↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა,
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მხატვრებად იქცნენ ეს თვალები, გნახეს ასული
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი,
ჩემი ხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული
და შიგ დარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
მხატვარს შემხედე , მე ვარ შენი გამომკვეთელი,
დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,
გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი
და მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი,
ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,
ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,
შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად.
შიგ მზეც შემოდის შენი სახის მოსაფერებლად.
თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,
სახეს ხატავენ, გულისა კი არა იციან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვარსებობ შენით,
ვცხოვრობ შენით,
ვსულდგმულობ შენით...
ჰო,მე კი მშველის...
ღიმილი შენი,
ალერსი შენი,
ჩურჩული შენი...
მაგრამ...
შენ გყოფნის?
ყოფნის შენს ლოდინს?
რასაც გიმზადებ?
დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს
არ გამიბრაზდე?!
უბრალოდ ზოგჯერ
ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ!
და ესეც ალბათ ბრალია იმის...
მომნატრებიხარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Jan 2008
Posts17
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხ გიო :(
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვზივარ ფანჯარასთან ,ვითვლი დღეებს,
გარეთ გასვლა მინდა ძალიან.
ქუჩაში მივდივარ,თავს ვუხრი ხეებს
ალბათ მონატრების ბრალია...
ფოთოლი შრიალებს,ვუსმენ ხალისით,
თუმც მისთვის არც კი მცალია;
ზამთრის გასვლას ვუცდი,ვხარობ მაისით
ალბათ შემოდგომის ბრალია...
შენი სიცილი კვლავ თვალწინ მიდგას,
სახეზე პატარა ხალია...
მე შენ გელოდები!_ვინც რა უნდა თქვას!
ალბათ...სიყვარულის ბრალია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი,
და მღელვარე გაზაფხულზე ძილს მიეცა ველ-მინდორი.
თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი, ტოტებდახლართული,
და მღელვარე გაზაფხულზე, გაიყინა ნაკადული.
გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული,
და, მღელვარე გაზაფხულზე, ტყე გარინდდა დაბურული.
სად, სად გაჰქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება,
და ოცნება გაზაფხულის მუდამ რისთვის მესიზმრება?

გალაქტიონ ტაბიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ისევ მაისის მათრობს თვალები,
ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით,
გაჩნდნენ ნათელი თებერვალები,
ახლა მცხოვრებნი მოგონებებით.
მათში აფეთქდა სიოს სისინი
და სამუდამოდ ატყდა იებად,
ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი,
სიყვარულს, სითბოს და პატიებას.

გალაქტიონი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია...
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი...
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი _ დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაიგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ,
ვინც ამაშენა, მანვე დამშალა!
მიტომ მასმევდა წვეთ-წვეთად შარბათს
რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა.

და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს,
გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი,
მეც სამარეში ისე ჩავდივარ,
სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცაზე ღრუბელი შეირხევა,
მინდორს გადმოაწვიმს ლელიანს.
შენი შეყვარება ადვილია,
მაგრამ დავიწყება ძნელია...
ცის თაღი ხმაურით შეირხევა,
ელვა ცას ჩამოჰკრავს ცულიანს,
შენი დასიზმრება შეიძლება,
ცხადად ახდენა კი ძნელია...
მერე ამინდი შეიცვლება...
მზე ამ ზღაპარივით ძველია;
ვიტირო?_ყოველთვის შეიძლებამ
ვიყო ბედნიერი_ძნელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა
მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
— საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს…

ლადო ასათიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 Feb 2007
Posts190
კარმა55
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
ვზივარ ფანჯარასთან ,ვითვლი დღეებს,
გარეთ გასვლა მინდა ძალიან.
ქუჩაში მივდივარ,თავს ვუხრი ხეებს
ალბათ მონატრების ბრალია...
ფოთოლი შრიალებს,ვუსმენ ხალისით,
თუმც მისთვის არც კი მცალია;
ზამთრის გასვლას ვუცდი,ვხარობ მაისით
ალბათ შემოდგომის ბრალია...
შენი სიცილი კვლავ თვალწინ მიდგას,
სახეზე პატარა ხალია...
მე შენ გელოდები!_ვინც რა უნდა თქვას!
ალბათ...სიყვარულის ბრალია!
ძალიან საინტერესოა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღრუბლებში ფარფატით დავფრინავ,
ოცნებებს
ფარდაგად ვკეცავ...
მინდა_
გადავიქცე დედოფლად
და ოქროს ქოშები მეცვას!..
ნაძვის კიბეებით დაშვება
არ მინდა,
მიწაზე_არა!..
მე_
ცაში ნავარდი მინდა,
მარტო სიარული კმარა!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი