხოვრება სიკეთეს მალავს,
ღმერთის წყალობით იბრუნებ ზალას,
უფლის ნაბოძებს ბადალი არ ჰყავს,
შენი სიტყვები სიყვარულს ქარგავს.
ყველასთვის უნგრევი ზლიერი მთა ხარ,
გულის სიღრმეში ცრემლის წვეთს გავხარ,
დახმარებისთვის ყოველთვის მზად ხარ
ამ ყველაფრისთვის ღმერთის შვილს გავხარ.
შენი ბუნება სხვა რამეს იხმობს,
უსასრულ ლამაზ სიყვარულს ითხოვს.
ეგ შენი ბედი თეთრ მძივებს ფანტავს
და ძველ სიყვარულს წარსულში კარგავს.
მე მიყვარ შენი მწვანე თვალები,
მინდა ვიმღერო მომეც ბანები,
გაუცნობელი დარჩნენ ქალები,
უშენოდ ქვეყნად დავიკარგები.
ამგვარ სიყვარულს სიმწარე მოსდევს,
ღმერთი დაგვიყრის ამ გზაზე ლოდებს,
არ მოგვიტევებს ჩვენ ამ დიდ ცოდვებს,
თუ არ დავთრგუნავთ ჩვენ გულში გრძნობებს.
შენ ჩემი ცხოვრების უძირო ზღვა ხარ,
ანკარა მდინარის ლივლივის ხმა ხარ,
ამ ცხოვრებაში შენ მხოლოდ და ხარ,
მიუწვდომელი ასეთი რა ხარ.
:mmmm:დავინჩი კარგი ლექსია,ძალიან დამადარდიანა,შენც შეყვარებული ხომ არა ხარ?შენც პატიებას ხომ არ ითხოვ ვინმესგან? :biggrin: