|
არჩევნების შემდგომი შუალედური ანგარიში 6-15 იანვარი, 2008 წელი
6 იანვარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც OSCE/ODIHR, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბწოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროცესი \"ძირითადად, შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროსაბწოს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების უმეტესობას, მაგრამ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვდა\". განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამი იყო, რომ არჩევნების საბოლოო შეფასება დამოკიდებული იქნებოდა საარჩევნო პროცესის დარჩენილი ეტაპების გავლასთან, მათ შორის, ხმების შეჯამებასთან, საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და არჩევნების შემდგომი საჩივრებისა და სარჩელების განხილვასთან. შუალედური დასკვნა წაკითხული უნდა იქნას წინასაარჩევნო შუალედურ დასკვნასა და პირველადი მონაცემებისა და დასკვნების განცხადებასთან ერთად. OSCE/ODIHR მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებს საბოლოო სრულყოფილ ანგარიშს რეკომენდაციების ჩათვლით.
მოკლე შინაარსი
· ცესკომ 13 იანვარს გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხმების 53,5%-ით არჩეულ იქნა პრეზიდენტად არჩევნების პირველივე ტურში. · არჩევნების დღეს პოლიტიკური გარემო რჩებოდა პოლარიზებული, როდესაც ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ იყო ფართომასშტაბიანი დარღვევები და გაყალბებები, ხოლო გამოცხადებული შედეგები _ ფალსიფიცირებული, რის გამოც მოითხოვდნენ მეორე ტურს. · OSCE/ODIHR გამოავლინა მთელი რიგი პრობლემები ხმების შეჯამების პროცესში, მათ შორის, შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. აგრეთვე, საუბნო საარჩევნო კომისიებმა გამოაცხადეს უჩვეულოდ მაღალი აქტივობა ხმის მიცემის ბოლო საათების განმავლობაში; · საარჩევნო დღეს დამატებითი სიით მიცემული ხმების დათვლის დროს ცესკომ არ გამოიყენა ერთიანი პროცედურა, განსაკუთრებით, ბიულეტენების ნამდვილობის დადგენისათვის; · ყველა დონის საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არასრულად და არაადექვატურად განიხილეს და გამოიკვლიეს საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების დროს დარღვევებს შეეხებოდა.
პოლიტიკური გარემო
პოლიტიკური გარემო რჩებოდა პოლარიზებული და არჩევნების დღის შემდეგ ოპოზიცია საუბრობდა ფართომასშტაბიან დარღვევებსა და გაყალბებაზე, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 8 იანვარს საერთო სახალხო მოძრაობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მისი მომხრეები შეიწრნენ ცესკოში და ცესკოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, მომხდარიყო ფალსიფიცირებული შედეგების ანულირება, რომლითაც ბატონი სააკაშვილის შედეგი 50%-ზე ქვევით ჩამოიწევდა, რაც მეორე ტურს გამოიწვევდა. დამატებით, ბატონმა გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღის შემდეგ მას არ მიეცა უმეტეს ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის შესაძლებლობა. ოპოზიციის აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემონსტრაცია მოაწყეს ცესკოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეთ. 13 იანვარს ცესკომ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,5%, რაც საკმარისია პირველ ტურში გამარჯვებისთვის, ხოლო ბატონმა გაჩეჩილაძემ _ ხმების 25.7%. ყველა სხვა კანდიდატმა მიიღო 10%-ზე ნაკლები. 13 იანვარს, შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ მოაწყო დემონსტრაცია. მათი განცხადებით, დემონსტრაციები გაგრძელდება.
შეჯამება და შედეგების გამოცხადება
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა ხმების დათვალასა და ოქმების შედგენას 180 საარჩევნო უბანზე. მონიტორინგს დაქვემდებარებული უბნების 23% შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ უბნების 8%-ში შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფალსიფიცირების თვითმხილველები იყვნენ. 21%-ში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები და შეცდომები. მრავალ ოქმს აკლდა საწირო ინფორმაცია, ბეწედი ან ხელმოწერები, მონაცემები კი ხშირად შეუსაბამობებს აჩვენებდა. ცესკოს თანამშრომლებმა მოგვახსენეს, რომ 3 511 უბნიდან 940 უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვეოდა ნამდვილი და ბათილი ხმების ჯამს. ცესკომ თავის ვებ-გვერდზე ოქმების გამოქვეყნება არჩევნების დღის მეორე დილით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი იყო, გამოქვეყნება მიმდინარეობდა ძალიან ნელა. 9 იანვარს, 3 482 უბნის შედეგებზე დაყრდნობით, ცესკოს თავმჯდომარემ გამოაქვეყნა პირველადი შედეგები. OSCE/ODIHR დამკვირვებლებმა საოლქო კომისიებში შეჯამების პროცესი აღწერეს, როგორც ნელი, არაორგანიზებული და, ხშირ შემთხვევაში, ქაოსური, ხოლო ზოგიერთ საოლქო კომისიაში შეჯამების პროცესი დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო კომისიის ოქმები, რომელიც OSCE/ODIHR დამკვირვებლებს ჰქონდათ, განსხვავდებოდა საოლქო კომისიის ოქმებისგან. მაგალითად, ოქმები, რომელიც გადმოგვცა ბათუმის საოლქო კომისიამ (მე-11 და 73-ე უბნები), აგრეთვე, ლენტეხის 1-ლი უბნისა და დმანისის 30-ე უბნის ოქმები სააკაშვილისთვის ხმების მნიშვნელოვან გაზრდას აჩვენებდა. \"ახალი თაობა – ახალი ინიაციტივის\" დამკვირვებლებმა განგვიმარტეს, რომ საუბნო კომისიების წევრებმა ოქმების შედგენა, ხშირ შემთხვევაში, არ იცოდნენ. 41-ე ნინოწმინდის ოლქის მრავალი საუბნო კომისიის ოქმი, რომელიც OSCE/ODIHR დამკვირვებლებმა განიხილეს, შევსებული იყო ერთი და იგივე ადამიანის მიერ. იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო კომისია ასწორებდა საუბნო კომისიების ოქმებს და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნდებოდა ცესკოს ვებ-გვერდზე. მაგალითად, ნინოწმინდის მე-5, 22-ე, 24-ე და 35-ე უბნები. ეს ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ კანონი არ ითვალისწინებს საოლქო კომისიის უფლებას, შეასწოროს საუბნო კომისიის ოქმები. ცესკომ გამოაცხადა, რომ საერთო აქტივობა იყო 56.19%. მთელ რიგ ოლქებში აქტივობა იყო საგრძნობლად მაღალი, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში. 23 უბანში დაფიქსირდა 100%-იანი აქტივობა , ხოლო 205 უბანში კომისიებმა დააფიქსირეს 90-100%-მდე აქტივობა. საუბნო კომისიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დააფიქსირა არჩევნების ბოლო სამი საათის განმავლობაში. ოქმების შედეგების მიხედვით , ამ პერიოდის განმავლობაში, 79 უბანში 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. მაგალითად, მარნეულის 50-ე უბანზე, ბოლო სამი საათის განმავლობაში, 866 ადამიანმა მისცა ხმა (ანუ ერთი ამომრჩეველი 12 წამში აძლევდა ხმას), ხოლო 1-ელ უბანზე _ 657-მა ამომრჩეველმა (ანუ ერთი ამომრჩეველი 16 წამში აძლევდა ხმას), საგარეჯოს 36-ე უბანზე, ბოლო სამი საათის განმავლობაში, 822 ადამიანმა მისცა ხმა (ანუ ერთი ამომრჩეველი 13 წამში აძლევდა ხმას), ხოლო ახალქალაქის 24-ე უბანზე _ 879-მა (ანუ ერთი ამომრჩეველი 12 წამში აძლევდა ხმას). დაახლოებით 85 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა დამატებით სიაში არჩევნების დღეს. კანონის შესაბამისად, დაახლოებით 930 უბანში ხმები ადგილზე არ დაითვალეს და გააგზავნეს ცესკოში, რომელმაც 7 იანვარს გადაწყვიტა მათი დათვლა. 8 იანვარს შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ცესკოს წევრებისა და თანამშრომლებისაგან და დაიწყო დათვლა. დათვლა მიმდინარეობდა ქაოსის პირობებში და დამთვლელები არ იყენებდნენ ერთიან პროცედურას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხებოდა ბიულეტენების ნამდვილობის დადგენას. ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ მთელ რიგ ოლქებში ბიულეტენების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთგვაროვნად იყო შევსებული, რაც დარღვევების შესახებ ეწვს ზრდის. ასეთ შემთხვევებში, ერთის გარდა, ყველა კანდიდატის ნომერი იყო შემოხაზული ან გადახაზული. ასეთი ფაქტები იყო მე-6 ოლქის 54-ე და 56-ე, 32-ე ოლქის 81-ე, მე-60 ოლქის 41-ე და 61-ე ოლქის მე-16 უბნებზე. 10 იანვარს, ცესკოს მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული აქტის საფუძველზე, უმრავლეს შემთხვევებში ასეთი ბიულეტენები ჩაითვალა, როგორც ნამდვილი. აქტით დადგენილია ბიულეტენების ნამდვილობის დადგენის უფრო ლიბერალური წესი, ვიდრე საარჩევნო კოდექსით. ზოგიერთმა საუბნო კომისიამ ცესკოში საერთოდ არ გააგზავნა ამომრჩეველთა სიები და პირადობის მოწმობების ასლები, როგორც ამას კანონი მოითხოვდა, თუმცა, ხმები მაინც დაითვალეს. 11 იანვარს ცესკომ მიიღო დამატებითი სიების შემაჯამებელი ოქმი _ მან მიიღო მხოლოდ ერთი, ზოგადი ოქმი ყველა იმ უბნისთვის, რომელმაც გამოაგზავნა ბიულეტენები დასათვლელად. ოქმს აკლია დეტალური ინფორმაცია უბნების შედეგების შესახებ, ასეთი ინფორმაცია არსებობს დანართის სახით. ოქმს ცესკოს 13 წევრიდან მხოლოდ 8-მ მოაწერა ხელი. 10 იანვარს საერთო სახალხო მოძრაობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა წევრებმა ნაგავში იპოვეს დალუქული კონვერტები დამატებით სიებში მიცემული ხმებით. 12 იანვარს საერთო სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებმა ეს კონვერტები წარუდგინეს ცესკოს სხდომაზე, მაგრამ ცესკოს თავმჯდომარემ მათ მიღებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ბიულეტენები სახელმწიფო საკუთრებაა და იგი მისმა მპოვნელმა გამოსაძიებლად პოლიციას უნდა გადასცეს. 13 იანვარს ცესკომ დაამტკიცა საბოლოო შედეგები. ცესკოში ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნული წევრები აცხადებდნენ, რომ იყო ბევრი დარღვევა და საჩივარი, რომელიც ცესკომ არ განიხილა, ამიტომ შედეგების შეჯამება არ შეიძლებოდა მომხდარიყო. საბოლოო შედეგებს ხმა მისცა ცესკოს შვიდმა წევრმა ოპოზიციის მიერ დანიშნული ექვსი წევრის წინააღმდეგ.
