↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სადღეგრძელოების ლაზათი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 23 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Feb 2007
Posts110
კარმა57
OFFLINEPROFILE
ეჰ ტიკტიკა არ მე ვარ საქართველოში მაგრამ ქართველებთან ერთად ვარ სამაგიეროდ და ეგ მახალისებს. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს ამერიკიდან საფრანგეთში :ura: :ura: :ura: :ura: :ura:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ტა,ტა,ტა,ტა,
რა ნაირად ბრდღვინავს არაგვი,
ხო,ხო,ხო,ხო...
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა,
არა სხვისი მისაბაძი რა გვჭირს თვარა კი,
სხვა როცა მე შემომნატრის ,
მე მივბაძო სხვას?
მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ცის,
მე პატრონმა , მე პატრონმა ამისთანა ზღვის,
თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ,
სხვას მივბაძო? ვის?
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას,
სიტყვა გინდა? მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი,
არა , სხვისი მისაბაძი ,რა გვჭირს თვარა კი.

მოდით ჩემო კარგებო, ყველა ქართველს გაუმარჯოს, ტიკტიკა, ნინაკა, თქვენ გაიხარეთ ! ამაშიც ხომ გენიოსები ვართ, მითხარით სხვა რომელი ერის წარმომადგენელი იქეიფებს ინტერნეტით? ხოდა თუ ჩვენ ჯიშს და გორს, არაფერი აქვს სხვისი მისაბაძი, და თუ უფალმა ასე ინება, ესოდენ მდიდარნი ვიყოთ ენითაც და ზნე ჩვეულებითაც, უფალმა დაგვლოცოს და გვადღეგრძელოს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
გაიხარე მანჩო,შემოგვიერთდი.აბა ყველამ ერთად ვიქეიფოთ ინტერნეტით,ჩქარე სადღეგრძელოები,ყელი გაშრა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დედაო,
საქართველოვ,
ჩვენო ეზო-კარო,
დაწმენდილო
არაგვო,
ამღვრეულო
მტკვარო;

ალაზანო,
შენი ხმა
ჭალას ძლივს რომ ესმის,
ყვირილაო,
მყვირალო
იმერეთის მთებში,
ქუჩო,
ჩუმო,
უჩინოვ,
კლდის ლიბო რომ გმალავს
და კლდის თავზე
ბერმუხავ,
ქედმაღალო მარად;
შევარდენო,
მბრუნავო
მწვერვალებზე მაღლა
და ძირს,
მინდვრის ხაოში
განაბულო
ღალღავ;
უშიშარო
არწივო,
მეხთან შენაბრძოლო
და ფერდობზე,
ბარდებში,
გულმშიშარა
გნოლო;
ვარძიაში
თამარის
წყაროვ,
წყნარზე წყნარო
და შენ,
პალიასტომის
ზვირთო,
დაუმცხრალო;
რუხო,
ნოქალაქევო,
ნისლს ახლაც რომ იხვევთ,
ჩვენო ახალქალაქო,
ჩვენო ახალციხევ;
ძველო
დიოსკურიავ
ზღვადაღვრილო გულზე
და ახალო
რუსთავო,
მზეს ლაღად რომ უმზერ;
მამეულო
მამულო,
ტბეთო,
არტანუჯო,
აწეულო
ცარგვალო,
წაქცეულო
ბურჯო;
ზღვისპირეთში
ზამთარშიც
გაზაფხულის
დარო,
თიბათვეში
თეთნულდზე
თოვლო
დაუმდნარო;
ნარიყალას
ბურჯებზე
მოდებულო
ხავსო
და ახალო
თბილისო,
შუქურბაღის მსგავსო;
დედაო,
საქართველოვ,
ახალო და
ძველო,
შენი წინსვლისა იყოს,
შენი სადღეგრძელო! =mt =piv =mf
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!

აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება! =mt =piv =mf
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
იცოცხლე, მე ვიღორძინო,
იცოცხლე, ვიქცე ბალღად,
იცოცხლე, მე მოგილხინო,
თუ შენ მეყოლე კარგად -
ვაზო,
კორტოხო,
კრამიტო,
ჭადარო,
მზეო,
ცავ,
კაცსავით გადღეგრძელებ,
შენს სადღეგრძელოს ვსვამ...

იყავი -
მეტი რა გინდა,
შენ
საქართველო ხარ! =piv =mt
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Dec 2007
Posts376
კარმა50
OFFLINEPROFILE
წმინდა მეგობრობას გაუმარჯოს! ეს ჩემი საყვარელი

სადღეგრძელოა

=bf= =mt
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
და შენ, ჰე, ღვინოვ, ყოვლად ძლიერო,
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე;
გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო,
ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე!

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!

აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 23 posts ] 
ქართული სადღეგრძელოების ლაზათი
დესპანი