მარხვას დიდი მნიშვნელობა აქვს და სულის ხორცზე გამარჯვებაა.
მაგრამ ადამიანი სულიერად მზად უნდა იყოს ამ ნაბიჯისათვის. არ შეიძლება ვმარხულობდეთ და საქმით ან სიტყვით ვცოდავდეთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგი იმიტომ მარხულობს და დადის ეკლესიაში აბა შემხედეთ მორწმუნე ვარო ან სუფრაზე ყველას დასანახად პირს არ დააკარებს ხორცეულ პროდუქტს და ამას ისეთნაირად გააკეთებს ყველას დასანახად. ანუ ამპარტავნობაში რომელიც დამღუპველი ცოდვაა არ უნდა გადაეზარდოს ადამიანს ეს მარხვის პროცესიცა და ეკლესიაში სიარული.
ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს და სახარების მორალით იცხოვროს. ის უნდა იყოს სულიერად იმ დონეზე რომ გაანალიზოს მარხვის მნიშვნელობა. დანარჩენ შემთხვევაში არა მგონია მარხვამ რაიმე სიკეთე მოუტანოს ადამიანს თუ მის გულში არ ღვივის სიკეთის მარცვალი.