საჩივრები და აპელაცია
ყველა დონის საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ არასრულყოფილად და არაადექვატურად განიხილა და გამოიკვლია საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხმის მიცემას, დათვლასა და შეჯამებას შეეხებოდა. ზოგიერთი საჩივარი შეიცავდა სერიოზულ ბრალდებებს მრავალჯერადი ხმის მიცემის, ბიულეტენების ჩაყრისა და ოქმების დაყალბების შესახებ. შესაბამისად, მოითხოვდნენ ასეთი საუბნო ოქმების ბათილობას. ასეთი საჩირების უმრავლესობა შეტანილი იყო ოპოზიციური პარტიების, აგრეთვე, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ და თითქმის არც ერთი _ მმართველი პარტიის მხრიდან. მოხდა წინასწარ განზრახული თავის არიდება ამ საჩივრების საფუძვლიანი განხილვისაგან. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები, ადგილობრივი ადმინისტრაციები და საამართლოები საჩივრების შეტანისას აქტიურად აბრკოლებდნენ დამკვირვებლებსა და ოპოზიციის მომხრებს, ან მათ უკან გატანას მოითხოვდნენ. საუბნო კომისიებმა მიიღეს დაახლოებით ათასი საჩივარი, იმის გარდა, როდესაც საუბნო კომისიები უარს აცხადებდნენ საჩივრების რეგისტრაციაზე. საოლქო კომისიებმა მიიღეს რამდენიმე ასეული საჩივარი (ასევე, რიგ შემთხვევებში, მათ რეგისტრაციაზე უარს აცხადებდნენ). თითქმის ყველა საჩივარი უარყოფილ იქნა ტექნიკური მიზეზებით ან, როგორც სამართლებრივად დაუსაბუთებელი. საოლქო კომისიებმა თვითნებურად შექმნეს დასაშვებობის კრიტერიუმები, იმის ნაცვლად, რომ მოსარჩელეებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, გაესწორებინათ ტექნიკური პრობლემები. მათ საჩივრების განხილვისას ვერ შეძლეს სამართლიანი წამორმოების პროცედურის უზრუნველყოფა და დარღვევები ადექვატურად არ მოიკვლიეს. ცესკომ მიიღო რამდენიმე საჩივარი, ზოგიერთი მათგანი სერიოზული ბრალდებებით. მან უარი განაცხადა, ან დაუშვებლად გამოაცხადა თითქმის ყველა მათგანი რაიმე განხილვის, ან ჯანსაღი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მან არასწორად თქვა უარი რიგი საჩივრების განხილვაზე, რომელიც ოქმების ანულირებას მოითხოვდა, იმ მოტივით, რომ, თითქოს, მხოლოდ სასამართლოებს შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ცესკოს თავმჯდომარემ არასწორად გამოაცხადა, რომ ცესკოს არ აქვს გამოძიების ფინქცია და ერთ შემთხვევაში უარი თქვა ვიდეოფირის შესწავლაზე (რომელიც უბანზე მომხდარ ინციდენტს ასახავდა) იმ მოტივით, რომ ცესკოს არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება. სასამართლოებში 50-მდე სარჩელის უმრავლესობას უარი ეთქვა, როგორც ტექნიკური მიზეზებით დაუშვებელს. 12 უბნის ოქმი გაუქმდა. ეუთოსათვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო დღის მოვლენებთან დაკავშირებით. 15 იანვარს ამოიწურა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საჩივრების შეტანის ვადა, მათ შორის, თბილისის სასამართლოშიც. 15 იანვარს თბილისის სასამართლოში სამი კანდიდატის წარმომადგენლების მიერ 4 სარჩელი იყო შეტანილი ცესკოს შემაჯამებელ ოქმის ბათილობის შესახებ. დამატებით, 19 სააპელაციო საჩივარი შევიდა სხვადასხვა შედეგების გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განხილვისას ბოლო ინსტანციაა და საბოლოო გადაწყვეტილება 21 იანვრისათვის უნდა გამოქვეყნდეს.
|