↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
გაზაფხულმა კიდევ ერტხელ გაგვიხსენა
და მინდორი ყაყაჩოთა ფეთქვამ,
რადგან გვსურდა ძველი გულის ნაკვალევზე
კიდევ რაღაც,კიდევ რაღაც გვეთქვა...
შენ წახვალ და კვლავ გაგყვება კრძაკვის ფერი,
მთვარის ფერი ჩალეწილი თმებში,
აქ დამრცება ერთი ლექსის ბედისწერა
და მაისის ატეხილი თქეში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
თუ შენ არ გიკვირს...

თუ შენ არ გიკვირს, ზღვას ეოცება
ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული,
დროს უკვირს ჩემი მწველი ოცნება
და ცეცხლს ― ეს ცეცხლი, გულს მიფარული.

დაე, სულ ენთოს ჩემს სიხარულში,
არც იყოს მისი დამაქრობელი;
ჩაკეტილი ვარ ჩემს სიყვარულში
და ჩემს გულში ვარ გამაგრებული...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
\"ნაკადულნი მდინარეებს ერთვიან,
მდინარენი ოკეანის ბოლოს,
ღვთიურ ქართა საწადელიც ერთია
მარად ღელვას შეეხლართონ მხოლოდ.
არაფერი აღარ არის კენტად
ღვთის კანონმა ყველა წყვილად შეჰყარა,
ყველაფერი თუ წყვილდება ნეტა_
რატომ მე და შენ არა?!.
მთას ცას კოცნის,ნახეთ,მაღლა წასული,
ტალღა-ტალღას არის გადაწყობილი,
ვინ შეინდოს ეს ყვავილი ასული,
რომ არ ჰყავდეს მას პატარა ძმობილი?!.
მზის სხივები ჩვენს მიწაზე იხრება,
მთვარის შუქმა ზღვასაც მოსვლა ახარა,
რა ფასი აქვს ასეთ კოცნას მითხარი_
თუ მე და შენ აღარა?!.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი:

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო იშლებოდა გაზაფხულის იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ,ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა ,მე კი დავაგვიანე!
რიგში იდგნენ ჭაბუკები,მით უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით,
სევდა წვავდა თვალთა უპეს,სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში, ღმერთო,აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო,
რომელიმე ღვთის მადლიანს იქნებ მსხვერპლი გაეღო,
სიყვარული დამითმეთქო ვისთვის მეკადრებინა?
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო?!
და როდესაც დახლთან მოველ სევდიანი თვალებით,
სიყვარულის სახლში ლაჟვარდს შეჰყურებდნენ დახლები,
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული
და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა,მე კი დავაგვიანე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო ...
ტერენტი გრანელი

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?

ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?

ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?

მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები,

გაფრენილი ოცნებები, გაძარცვული გვირგვინები,

მე მინახავს, ვით სიცოცხლე, მე სიცოცხლეს-ვიგინები.
ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს! მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
ორი დღე

თქმულა რომ ქვეყნად ორი დღე არი,
ვით სახსოვარი და იადგარი:
”დღე ― მოგონებად უკვე ქცეული
და მეორე დღე ― ჯერ არ დამდგარი”.

მე შენით ვზომავ სიცოცხლის სიბრძნეს,
შენზე მენიშნა ძველი თქმულება;
თუ განშორება დღეს შენი ვიგრძენ,
შენთან შეხვედრის დღეც მეგულება.

ვფიცავ შენ თავსა, ვიცი, დადგება
ის დღე ლამაზი, ის დღე ბრწყინვალე!
და ერთი შენი სხივით გადნება,
რასაც დღეს გულზე მაწყობ მყინვარებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
ხეებზე წარწერილი ლექსები

*

მთელ ცხოვრებას შენზე ფიქრით გავივლი,
უშენობას გული ვერ შეეთვისა,
ნუშის წვერში რომ იფეთქებს ყვავილი,
იქ მაქვს გული შენახული შენთვისა.

*

შენ სუმბული ხარ, ნაზი რტოვანი,
შენ, ვით მაისმა, შემომისწარი,
შენი სიწმინდის შუქის თოვანი
გულში ბრწყინვალებს, როგორც ცისკარი.

სად არი ტილო ან მარმარილო,
ბრინჯაო, რვალი, ქვა და ქაღალდი,
რომ დაიტიოს შენზედ ოცნება,
ჩემი მდუღარე სულის ღაღადი?!

