↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მცირე ბიზნესის განვითარება და მენეჯმენტ&#4312


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 5 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
მცირე ბიზნესი, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის უმთავრესი საყრდენია, მაგრამ არასათანადო მენეჯმენტის გამო, სრულად ვერ რეალიზდება ბიზნესის ორგანიზაციის ამ ფორმის უპირატესობები. უმეტესწილად, მცირე სამეწარმეო სტრუქტურებს მათი მეპატრონეები მართავენ, რაც ყოველთვის გამართლებული არაა. ან ასე ვთქვათ, საქართველოში სამსახურზე სპეციალისტის აყვანა ხდება ჯერ კიდევ ან ნაცნობობით ან ვიღაცის ძმაკაცის ან ნათესავ-ნაცნობობის ხათრით. ასეთი მეთოდით სპეციალისტის შერჩევა განაპირობებს არაადექვატურ ორგანიზაციულ ქცევას, ხოლო არაორგანიზებული მართვა წარმოებს პრიმიტიული ფორმით. იგი ხშირად ხდება მცირე მეწარმეთა წარუმატებლობის მიზეზი.

ჩემი აზრით, მცირე ბიზნესისათვის სათანადო მენეჯმენტი ისევე აუცილებელია, როგორც საწყისი კაპიტალი, მატერიალური აქტივები და განვითარების სხვა ფაქტორები.

თქვენ რა აზრის ხართ, ამის შესახებ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით, თუ მცირე ბიზნესის წამოწყებას აპირებ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე იმ სფეროში და საქმის წარმოების უნარიც უნდა გქონდეს. თუ ყველაფერზე მომსახურე პერსონალის აყვანა დაიწყე , მოგება არაფერი დარჩება, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც ძალიან გაჭირდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
maia წერს:
ჩემი აზრით, თუ მცირე ბიზნესის წამოწყებას აპირებ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე იმ სფეროში და საქმის წარმოების უნარიც უნდა გქონდეს. თუ ყველაფერზე მომსახურე პერსონალის აყვანა დაიწყე , მოგება არაფერი დარჩება, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც ძალიან გაჭირდება.
გეთანხმები მაია. მაგრამ გააჩნია რა სფეროში აპირებ ბიზნესის წამოწყებას, და აუცილებელი არ არის თავიდანვე აიყვანო მომსახურე პერსონალის სრული შტატი. ყოველ შემთხვევაში, კარგი მარკეტოლოგის ყოლა თვაიდანვე აუცილებელია. თუ რასაკვირველია თვითონ არ ხარ მარკეტოლოგი. :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
მეც მაგას არ ვამბობ? ან შენ უნდა ერკვეოდე მაგრად, ან ჭკუა უნდა გეყოს რომ კარგი სპეციალისტი დაიქირაო :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:აბსოლუტურად ვეთანხმები სოსოს,ვინაიდან და რადგანაც საქართველოში დღესდღეობით ძალიან დიდი ყურადღება ეკონომიკის განვითარებას ეთმობა,ამ კუთხით კი კიდევ ბევრია შესაცვლელი,მცირე ბიზნესისი განვითარებაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,მაგრამ შეფერხებები მის განვითარებაში სწორედ რომ არასრულყოფილი ორგანიზატორული ცოდნის ბრალია.......მართევნ და არ აქვთ საჭირო ცოდნა,აი ეს ღუპავს მცირე ბიზნესს!!!(თუმცა კიდევ ბევრი მიზეზია ამის გარდა)....სოსო რავა ხარ ისე?აი როცა ჩამოვალ,მერე უფრო გრძელ_გრძელ რაღაცებს დავწერ :cd:დროებით......

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 5 posts ] 
მცირე ბიზნესის განვითარება და მენეჯმენტ&#4312
დესპანი