↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
კითხვა_პასუხი ეკონომიკაზე.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 5 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა საფონდო-სავალუტო ბირჟასთან ან

საერთოდ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ

დატოვოთ ამ ტოპიკში. ყველა კითხვა რომელიც დასმული იქნება

თემებში \"როგორ მოვიპოვე ფინანსური თავისუფლება\" და

\"მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას\" გადმოტანილი იქნება

ამ ტოპიკში და აქვე გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
გამარჯობათ, მე სრულიად დელეტანრუტი კიხვა მიდნა დავსვა რამეთუ ძალიან ძალიან დამწყები ვარ მაგ საკითხებში,

კითხვა 1 ) როდესაც ამბობთ \"გახსენით პოზიცია\" რას გულისხმობთ პოზიციის გახსნაში? და საერთოდ რას ნიშნავს პოზიცია , ამ კონტექსტში.

კითხვა 2) მოძრავი \"სტოპები\" - თუ შეგილიაც ელაბორაცია ამის შესახებ, რას გულისხმობთ მოძრავ სტოპებში?

და მეორე საზოგადო კითხვა, ეს რჩევები რომელიმე გარკვეულ ბაზარზ ეხება თუ ყველასთან მოქმედებს?

კითხვა 1 ) როდესაც ამბობთ \"გახსენით პოზიცია\" რას გულისხმობთ პოზიციის გახსნაში? და საერთოდ რას ნიშნავს პოზიცია , ამ კონტექსტში.

პასუხი: პოზიციის გახსნა ეს ნიშნავს რომელიმე აქციის ან ვლიუტის ყიდვას ან გაყიდვას. იგივეა რაც გარიგრბა (ზდელკა), თამაშში შესვლა, მარკეტში შესვლა. როცა ვამბობ, \"გრძელი პოზიციის გახსნა\" ეს ნიშნავს ყიდვას, როცა ვამბობ \"მოკლე პოზიციის გახსნა\" ეს ნიშნავს გაყიდვას.

კითხვა 2) მოძრავი \"სტოპები\" - თუ შეგილიაც ელაბორაცია ამის შესახებ, რას გულისხმობთ მოძრავ სტოპებში?

პასუხი: წარმოიდგინეთ, რომ გახსენით \"ლონგი\" ანუ გრძელი პოზიცია, ამავე დროს თქვენ თქვენი მანი მენეჯმენტიდან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ რამდენის წაგების უფლებას მისცემთ თავს, სვავთ სტოპ ორდერს, ანუ თუ ფასი წავიდა თქვენს საწინააღმდეგოთ, მაშინ გარკვეულ დონეზე მისვლის თანავე (ამ შემთხვევაში იმ დონეზე რა დონეზედაც სტოპია) პოზიცია ავტომატურად იხურება. ხოლო თუ ფასი წავიდა თქვენს სასარგებლოთ და გაიარა ვთქვათ 40-50 პუნქტი მაშინ თქვენ შეგილიათ მოხსნათ სტოპი და გადაიტანოთ ის ყიდვის დონეზე, შემდეგ თუ გაიარა კიდევ 40-50 პუნქტი კვლავ გადაიტანოთ სტოპი უკვე 40-50 პუნქტით ზევით და ა.შ. მაგალითისთვის: იყიდეთ რომელიმე აქცია 10$_ად, სტოპი დასვით 9,80 დონეზე, თუ ფასი დაეცა 9,80 ზე პოზიცია იხურება. თუ ფასი გაიზარდა 50 პუნქტით, მაშინ თქვენ ხსნით 9,80 დონიდან სტოპს და გადაგაქვთ ის 10 დონეზე, წავიდა ფასი კიდევ ზევით 50 პუნქტით? ისევ ხსნით სტოპს და გადაგაქვთ ის უკვე 10,50 დონეზე და ასე შემდეგ..

კითხვა 3) ეს რჩევები რომელიმე გარკვეულ ბაზარზ ეხება თუ ყველასთან მოქმედებს?

პასუხი: სააქციო და სავალიუტო ბირჟაზე ეს წესები ერთნაირად მოქმედებენ.

P.S. რაც შეეხება მანი მენეჯმენტს, რისკების და კაპიტალის კონტროლის წესებს ამას პირველი პოსტის დასრულების შემდეგ შევეხები დეტალურად, შემდეგ მოგაწვდით ორ საკმაოდ მომგებიან სისტემას, შემდეგ ძალიან ვრცლად მოგაწვდით ტეხნიკური ანალიზის საკმაოდ ეფეკტურ მეთოდს რომლითაც მე ვაკეთებ ყოველდღიურ პროგნოზებს და ბოლოს უკვე დავდებ ჩემს სისტემას რომლითაც მე პირადად ვაჭრობ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
ქეშ ძალიან მაინტერესებს როგორ ფიქრობ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გათანაბრდება?

აპრილის მეორე ნახევრიდან დოლარი დაიწყებს გამყარებას, მაგრამ წლის ბოლოს კი კურსი უფრო მეტად დაეცემა. ეს მსოფლიო ბაზარზე. ეს სიტუაცია ასევე აისახება საქართველოშიც, მაგრამ აქ ამ ყველაფერს ემატება ის რომ, აქ აპირებენ ემისიების შემოღებას, და თუ ეს ასე მოხდა მაშინ ფასიანი ქაღალდი მიმზიდველი რომ გახდეს ინვესტიციისათვის საჭიროა საპროცენტო განაკვეთის აწევა ეროვნული ბანკის მიერ. ეს კი გამოიწვევს მკვეთრ ზრდას ლარის მოთხოვნაზე ინვესტორების მხრიდან. რაც აისახება ლარის კურსის გამყარებაში. ასე რომ არ გამოვრიცხავ მსოფლიოს ბაზარზე და საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ლარის კურსისა და დოლარის კურსის გათანაბრებას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
black devil wrote:
ციტატა:
ქეშ საინტერესოაა დზაან ერთი გამარკვიე სოროსმა მარტლა ამიტ იშოვა 995 000000 დოლარი ფუნტის კურსი რო დაეცა???

კი მართალია 1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის თებერვლის ბოლომდე ბრიტანული ფუნტი დაეცა 6100 პუნქტით ამ დროს მან ისესხა დიდი რაოდენობის თანხა რითაც გახსნა 2 ცალი 50 ლოტიანი პოზიცია ანუ 1 პუნკტი შეადგენდა 1000 დოლარს თან უკვე მოგებიდან ამატებდა გაყიდვებს რამაც საბოლოო ჯამში მიიყვანა მილიარდიან მოგებამდე.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
teri wrote:
ციტატა:
ქარტული ლიტერატურა თუ არსებობს ამ საკითხებზე cash?

teri ქართული ლიტერატურა ამ თემაზე მე არ შემხვედრია სამწუხაროდ, თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე კარგი ლიტერატურა ამ თემაზე არის ცოტა თეორიული ცოდნა და კარგი პრაქტიკა

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 5 posts ] 
კითხვა_პასუხი ეკონომიკაზე.
დესპანი