*

მოგუბდა ლექსი შენს სიყვარულზე
და ლამის ყელში გადაილეწოს.
ერთხელ დახარე ჩემკენ წამწამი,
რომ ჩემმა ჩანგმა შენზედ ილოცოს...

*

სატრფოვ, გაფანტე ფიქრები,
ეჭვიანობის არაკი,
სულ მუდამ ერთად ვიქნებით,
როგორც მტკვარი და არაგვი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
წვიმიანი დღე...
წვიმიანი დღე...
ძვირფასო,
მხოლოდ ახლა შევიტყე,
რომ ჩემი გული -
არი შენი ტყვე...

მე გადავლახე ბევრი ხეობა,
გადამხდა ბევრი გადანახდომი;
გამოვაღწიე, მოვრჩი ტყვეობას,
იცი, რით? -
ლექსში ვეფხვის ნახტომით!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined17 Dec 2007
Posts163
კარმა52
OFFLINEPROFILE
თუ სიყვარული მხოლოდ მითია გულში ხანძარი რატომ მინთია?
ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული
ისე მენატრები, წამიტაც ვერ ვძლებ,
მე არსებობას უშენოდ ვერ ვძლებ
და თუ შევძელი, გჯეროდეს, მაშინ
მომენატრები ატასჯერ წამში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
დღევანდლამდე ჭეშმარიტად, ქვრივი მე არ მყვარებია.
ჩემი ტუჩი, ქვრივის ტუჩებს, ვფიცავ რომ არ ჰკარებია.
მაგრამ, დახე ამ ცხოვრებას, წრფელი გულით შემოგჩივი.
შემიყვარდა ის წყეული, შენი ოთარაანთ ქვრივი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ ხარ ლოცვა ჩემ ბაგეზე გაყინული,
შენ ხარ ცრემლი ჩემ გულში ჩაღვრილი...
...გული?
გული სადღაა, მხოლოდ სიცარიელე,
უკიდეგანო სიბნელე დარჩა...
სადაც დაკარგულა გრძნობა ფიქრის მომცემი...
მოჩანს ნაპერწკალი სადღაც სიღრმეში,
იმედი და ბრძოლის ჟინი არ ჩამქრალა!
ის უკვდავია! ის ნათელს მოჰფენს
ბნელეთში უფსკრულს,
გრძნობა აგსდგება მვდრეთით,
გრძნობა მოსული ღმერთით!
ღმერთო მაპატიე, არ ვიცოდი...
აკრძალულია ჩემთვის ეს გზა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
რას მაჯერებენ შენი თვალების შუქი...
მღვრიე მორევი ძველებურ ბრუნვას ვეღარ ივიწყებს...
ისევ განცდილი სიყვარულის მდუღარე სუნთქვით...
და ნათხოვარი გაელვება თვალებში მიმზერს....
არარსებული ემოცია იღვრება შრება...
ფიქრი მიზანი,შესრულება აუხდენელი...
და ეს ტკივილი ჩუმი აჩრდილი გამხდარა დღესაც....
გაბზარულ გულში დაკარგულ გრძნობებს ვეღარ დაუცდის...
სისუსტე ტლანქად, ქსელად ჩამოწოლილ ნისლებს ეხვევა...
ტკივილი ჯერაც ვერდამაჯერეს და არ დავნებდი...
ერთადერთ იმედს შენს მოგონებას ჩავჭიდებ ხელს და....
უსასრულოდ,უმიზეზოდ მომენატრები....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts307
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩამწვდი, სადღაც თვალის სიღრმეში ჩამრჩი უძიროდ...
გაფანტული ვნება, ლტოლვა განმიახლე უსასრულო...
ჩამოწოლილ სევდის ლანდებს,სიხარული მოაფინე...
დამიჯერე საყვარელო,სიხალისე დამიბრუნე...
უშენობით დღე ნათელი გარდისახა, დამიბნელდა...
ერთი წამიც უშენობის მონატრებად გადამექცა...
სიყვარულის გაელვება,როგორ ხშირად ფერებს იცვლის...
სიყვარული ჰქვია არა?როცა გული ფეთქვას ითვლის...
და სანამ გული გაზაფხულს ერთვის და სანამ გვშთანთქა პირქუშ ქარონმა,
სანამ დრო ჩვენთვის სიცოცხლეს ერთვის....
მე განცდა შენი მემახსოვრება.........

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი